Tag Archives: ქუჩა

გალაკტიონ ტაბიძე (1891 – 1959)


გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში – გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია:
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” ავტორს “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა “გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს”. 1924 წელს იგი იყო ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები “კავკასიონი”, “ბედი ქართლისა” და ა.შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია “მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში”, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

გალაკტიონ ტაბიძე – ჭყვიშიდან მთაწმინდამდე (ბიოგრაფია):
1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.

დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“.

ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.).

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“.

1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში“.

1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.

1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.

1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“ რედაქციებში.

პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.

1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.

1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.

1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.

1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.

1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).

1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს“.

1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.

1924 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.

1925 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.

1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი“, როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში“.

1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს“.

1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი“, რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.

1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.

1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“ და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და ა.შ.

1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.

1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.

1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.

1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.

1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.

1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.

1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე.

1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.

1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.

1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.

1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.

შემოქმედება:

პოეზია:
პოეტის პირველი წიგნიდან:
* * * (ამ ოდესმე მხიარული…);
* * * (ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი…);
* * * (არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო.) ზღვა ახმაურდა;
* * * (არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა…);
* * * (არის მკითხველი…);
* * * (აფხაზეთის წვიმა მიყვარ…);
* * * (აქ ხილულ ოცნებას…);
* * * (გაგონდება თუ არა…);
* * * (გეძებდი ყველგან… მახრჩობდა სიცხე);
* * * (გზა არ ღირს დავიდარაბად…);
* * * (გზები გაუვალი…);
* * * (გული სწუხს და სწუხს… გარეთ წვიმს და წვიმს…);
* * * (დგება თეთრი დღეები);
* * * (დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია…);
* * * (ელვარე და ლომფერი);
* * * (ვთქვათ. მთადსამზეო და სანიავე…);
* * * (ზღვა წყნარია ნამეტანი…);
* * * (თვალით ვეღარას ვხედავ);
* * * (იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ ჩემს ირგვლივ);
* * * (ილია მღერის – ვაჰმე!);
* * * (იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ…);
* * * (ის წაიყვანა ოცნებამ მისმა…);
* * * (ისევ მაისის მათრობს თვალები…);
* * * (იქ, სად მზისფერი ეხვევა ცისფერს…);
* * * (მალე ფერგადაშლილი…);
* * * (მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად…);
* * * (მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს);
* * * (მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე);
* * * (მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება…);
* * * (მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი…);
* * * (მოწმეა რბევის და თარეშის ხვადგურის…);
* * * (მოხარული ვიყავ და მოხარული ვიქნები…);
* * * (მუხებს ჩოხა საქილეში ჩაუწყვიათ რკოები…);
* * * (მწვერვალთან, სადაც ჰყვავის ტუია…);
* * * (ნიავი, ენა, ნარგიზი…);
* * * (ნისლი მთიდან მოდის დაბლა…);
* * * (ორთქმავალი სტვენს. შენ კითხულობ ტვენს);
* * * (ოჰ, ნუ იფიქრებ, რომ მოკვდა გული…);
* * * (რაც გადმოირღვა ზვირთები ვრცელი…);
* * * (რაც ეს გაჩნდა – ხეივანი…);
* * * (რისთვის მაგონებ, ვაზზე…);
* * * (როგორც მრავალი ვარდების მფენი);
* * * (რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო…);
* * * (საღამო. ჩვენ სუფრას, უხვსა და განიერს);
* * * (სიცოცხლის აჩრდილს);
* * * (სულო, უმზეო, მაგრამ მზიანო…);
* * * (ფერი მზესა და ქარს მოჰყავს…);
* * * (ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი);
* * * (ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი);
* * * (ყველაფერი შეიძლება მოხდეს…);
* * * (შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის);
* * * (ჩემი ვარსკვლავი, სატრფო, ცის თაღზე შუქად რომ ადის);
* * * (ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი…);
* * * (ჩვენი იფნის ტყიდან ისმის…);
* * * (ჩურჩული-ულურჯეს ფარჩის…);
* * * (წინ, წინ, სამშობლო მხარევ! ჩვენ წინ მიგვიძღვის წრფელი);
* * * (წინანდალელი ნათელა…);
* * * (წყალტუბოდან ქუთაისში…);
* * * (ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან…);
* * * (ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა…);
* * * (ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას);
* * * (გადმოფრენას ეს ყორანი…);
* * * თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო შორი).

