დაგჭირდებათ:
მუსიკა
შეიყვანეთ ქართული ასოები
კატეგორიები
ძირითადი
ქართული ფონტი
დაგვამატე Facebook – ზე
დაეხმარე საიტს დაკლიკე
რეკლამა
კალენდარი
April 2018 M T W T F S S « Dec 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 რეკლამა
დაეხმარე საიტს დაკლიკე
რას ათვალიერებს ხალხი ამჟამად
გურამ ჯახუტაშვილი – ისტორიაა 8 minutes, 28 seconds ago
რეკლამა
გამოკითხვა
Loading ...
ტეგები
Wibiya Toolbar ასპინძის ომი აფორიზმები ბაში-აჩუკი გაზაფხული გალაკტიონ ტაბიძე გამზრდელი გლახის ნაამბობი დავით გურამიშვილი ერეკლე მეფე და ინგილო ქალი ვაჟა ფშაველა ვახუშტი კოტეტიშვილი ვეფხის ტყაოსანი თბილისი ია იავნანამ რა ჰქმნა? ილია ჭავჭავაძე იროდიონ ევდოშვილი ის კაცია ადამიანი?! ლადო ასათიანი ლადო გუდიაშვილი მამუკა ბარათაშვილი მგზავრის წერილები მურმან ჯინორია მუხა ნიკო გომელაური ოთარაანთ ქვრივი პატარა-კახი პოეზია პოეტი პროზა სიახლე სიბრძნე სიცრუისა სულიკო სურამის ციხე ტანო ტატანო უცენზურო სიტყვები ქართლის დედა ქუჩა შუშანიკის წამება ჩემი თავგადასავალი ცხრა ძმანი ხერხეულიძენი ხევის ბერი გოჩა ჰაგიოგრაფიაჩვენი ფორუმი
Tag Archives: რია-რია
ტიციან ტაბიძე (1893 – 1937)
ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. იყო გალაკტიონ ტაბიძის ბიძაშვი სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა.
ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.
«მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს»
– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901 –1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. 1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ “საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო “ცისფერი ყანწების” ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
შემოქმედება:
პოეზია:
ლექსები:
- “…და გარიბალდის წითელი ქუდი”
- “დედას რომ ბავშვი გაეპარება”
- “ვიყავი ერთხელ მე ანტონიო”
- “სამჯერ ვარ დაბადებული”
- “ჩააქრეთ სულში სიონის ზარი”
- “ასე მგონია, თითქო ვხედავდე”
- “ღვდელი და მალარია” კუბოში”
- “ავტოპორტრეტი”
- “ალავერდობა”
- “ალექსანდრე პუშკინს”
- “ამოდის, ნათდება!..”
- “ანანურთან”
- “აპრილი ორპირში”
- “ახალი მცხეთა”
- “ბაღდათის ზეცა”
- “გალაკტიონ ტაბიძეს”
- “გაჭიანურებული მადრიგალი”
- “გელის კოლხიდა ახალ ორფეოსს”
- “გომბორის მთაზე”
- “გუნიბი”
- “და ბელადობას, ტელმან, გავალებს!”
- “დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო”
- “დასაბამიდან…”
- “დაღესტნის გაზაფხული”
- “ებრაული მელოდია”
- “ევქსინის პონტი”
- “ვალერიან გაფრინდაშვილს”
- “ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე”
- “ვლ. მაიაკოვსკის დედა და დები”
- “თამუნია წერეთელს”
- “თამუნია წერეთელს”
- “თამუნია წერეთელს”
- “თბილისის ღამე”
- “თეთრი სიზმარი”
- “იარალის”
- “ილაიალი”
- “იმათი იყოს ეს სადღეგრძელო”
- “ირემი აქებს იალაღს!..”
- “ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზე”
- “ისია ნაზაროვას”
- “კარმენსიტა”
- “კახეთში”
- “ლექსი მეწყერი”
- “ლექსი წელკავი”
- “ლექსის დაბადება”
- “ლურჯი ედემი”
- “მაგი წინაპარი”
- “მასკარადში”
- “მაშ გამარჯვება…”
- “მგოსნის სონეტი”
- “მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე”
- “მეარღნეები და პოეტები”
- “მეწყერი მეწყერს”
- “მუხამბაზი, რომელიც არ იმღერება”
- “მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი”
- “ნოემბერი”
- “ნუ გაიკვირვებ”
- “ორი აპრილი”
- “ორი არაგვი”
- “ორპირელი კომკავშირელი კრემლში”
- “ორპირი”
- “ორპირის ოქროპირი”
- “ორპირის სეზონი”
- “ოქროყანა”
- “ოქროყანა”
- “ოცდასამი აპრილი”
- “პავლო იაშვილს”
- “პარკში”
- “პეტერბურგი”
- “პიერო”
- “პოემა-ჩაღატარ”
- “პრინცი მაგოგი”
- “რია-რია”
- “რომ იყოს თერგი ორი ამდენი”
- “სამშობლო”
- “სანტიმენტალური მოგზაურობა”
- “სარგის ჯაყელი”
- “სასაფლაოზე”
- “სატურნი და მალარია”
- “სეზონის ფალავანი”
- “სერგეი ესენინს”
- “სკვითური ელეგია”
- “სომხეთში”
- “სოღანლუღიდან”
- “ტანიტ ტაბიძე”
- “ტფილისი”
- “უაბჯარონი”
- “უდაბნოს აჯანყება”
- “უჟმური კვირა”
- “ფატმან ხათუნი”
- “ქალდეას ბალაგანი”
- “ქალდეას მზე”
- “ქალდეას სიზმრები”
- “ქართლის ცხოვრება”
- “ღვდელი და მალარია”
- “ყვავილები”
- “შემოდგომის დღე ოქროყანაში”
- “შეხვედრა კონსტ. ბალმონტთან მოსკოვის ახლოს ტყის ქალაქში”
- “შორეული”
- “ჩემი წიგნი”
- “ძრწოდე ვალტასარ…”
- “წიგნიდან ”ქალდეას ქალაქები””
- “წინათ თუ ერთი იყო მთრეხელი”
პოემები:
- “გაზაფხულის დღესასწაულზე (ლექსი პროზად)”
- “გულდაგულ”
- “კოლხიდის ცის ქვეშ”
- “მწუხრულ ჰანგზე (სილუეტები)”
- “პირველი სევდა”
- “პოემიდან ”თვრამეტი წელი””
- “რიონი-პოეტი”
- “როალდ ამუნდსენ”
- “ფრონტებზე”
- “ქალი და მგოსანი”
- “ყოფნის აღქმა”
- “შექმნილი ლეგენდა (წარსულის მოგონებანი)”
პროზა:
წერილები:
- “ვალერი ბრიუსოვი”
- “ილია ჭავჭავაძე”
- “ლადო გუდიაშვილი”
- “ლადო მუსხელიშვილი”
- “ნინო ჭავჭავაძე”
- “ოვანეს თუმანიანი”
- “ომის თემა ქართულ მწერლობაში”
- “ქიმერიონი”
- “შოთა რუსთაველი” Continue reading
Posted in მწერლები
Tagged ამოდის ნათდება!.., თეთრი სიზმარი, ლადო გუდიაშვილი, პოეზია, პროზა, რია-რია, სასაფლაოზე, ტიციან ტაბიძე, ტფილისი, ქართლის ცხოვრება, შოთა რუსთაველი
2 Comments