- “გადმოწერეთ”

პოეტის დანარჩენი ლექსები:
“ინტერნაციონალი”;
“ლუმანიტე”;
“ჩარდა ამთა”;
1950;
Ave maria;
Voiles;
ადრიანი გაზაფხული;
ავადმყოფს;
ავდრის მოლოდინში;
ავრორა;
ავტომობილი და ურემი;
ათოვდა ზამთრის ბაღებს;
ათრობდა ხალხთა მწუხარება;
აი, რა მზის სიზმარია;
აკაკის ლანდი;
ალვები თოვლში;
ალპები;
ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი;
ამ ბნელი ღამით;
ამაო ძახილი;
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი;
ანძები;
არა აქვთ ზღვა;
არაგვი;
არგონავტები ახალი დროის;
არდაბრუნება;
არიან დღენი;
არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს;
ატმის რტოო, დაღალულო რტოო;
ატმის ყვავილები;
აუზისაგან;
გამარჯობა აფხაზეთო შენი!;
აღავსე, მზეო;
აღარ არის მენესტრელი;
აყვავებულ ველებს სალამი!;
ახალი გვერდი;
ახალი მეკვლე;
ახალი მოსახლეობა;
ახსნა;
აჰა, თენდება!;
ბავშვები კაფეში;
ბავშვი გზად ვლიდა;
ბავშვობის დღეები;
ბარათაშვილი;
ბედის იქით!;
ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი;
ბუხართან;
გადია;
გაზაფხულია;
გათენდა ცხრაას ორმოცდაექვსი;
გამარჯობა,
გამბედავო და მაგარო ხელო;
გამოსალმება;
განახლდა გული;
განთიადზე კი;
განიახლე, განიახლე!;
გაოცდა უფრო;
გახედე: კახეთი!;
გახსოვდეს მარად!;
გახსოვს?;
გემზე;
გემი “დალანდი”;
გეტერა;
გვადალკვირი;
გზადაგზა;
გზაზე;
გზაზე;
გორა-გორა, ვაზი-ვაზი;
გოტიეს რომანიდან;
გული;
გურიის მთები;
დაბრუნება;
დაგიფარავენ;
დადგა აგვისტო;
დაიჯერე, თუ არ გჯერა;
დამწველი თავის სიმშვენიერით;
დარჩნენ ქვიშანი;
დასძინებია ალერსიან ბაღს;
დაღამდება ტყეში ოდეს;
დაღლილ წამწამთ ქვეშ;
დგება შემოდგომა;
დიდი ხანია;
დილა გამარჯვებისა;
დრო;
დღე გაფითრდა იაგუნდის;
დღეთა კარებთან ვდგვავარ წუხილით;
ეგ არის და გორის ციხე;
ედარდებოდა შეშლილს;
ედგარი მესამედ;
ევროპის უფერული დღე;
ეიფელის კოშკზე;
ელეგია;
ერთხელ;
ეს მშობლიური ქარია;
ეს მძინარე მთა და ველი;
ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის?;
ეს წინათ იყო;
ეფემერა;
ვარ გენია რიმანელი;
ვარდები;
ვეზუვი;
ვერსად, ვერასდროს;
ვერხვები;
ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს;
ვით არ მიყვარდეს სამშობლო ჩემი;
ვინ არის ეს ქალი?;
ვინა სთქვა?!;
ვისმენ დანატრულ ხმას;
ვწერ ვინმე მესხი მელექსე;
ვწყვევლი სიყვარულს;
ზამთრის მოტივებიდან;
ზევით ასწიეთ, მზე ზევით!;
ზღაპარი;
ზღაპრებიდან;
თანდათან, თანდათან, ახალი ქვეყანა შენდება!;
თასი;
თბილისი;
თბილისს სძინავს მძიმე ძილით;
თეთრი ქარები;
თემა;
თვალები;
თიბათვე გავიდა;
თოვლი;
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი;
თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვას;
ია;
იავნანა;
იგი დრო ენამ ვერ გამოხატა;
იდეა;
იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!;
იერი;
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს;
იმიტომ ხდება რევოლუცია;
ირაკლი, მომგები ასი ომის;
ის;
ის დრო სიზმარივით წავიდა;
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი;
ისევ ახალგაზრდობას;
ისევ ეფემერა;
ისევ მესხის გამოხედვა;
ისევ ოცნება და სიყვარული;
იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე;
იქ პოეზიის ფრიალებს დროშა;
იქით ნუში, აქეთ ნუში;
იყო;
იშლებიან ყანები;
იცვალენ დრონი;
იხდება ფარდა;
კავშირი გულთა შორის;
კაკლის ხე მთაწმინდაზე;
კახეთის მთვარე;
კვლავ შეგვახვედრებს გამარჯვება;
კვნესა;
კოლხიდის დაბლობზე;
კუმისი;
ლანდი არა-ქვეყნიური;
ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების;
ლარიქს სიბირიკა;
ლაურა;
ლენინი;
ლეჩაქები ჯაგებზე;
ლილიან ფრთებით;
ლოცვისთვის;
ლურჯა ცხენები;
მაგრამ მე რა ვქნა?;
მაინც დავიმსახურე;
მაისის ისრით;
მამული;
მარადიული ოქროს კალმებით;
მარმარილო;
მარტონი ვართ;
მას გახელილი დარჩა თვალები;
მატარებელში;
მატარებლიდან;
მაღალ მთაზე ავაგე სასახლე ახალ-ახალი;
მახათა;
მახაჯირი;
მგზავრის სიმღერა;
მგზავრის სიმღერა;
მგლოვიარე სერაფიმები;
მე და ზამბახი;
მე და ღამე;
მე დავიბადე განთიადისას;
მე ვინც მიყვარდა;
მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე;
მე კავკასიის ქედები მთხოვენ;
მე მოვალ;
მე რომ მკითხონ;
მელანქოლიური მოსიმღერე;
მერი;
მერის თვალებით;
მესაფლავე;
მესტიის ხიდი;
მესხის გამოხედვა;
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო;
მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათდება;
მეცხრე სიმფონია;
მწყერი;
მზის ჩასვლა;
მთაწმინდის მთვარე;
მთელი დღე ვგრძნობდი;
მთვარე ჭაში;
მთავრის ნაამბობიდან;
მივალ, გადავკოცნი;
მივარდნილი აივანი;
მივაშუროთ!;
მიმღერე რამე;
მიცვალებულის ხსოვნა;
მიცქირე თვალში;
მოგონება ჩვენი ჭალისა;
მოგონება;
მოდის ჭალების სული მცურავი;
მოვა… მაგრამ როდის?;
მოსვლას აპირებს წვიმა;
მოხუცი ქალი;
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!;
მუსიკა უეცარი;
მუხა;
მღვრიე ქარი;
მშვიდზე მშვიდი;
მშობლიური ეფემერა
მშობლიურო ჩემო მიწავ!;
მცხეთიდან;
მწვერვალები ახალ მთების;
მწოლარე;
მწუხარება შენზე;
მხარი მხარს, მხარი მხარს!;
მხოლოდ ეს გული;
ნეაპოლში;
ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ;
ნუგეში;
ომნიბუსით;
ორი ასული ნეტარი;
ორი ზარი;
ორნამენტი;
ორხიდეები;
ოფორტი;
ოქროს თასი ორნამენტებით;
ოქროს ნავით;
ოქროს ტყავები;
ოქტომბრის სიმფონია;
ოცნება და სინამდვილე;
ოცნებაო, მოიგონე;
პარალელი;
პატარა პიერი;
პირველ თაველებს;
პირიმზე;
პოეზია – უპირველეს ყოვლისა…;
პოეზიის ინტეგრალები;
პრესა;
პრიმიტივი;
პროლოგი 100 ლექსის;
პუშკინი პარიზში;
რა დროს რომანსეროა?!;
რა მშვენიერი იყო ნიავი;
რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!;
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი;
რა ცაა!;
რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული!;
რამდენიმე დღე პეტროგრადში;
რაც უფრო შორს ხარ;
რევოლუციონერის ხსოვნას;
რევოლუციურ საქართველოს – დროშები ჩქარა!;
რევოლუციურ საქართველოს;
რიცა;
როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები;
რომელი საათია?;
როცა აქტეონი, ძე არისტეას;
რუს პოეტს;
რუსთაველი პარიზში;
სად?;
სადღაც ოდესღაც;
სადღეგრძელო იყოს მისი;
სამრეკლო უდაბნოში;
სამშობლო;
სამშობლოს;
სანთელი;
სანთლები;
სარკმელთან;
სასაფლაონი;
სასწაულს;
საუბარი ედგარზე;
საღამო სოფლად;
საღამო;
საღამო;
სახლი ტყის პირად;
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა;
სერენადა;
სიბერე;
სიზმრები;
სიკვდილი მთვარისაგან;
სილაჟვარდე ანუ სილაში ვარდი;
სიმღერავ!;
სიმღერავ, უხმე;
სინამდვილეში ოცნებისას;
სინანული;
სიძველენი;
სიშორით შენით
სროლის ხმა მთაში;
სტანსები;
სული მწუხარე;
სხვაგან სადაა?;
სხვადასხვა – პირველი მაისი;
ტბა ალპიურ ზონაზე;
ტირიფი;
ტყემ წამიყვანა!;
უბინაო დედა;
უდაბნო;
უნაზესი ხელნაწერი;
ურიცხ დროშების მოსიმღერენი;
უსიყვარულოდ;
უცნაური სასახლე;
უცნობი ქუჩის დასასრულთან;
უცხოელი ბავშვი;
ფოთლები;
ფრაგმენტი;
ფრთხილად;
ქალავ!;
ქალაქი წყალქვეშ;
ქალაქისაკენ;
ქალი და ხელოვნება;
ქალს მთებიდან;
ქალწული;
ქარებს ქარობა!;
ქართული ორნამენტი;
ქარი არხევდა იტალიურ შობის ხეს ტრიპოლისში;
ქარი ჰქრის;
ქარი;
ქარით დატირებული;
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა;
ქაღალდი;
ქებათა-ქება ნიკორწმინდას;
ქუჩა;
ქუჩის მომღერალი;
ღამე ხეობაში;
ღამევ, რა მოგივიდა?;
ღელავდნენ;
ღვინისფერო მდინარევ;
ღვინოს დააბრალებენ;
ყანები;
ყვავილები და ღვინო;
ყვავილები;
ყველგან დირიჟორად არის ინჟინერი;
ყვითელი ფოთოლი;
ყორანი;
შავი ოქროს ქაღალდი;
შავი ყორანი;
შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია;
შემოდგომა;
შემოდგომაა;
შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში;
შემოდგომის დილა;
შემოდგომის დღე;
შემოდგომის მოტივებიდან;
შემოდგომის ფრაგმენტი;
შემოდგომის ყვავილები;
შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით;
შენ აღტაცებით ისევ ენთები;
შენ გვიანდები;
შენ და დემონი;
შენ და შემოდგომა;
შენ ერთი მაინც;
შენ ზღვის პირად;
შენ რაღას იტყვი?;
შენი სადღეგრძელო;
შერიგება;
შეხედე!;
შინდისის ჭადრებს;
შიშველი;
შოთა რუსთაველი შავი ზღვის პირად;
შორი ალპების წყაროზე წმინდა, სამხრეთის მზეზე უდიადესი;
შორი სიახლოვე;
შრიალებს ჩალა;
ჩაკეტა კარი;
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა;
ჩემი სიმღერა;
ჩემმა ახალგაზრდობამ;
ჩემო მენავე;
ჩემს ირგვლივ;
ჩვენ, პოეტები საქართველოსი;
ჩვენი მნათობი ცეცხლისფერია;
ჩვენში და მათთან;
ჩუმი შრიალით ხის ფოთლები მეგებებიან;
ცა გვაქვს ისეთი;
ცაზე ლეგიონი სცურავს ვარსკვლავების;
ცამეტი წლის ხარ;
ცაცხვი ზღვის პირად;
ცელი კივის;
ციხის ნანგრევებთან;
ცხოვრება ჩემი;
ცხრაას თვრამეტი;
ძველი რვეულიდან;
ძველი წისქვილი;
წამი შემოქმედებისა;
წამყე ბეთანიისაკენ!;
წარწერა ანატოლ ფრანსის სურათზე;
წარწერა წიგნზე “მანონ ლესკო”;
წელიწადები წავლიან ძველნი;
წერილი მეგობრებისადმი;
წერილი სოფლიდან;
წერილიდან მისდამი;
წითელი დროშით;
წიწამურში რომ მოკლეს ილია;
წუთი;
წუხელი ღამით;
ჭარხალი;
ჭიანურები;
ხალხური მოტივებიდან;
ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში;
ხელოვნება;
ხომლი;
ჯვარი;
ჰიმნი ქართულ ანბანს;
ჰორიზონტი ოდნავ ღელავს;
ჰორიზონტიდან ზენიტამდე;
ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს.

გადმოწერეთ
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 1 Comment

ვაჟა ფშაველა (1861 – 1915)


ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 26 ივლისი (ძველი სტილით – 14), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი – გ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 10), 1915, თბილისი), ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია:
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…

შემოქმედება:
ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.

ვაჟა-ფშაველა ოჯახითურთ

ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ჩარგალი. ვაჟა-ფშაველას სამუშაო მაგიდა

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).

ჩარგალი. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “ერთი რამ მინდა სათქმელად”
- “1795 წლის სახსოვრად”
- “ადგილო კურუმ-კურუმო”
- “აკაკის საიუბილეოდ”
- “ალექსანდრე ყაზბეგს”
- “ამირანი”
- “არაგვს”
- “არწივი”
- “ბაკური”
- “გაზაფხულს ია ამოდის”
- “გამოღმით მე ვარ”
- “გიგი”
- “გული გავგზავნე ქვეყნადა”
- “გულო, არ გასტყდე!”
- “გულს”
- “დაგვიანებული პასუხი აკაკის”
- “დავით გურამიშვილის ხსოვნას”
- “დამსეტყვე ცაო”
- “დევების ქორწილი”
- “დიდი თამარი”
- “ერეკლეს სიზმარი”
- “ერთხელაც იქნება, მოვკვდები”
- “ვიცანი, ღმერთო, სამყარო”
- “იას უთხარით ტურფასა”
- “ილია ჭავჭავაძის სახსოვრად”
- “ილიას საღამო”
- “იმედი საზიკაული”
- “იმერეთს”
- “ისევ შენ, ისევ, ქალაო”
- “კაი ყმა”
- “კაფია”
- “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”
- “კლდე და მდინარე”
- “კურდღის სიმღერა”
- “მაცნე”
- “მე რო ტირილი მეწადოს”
- “მემღერება და ვიმღერი”
- “მერცხლის სიმღერა”
- “მთა და ბარი”
- “მთავს ვიყავ”
- “მოგონება”
- “მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ”
- “მოლოდინი”
- “მუდარა”
- “მწყემსი ქალი”
- “მხედართა ძველი სიმღერა”
- “ნატვრა”
- “ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს”
- “ნუგეში მგოსნისა”
- “თუმცა მსმენია სიკვდილი”
- “ობოლი”
- “ომის წინ ჯარის სიმღერა”
- “პაპიჩემის ანდერძი”
- “პასუხად”
- “რა-გინდა ბედმა მიმტყუნოს”
- “რამ გაგაჩინა, ქალაო”
- “როს ვუკვირდები თავის-თავს”
- “რუსთაველის ნეშტს”
- “საახალწლოდ”
- “სანეფოს სიმღერა”
- “სიკვდილი გმირისა”
- “სიმღერა”
- “სიტყვა ეული”
- “სიყვარული”
- “სიყმე სიბერედ ვაქციე”
- “სიცოცხლემ შხამი მასმია”
- “სოფლისა წესი ასეა”
- “უნუგეშო ყოფა”
- “ფშაველი ჯარისკაცის წერილი”
- “ფშავლის სიმღერა”
- “ქალას”
- “ქეიფი”
- “ღამე მთაში”
- “შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა”
- “ჩემი ვედრება”
- “ჩემის კაცობის გვირგვინო”
- “წილის ყრა”
- “წიწილა”
- “ხევზედ მიდიან ნისლები”
- “ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი”
- “ხმა სამარიდამ”
- “ჯამრული”

მოთხრობები:
- “ალუდა ქეთელაური”
- “ბახტრიონი”
- “გველის-მჭამელი”
- “გოგოთურ და აფშინა”
- “ეთერი”
- “მოხუცის ნათქვამი”
- “სტუმარ-მასპინძელი”
- “ძაღლიკა ხიმიკაური”

პროზა:
მოთხრობები:
- “ამოდის, ნათდება”
- “ბათურის ხმალი”
- “ბუნების მგოსნები”
- “გასამართლებული ჩიბუხი”
- “ია”
- “მთანი მაღალნი”
- “მთის წყარო”
- “მოგონება”
- “როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ”
- “სათაგური”
- “სვავი”
- “ფესვები”
- “ქუდოვანი”
- “ქუჩი”
- “შვლის ნუკრის ნაამბობი”
- “ჩემი წუთისოფელი”
- “ჩხიკვთა ქორწილი”
- “ცრუპენტელა აღმზრდელი”
- “ხმელი წიფელი”

პიესა:
- “მოკვეთილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments