Tag Archives: პროზა

ლადო ასათიანი (1917 – 1943)


ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია:
დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. ლეჩხუმში არის პატარა სოფელი, ბარდნალა. იგი ცაგერიდან ერთი გარბენის მანძილითაა მოშორებული. აქ, ფერდობზე, დღესაც დგას ხის იმერული ოდა-სახლი. ეზოში კი ხეხილის ხეები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან. ჭიშკრის გაღებისთანავე ხასხასა მწვანე მოლი შემოგანათებს თვალებში. ახლა აქ დიდი პოეტის პატარა მუზეუმია მოთავსებული. იშვიათად იღება მისი კარები, თუმცა, ადრე სოფლის მასწავლებლის, მელიქსედეკ ასათიანის, ოჯახში დღენიადაგ ხმაური ისმოდა, – სიცოცხლე დუღდა და ოჯახს ორი ვაჟისა და ქალიშვილის ჟრიამული ატკბობდა. ბედმა ლადო (ვლადიმერ) ასათიანს დაბადება იმერეთის “დედაქალაქში”, ქუთაისში, არგუნა. ეს მოხდა 1917 წლის 14 იანვარს, ახალი წლის დღეს. ყრმას მალე დაატოვებინეს ის ადგილი, სადაც პირველად დაიწრა მისი აკვანი და მშობლიურ ბარდნალას გაუყენეს. ყმაწვილკაცობაც იქ გაატარა. მერე კი “სავარდო და სამაისო” ქუთაისს უკვე დავაჟკაცებული დაუბრუნდა და ხანმოკლე ცხოვრების ლამაზი ნაწილიც სწორედ მისი სანახებისა და ისტორიული ძეგლების ალერსში გაატარა. წერა-კითხვა მშობლებმა ასწავლეს. შემდეგ ბარდნალის საშუალო სკოლა დაასრულა. ერთხანს ფიქრობდა, სოფლის მეურნეობისათვის მოეკიდა ხელი – ცაგერს ეწვია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაამთავრა. მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია და უმაღლესი განათლების მიღების სურვილმა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიყვანა – საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეამბოხე სულის პატრონს ერთ ადგილზე ყოფნა უჭირდა. იგი ტკივილამდე განიცდიდა ბუნების სილამაზეს. აკი მთელი ქუთაისი და მისი შემოგარენი ერთი ამოსუნთქვით შემოირბინა: გელათი, გეგუთი, წყალტუბო, სათაფლია, რიონჰესი, ჭომა, საღორიის ტყე… მარტო ეს სახელებიც კმარა იმისათვის, რომ ლადოს ხასიათს ხაზი გაესვას, – მომავალ პოეტს ხომ თავდავიწყებამდე უყვარდა საქართველოს წარსული და მოწიწებით შესცქეროდა მომავალს. ლადო ასათიანს ბედმა გაუღიმა, – ინსტიტუტში სწავლისას ბედნიერება ჰქონდა, მჯდარიყო იმ აუდიტორიაში, სადაც ლექციებს კითხულობდნენ ქართული მეცნიერების კორიფენი: გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, ვარლამ თოფურია, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, მოსე გოგიბერიძე, შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, ნიკო ბერძენიშვილი, აკაკი შანიძე… განსაკუთრებული მოკრძალებით ეკიდებოდა თოფურიას ლექციებს. პოეტი მოგვიანებით ხმამაღლა იტყვის: “ქართული ენა მე შემასწავლა ვარლამ თოფურიამ, ოთხი წლის განმავლობაში ვისმენდი მის ლექციებს და, თუ რაიმე სწორად დამიწერია, ამაში მე თოფურიას უნდა ვუმადლოდე, ვარლამი ყოველთვის გვანათებდა და გვანათლებდა”. ლადოს სულიერ დახვეწაში ოჯახმა ფრიად დიდი როლი შეასრულა. პოეტის მშობლები პედაგოგები იყვნენ და, ბუნებრივია, საკუთარი შვილის აღზრდაზეც იზრუნებდნენ. სამწუხაროდ, იმ ავბედით 1937 წელს, გაუთავებელი თავნებობის პერიოდში, ლადოს დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს კიდეც. ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარც დაბრუნებია… მომავალი პოეტი კი “ხალხის მტრის შვილად” გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია,-ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. იგი დღენიადაგ რეპრესირებულ დედაზე ფიქრობდა… აკი დედაზე სევდამ მის პოეზიაშიც დაიდვა ბინა: …ისევ ისე ვარ, მწუხარებით განახელები, და მეძახიან შორეული ჩრდილოეთიდან სანუგეშებლად გამოწვდილი დედის ხელები.. პოეტის ლექსებში სევდიანმა სტრიქონებმა გამოჟონა: “სიმებდამქრალ ჭიანურივით ვსტირი ჩუმად”… ,,ჩემს სულშიც ზამტარია…“ჩემს სულშიც ნისლია ახლა…” საბედნიეროდ, კეთილ ადამიანებს რა გამოლებს საქართველოში, – ბოლოს და ბოლოს, გაუგეს ახალგაზრდას, იგი მეოთხე კურსზე აღადგინეს, ამჯერად ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომლის სალექციო კურსი 1938 წელს დაასრულა და ქუთაისსაც დაემშვიდობა ისე, რომ სახელმწიფო გამოცდები არც კი ჩაუბარებია. დავუბრუნდეთ ისევ ქუთაისს. სასწავლებლად ჩასულმა ლადომ ქუთაისში დიდხანს “იწრიალა”. ბოლოს ღუზა რკინიგზის სადგურთან, ძერჟინსკის ქუჩაზე, ჩაუშვა. იმხანად, ლადოს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ეს მის დაქირავებულ ბინასაც ეტყობოდა, – მეგობრები ხუმრობით “ასანთის კოლოფს” ეძახდნენ. ვიწრო, ღარიბულ ოთახში რკინის უბრალო საწოლი იდგა. პატარა მაგიდაზე მოსწავლის “ძაბრიანი” სამელნე იდგა, ეწყო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები. კედლიდან კი ვაჟა-ფშაველასა და ბაირონის სურათები უღიმოდა. სტუდენტობის პირველსავე წლებში დაუახლოვდა ლადო გაზეთ “სტალინელის” რედაქციის თანამშრომლებს და სიკვდილამდე არც გაუწყვეტია მათთან კონტაქტი. “სტალინელშივე” გამოქვეყნდა მისი ერთ-ერთი პირველი ლექსი – “თებერვლის დილა”. ქალაქის გულში აენთება თებერვლის დილა. თებერვლის დილა, თხუთმეტი წლის ჭაბუკის კბილა. გარემოს მკერდზე დაებნევა დროშების ტევრი. დროშების ტევრი ალისფერი დროშების ტევრი. მართალია, ლექსი შედევრი არ გახლავთ, მაგრამ მასში ნათლად გამოიკვეთა ქართულ ფოლკლორთან სიახლოვე. იგი გამოირჩეოდა სისადავითა და უბრალოებით, უშუალობით. საერთოდ, აქვე უპრიანი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ პოეტის პირველ ლექსებშივე საგრძნობი გახდა ის ფაქტი, რომ ლადო შემოქმედთა იმ რიგში იდგა, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ დასახული მეცხრამეტე საუკუნის ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციების გაგრძელება. პირველი ლექსის დაბეჭდვის სიხარული მოსვენებას არ აძლევდა პოეტს. აკი დიდხანს ვერც გაუძლო და ბარდნალაში წერილიც აფრინა: “სალამი დედა! სალამი ჩემი საყვარელი ქვეყნის ჟანგისფერ მთებს და ეგზომ გარინდებულ რომანტიკულ ბუნებას… მართლა “სტალინელში” 15-ის ნომერში ლექსი დავბეჭდე, გიგზავნი ამონაჭერს გაზეთიდან, გაგიხარდება… ეს პირველია და არცაა გასაკვირი, ოთხი სტროფიდან ორი დატოვეს, სასაცილოა… სხვა, ღვინო, ღვინის ნაწარმი და ჩურჩხელათა ლეგიონები მომაწოდეთ დაჩქარებით, ხომ იცი, რამდენი მუშტარი მყავს”… ქუთაისში ცხოვრებისას ლადო “სტალინელის” რედაქციის თანამშრომლებთან ერთად ხშირად შეივლიდა ხოლმე თეთრი ხიდის მახლობლად მდებარე “ცისფერ კაფეში”, სადაც გვიან ღამემდე უსხდნენ მაგიდას და ორიოდე ბოთლ ღვინოს, ტარანსა და პურის ნატეხს ლექსებს “აყოლებდნენ”. რომელიმე წიგნის განხილვისას ხშირად “ხელჩართული ბრძოლა” იმართებოდა. ლიტერატურაში თუ რამ ახალი გამოჩნდებოდა, უეჭველად კაფეში “აკურთხებდნენ”. აქვე უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, საუბრობდნენ თეატრზე, კინოზე… შემდეგ “ცისფერი კაფე” მოგონებად გაჰყვება ლადოს. რამდენიმე წლის შემდეგ ლექსსაც მიუძღვნის მას: იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც, დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი, დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი… როდესაც ჯიბეში გროშიც არ ედვა, ლადო ქუთაისის ბაღს მიაშურებდა, ჭადრის ჩეროში გრძელ სკამზე ჩამოჯდებოდა მარტოსული და ფიქრების ტალღას აედევნებოდა. გონებაში სტრიქონი სტრიქონს მისდევდა და… იწერებოდა შედევრები. როგორც მისი ახლო მეგობარი ნიკა აგიაშვილი იგონებდა, სწორედ ჭადრის ჩეროში შეუთხზავს პოეტს ქართული საბჭოთა პოეზიის მარგალიტი – “ჩემი ქვეყნის ოქროყანა”: ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო, სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო, ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო, მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო, ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო, ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო, ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო, შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?!.. მალე “სტალინის” რედაქციის კარი ლადოსთვის ფართოდ გაიღო, – იგი მისი თანამშრომელი გახდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ლექსები: “ჩემი სამშობლო”, “ილია ჭავჭავაძეს”, “სამი ლექსი ესპანეთზე” და სხვა. 1936 წელს, როგორც კი საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის გაყოფილებასთან დაარსდა ფოლკლორის სექცია, ლადო მისი აქტიური წევრი გახდა, – აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს – ლექსებს, ზღაპრებს, გამოცანებს, მონაწილეობდა ლიტერატურულ საღამოებში, კითხულობდა ლექსებს. 1938 წელს კი სამუდამოდ გამოეთხოვა ქუთაისს და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. რა მისცა პოეტს ქუთაისმა? “ლადო ასათიანმა თავისი ყმაწვილკაცობა ქუთაისში გაატარა და ამ წლებმა წარუშლელად იმოქმედეს მის მსოფლმხედველობაზე, მის მგრძნობიარე პოეტურ ბუნებაზე. იმერეთის რბილმა და მსუბუქმა პოეტურმა ჰავამ თავისებური, სასიმღერო იერი შეჰმატა ლადო ასათიანის პოეზიას. მელოდიებით მდიდარმა “სავარდო და სამაისო” ქალაქმა ყელი სასიმღეროდ მოიღერა და ამრიგად გამოისტუმრა პოეტების დიდ სატახტოში – თბილისში. ორიოდე სიტყვა ლადო ასათიანის ხასიათსა და ფიზიკურ მონაცემებზე. იგი იყო მაღალი, გამხდარი. ჰქონდა ფართო, ცისფერი თვალები, ამაყი გამოხედვა. ძალზე დიდი ფეხები, – ძნელად თუ იშოვიდა ფეხსაცმელს – 46 ზომას ატარებდა. დიდი ფეხები სირბილშიაც უშლიდა ხელს, ხშირად წაიფორთხილებდა კიდეც. ამის გამო ალიოშა საჯაიამ “ბებერი ცხენი” შეარქვა. მეგობრის დანათლებული სახელი ლადომ ჟურნალ “ნიანგში” გამოიყენა ფსევდონიმად. თავაღერებული სიარული უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე, თანაც მარტო სიარული იტაცებდა. დადიოდა არათანაბარი ნაბიჯებით, ხშირად ერთბაშად შეჩერდებოდა. ვახტანგ ჭელიძე იგონებს: “დაღვრემილი, გაღიზიანებული, დაღლილი, მაგრამ საოცარი იყო მისი თვალები. ეს არ ყოფილა ახალგაზრდა კაცის მკვირცხლი თვალები. ეს იყო ანთებული თვალები, მაღალი ნიჭიერების, შინაგანი სისპეტაკისა და სინათლის მფრქვეველი თვალები, პატიოსანი კაცის ნათელი თვალები… და როცა თავის საყვარელ თემაზე – სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის ლექსზე დაიწყებდა ლაპარაკს, ამ დიდრონი თვალებიდან გამოჭრილი სხივი მთელ სახეს გაუნათებდა”. ლადო ასათიანი დღენიადაგ, ზამთარ-ზაფხულ კაშნეთი დადიოდა. მის თავზე ქუდი არავის უნახავს, თავგადადებული ბუკინისტივით იღლიაში მუდამ წიგნების დასტა ჰქონდა ამოჩრილი. ქართველი პოეტებიდან, თბილისში, პირველს, რევაზ მარგიანს გაეცნო. ბინა არ ჰქონდა და ხან ვისთან ათევებდა ღამეს და ხან ვისთან. განსაკუთრებით რუსთაველის პროსპექტს ეტანებოდა – ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხესთან შეჩერდებოდა, ჭადრის ხეს მიეყრდნობოდა და ფიქრობდა და ფიქრობდა გაუთავებლად. მეგობრებიც აქ აკითხავდნენ. ოცდაათიან წლებში ტრადიციად იყო დამკვიდრებული ქართველი მწერლების გაუთავებელი სეირნობა რუსთაველის პროსპექტზე. განსაკუთრებით საღამოობით გამოეფინებოდნენ ხოლმე ახალგაზრდა მწერლები და საათობით ბაასობდნენ, ბჭობდნენ ჯგუფებად შეკრებილნი. უბის წიგნაკში ჩაუწერია პოეტს: “რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აი, თუნდაც ეს მოშრიალე “ჩვენი” ჭადარი რუსთაველზე… გინდა სულ უმზირო და იფიქრო უკვდავებაზე”. და კიდევ: “სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა, თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ ვიხილავ თბილისის ზეცას”. მერედა როგორ უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე გავლა, მეგობრებთან საუბარი: რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა. იყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო,- ვერ ვნახო სამოთხის მთვარე… მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ, რუსთაველის პროსოექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა! თითქოსდა, წინათგრძნობამ უყელა, – გაივლის კიდევ ორი წელი და ლადო ასათაინი მართლაც ვეღარ გაივლის საყვარელ ქუჩაზე, ვერ ჩაფიქრდება “საკუთარ” ჭადრის ხესთან, ხოლო მისი ელვარე თვალები ვეღარასოდეს იხილავენ თბილისის ზეცას… ამაზე ქვემოთ. ლადო თბილისში გადმოსვლისთანავე გაზეთ “ნორჩი ლენინის” რედაქციას დაუკავშირდა და მალე მისი თანამშრომელიც გახდა. 1938 წლის 30 მაისს კი პირველი ლექსიც დასტამბა “თავის” გაზეთში. “ნორჩი ლენინელის” პარალელურად ლადო ასათიანი თანამშრომლობდა ჟურნალებში – “ჩვენი თაობა” და “მნათობი”, გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში”… განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჟურნალ “ჩვენი თაობის” რედაქციასთან. ეს ჟურნალი 1934 წელს გამოვიდა “ახალგაზრდა მწერლის” სახელწოდებით. ერთი წლის შემდეგ კი “ჩვენი თაობის” სახელით მოინათლა. ჟურნალს იმხანად ირაკლი აბაშიძე რედაქტორობდა.აქვე მუშაობდა ლადოს ახლო მეგობარი ნიკა აგიაშვილიც. პოეტის რამდენიმე ლექსი “ჩვენითაობის” პირველსავე ნომერში დაიბეჭდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, თითქოსდა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ლადომ პირველი წიგნის გამოცემაზეც დაიწყო ზრუნვა, მაგრამ ვერ მოასწრო. 1939 წლის ოქტომბერში პოეტი სავალდებულო სამხხედრო სამსახურში გაიწვიეს. იგი ჩაირიცხა ოსტროგოჟსკის (ვორონეჟის ოლქი) სამხედრო ნაწილში. პირველ ნოემბერს მეგობრებმა თბილისის ვაგზალში მოიყარეს თავი და გზა დაულოცეს პოეტ-ჯარისკაცს. ლადომ ტკივლამდე განიცადა ახლობლებთან განშორება. იგი თითქმის ყველა დიდი სადგურიდან, სადაც კი მატარებელი შეჩერდებოდა, თბილისში გზავნიდა წერილებსა და ღია ბარათებს. ნაწილში მიმავალი პოეტი გზაში გაცივდა და ავადმყოფობაც გაურთულდა, – დღენიადაგ სიცხე მოსვენებას არ აძლევდა. ლადოს საყვარელი ადრესატი გახლდათ ნიკა აგიაშვილი. წერილებს მისამართიც ერთი ჰქონდა, – თბილისი, მწერალთა კავშირი, “ ჩვენი თაობის” რედაქციას. აი, ერთი მათგანიც: “ჩემი საქმე ჯერ არაა გამორკვეული, სად ჩაგვრიცხავენ, არ ვიცი, რადგანაც ავად ვარ, მეუბნებიან, მწყობრში არ გაგატარებენო, სადმე სხვა საქმეზე დაგნიშნავენო. მეც დღე-დღეზე ვუცდი ამ “საქმეს”, ეგებ ცოტა მეშველოს რამე. მირზა უკვე წასული იქნება და შეიძლება ახლა ფინეთის ომში იყოს (ლაპარაკია მირზა გელლოვანზე-მ. ჩ.). ნეტავი იმას! ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ბრძოლებში მირჩევნია. იქ ვაჟკაცობას მაინც გამოიჩენს კაცი და დამიფასდება კიდეც. გამომიგზავნე მისამართი, წერილს მივწერ.ფული ჯერჯერობით მაქვს, თუ შემომელია, იცოდეთ, არვის მოგერიდებით. ოსტროგოჟსკი, როგორც ეტყობა, ძველი ქალაქია, მდინარე ტიხაია სოსნას ნაპირას მდებარეობს. ყოველი ფეხის დადგმაზე აქ ეკლესიებია და ძველებური დუქნები. ეს ტიხაია სოსნა ახლა სქელ ყინულქვეშაა ამოფარებული და მართლაც წყნარია. მაგრამ, ალბათ გაზაფხულზეც არ იქნება “შუშპარა და მჩქეფარე”. ქალაქში ბევრია სასმელ-საჭმელი და ხალხიც კარგი უნდა იყოს. ჯერ არ გამიცვნია. მართლა, სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც, უნდა გითხრა, ცოტა კიდეც მიხდება და ნამდვილ ბუმბერაზს ვგავარ მტერთან ბრძოლაში მარჯვე მეომარი ვიქნები ნამდვილად და არ შევარცხვენ წითელარმიელის სახელს.” სამწუხაროდ, პოეტს ავადმყოფობა მიეძალა და სამხედრო – საგარნიზორო კომისია იძულებული გახდა, წითელიარმიის რიგებიდან დაეთხოვა ლადო ასათიანი. ლადოს თბილისში დიდი იმედებით შეხვდნენ მეგობრები. აბა იმხანად ვინ იფიქრებდა, თუ სამიოდე წლის შემდეგ ერთბაშად ჩაიფერფლებოდა ნაღვერდალივით მობრიალე ნიჭი პოეტისა. ლადოს სიხარულიც ელოდა: 1940 წელს დღის სინათლე იხილა მისი ლექსების პირველმა წიგნმა. მართალია, იგი მოცულობით მცირე იყო, – სულ 38 ლექსი (წიგნი გააფორმა ლადო ავალიანმა), მაგრამ ამას როდი ჰქონდა მნიშვნელობა, – თავი და თავი მაინც ის იყო, რომ ლექსები ერთად შეკრული დაისტამბა, პირველი წიგნის სახელით მოინათლა და ათასობით პოეზიის ტრფიალს გული გაუხარა. ეს იყო და ეს – 1941 წლიდან ლადოს ავადმყოფობა გაურთულდა. ჭლექს ისე მტკიცედ გაედგა ფესვები პიეტის ფილტვებში, რომ სუნთქვა უჭირდა, ხველა ხომ მოსვენებას არ აძლევდა – ექიმების რჩევით აბასთუმანში წასვლა აუცილებელი გახდა, მაგრამ ვაი, რომ დაგვიანებული აღმოჩნდა… აბასთუმანში პოეტი სევდას როდი მიეცა, იგი დღენიადაგ პოეზიაზე ფიქრობდა, თითქოსდა ეშურებოდა, რაც შეიძლება მეტი მოესწრო, მეტი შედევრი დაეტოვებინა შთამომავლობისათვის, მეტი სათქმელი ეთქვა ხმამაღლა… სწორედ აბასთუმანში დაიწერა არა ერთი გახმაურებული ლექსი. ლექსების რვეულს ლადო მეუღლეს, ანიკო ვაჩნაძეს, უგზავნიდა. ერთ-ერთ წერილში წერდა: “ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ ექვსი ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს ან კარლო კალაძეს “მნათობისათვის”, უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა”. აბასთუმანში შექმნილი ციკლიდან განსაკუთრებით გამოირჩევა “სასაფლაოს” სევდიანი სტრიქონები: ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული: აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული, და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი, ვიტ იესოს ტანჯულ მკერდზე გადმომსკდარი სისხლის ღვარი? ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული, ვის უნახავს, საფლავებში როგორ მიქრის ნაკადული, როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი, და როგორ დუმს სასფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?… აღნიშნულ ლექსთან დაკავშირებით პოეტი აკაკი გაწერელიას სწერდა 1941 წლის 7 აგვისტოს: “დავწერე ლექსი – სახელწოდებით “სასაფლაო”. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და აბასთუმანში ერთმა შემთხვევამ შემაძლებინა. ვნახე აქაური სასაფლაო. უცნაურია ამ მთაში რამდენიმე საფლავი: გაძარცული გვირგვინების ნარჩენები, ნიაღვრისაგან მიწის ზედაპირზე, გაფრენილი ოცნებებივით, ამოყრილი თავის ქალები და ყბები… ყველაფერი ეს საშინელება იქნებოდა, რომ ერთი რამ არ იყოს ამ უიმედო სანახაობაში: საფლავებს შორის მოქრის და მოქუხს ნაკადული, მთის ნაკადული, ორწილად ყოფს სასაფლაოს, – მოქრის როგორც უშიშარი სიცოცხლე. მე მგონია, შესანიშნავია, ასეთ რამეებს პოეტები იგონებენ. მე კი ნამდვილად ვნახე”. მართალია, ლექსის სტრიქონებში სევდაა შეპარული, მაგრამ, როგორც სასაფლაოზე მორაკრაკე ნაკადული, ისეთივე ძალითა და სილამაზით იგრძნობა მასში სიცოცხლე. “სასაფლაოში” პოეტმა “ყოფნა-არყოფნის” მძაფრი პრობლემები ამოატივტივა და შეეცადა კიდეც მისთვის ნათელის მოფენას, – აკი ლადო ასათიანის “სასაფლაო” აღიარეს სიცოცხლისა და სიყვარულის ჰიმნად. როდესაც ავდმყოფობა მიეძალა, განერვიულდა. აბასთუმანი მიატოვა და საყვარელ თბილისში დაბრუნდა, ირჩია მშობლიურ გარემოში, მეუღლისა და ქალიშვილის სამყაროში გაემართა ხელჩართული ომი სიკვდილისათვის. არა, ლადო ეგოისტი არასოდეს ყოფილა, – იგი ჭლექით იყო დაავადებული და დიახაც კარგად უწყოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ მას სრულებითაც არ უნდოდა მისი ბედი სხვასაც გაეზიარებინა. აკი ლექსად განაცხადა თავისი სურვილი: როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! … ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო, ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს. სარეცელზე მიჯაჭვულს კალამი ერთი წუთითაც არ გაუგდია ხელიდან. პირიქით, სიკვდილს ომი გამოუცხადა, რადგან იცოდა, ჯერ კიდევ შეეძლო ლექსების წერა, შემდეგ კი, შემდეგ, მისი ლექსები იცოცხლებდნენ და შთამომავლობას სიხარულსაც მოჰგვრიდნენ. პოეტს მიაჩნდა, რომ ლექსი ყოველგვარ წამალზე მარგებელია, რომ იგი არის ტკივილის ის მალამო, რომელიც სიკვდილს ამარცხებს. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს 1940 წელს დაწერილ ლექსში – “ვაჟა-ფშაველას ნაამბობი”. მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არი. და რადგან მერგო – ვიყო პოეტი ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო, რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა, ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, – მჯერა, ამ დიად ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად! დიახ, პოეტმა შეასრულა დანაპირები, – მან მართლაც გარდაქმნა ლექსად სიკვდილი, მაგრამ თავად კი ვერ დაამარცხა იგი. სიკვდილის წინ ორი რამ ისურვა პოეტმა, – ვაჟა-ფშაველასავით მშობლიური ლეჩხუმის წყაროს წყალი ინატრა მამაპაპური სარწყულით. აკი ორიოდე წლის წინათაც წასცდა ლადო ასათიანს ნატვრა სარწყულზე: კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე სიცოცხლის წყარო მასხურო, ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო! და მეორეც – მოხუცი მამის ხილვა არ ასვენებდა, დღენიადაგ სიზმარში ხედავდა მას. სიკვდილი ერთბაშად მოვიდა, ლექსის წერის პროცესში მოუსწრო პოეტს… ჰაერში ხელით რაღაცა მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და “მა…ა”-ს მსგავსი ბგერა აღმოხდა. ვინ უწყის, რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა, – “მამას” თუ “მანანას!”… ის იყო ლადოს სხეული სარეცელზე გასწორდა, რომ კიბეზე დინჯად ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა – ოთახში მამა შემოვიდა. დაიგვიანა მოხუცმა, ვაი, რომ დაიგვიანა, ვეღარ აუსრულა შვილს ნატვრა. 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლისა, ექვსი თვისა და 26 დღის (მაინც როგორი დამთხვევაა – 26 წელი და 26 დღე!) ასაკში დახუჭა თვალები ლადო ასათიანმა და დაამწუხრა მოკეთე. ქართულმა ლექსმა კი უდროოდ დაკარგა მისი ერთი უბრწყინვალესი პატრონთაგანი. სამწუხაროდ (ალბათ, დიდი სამამულო ომის გამო), დიდი სულის პოეტი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა სულ რაღაც ოდიოდე სტრიქონში ჩაეტია. 23 ივნისს გაზეთ “ლიტერატურულ საწართველოში” გ. ტაბიძის, კ. გამსახურდიას, ს.ჩიქოვანის, ა. ქუთათელის, პ. ინგოროყვას, ლ. ქიაჩელის, გ. ლეონიძის, გ. ქიქოძის, დ.შენგელაიას, ა. საჯაიას, ი. მოსაშვილისა და სხვათა ხელმოწერით გამოქვეყნდა ნეკროლოგი: “23 ივნისს თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პოეტი ლადო ასათიანი. დაიბადა ლეჩხუმში, მასწავლებლის ოჯახში. ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა ქუთაისის პედინსტიტუტში. დაამთავრა 1938 წელს. სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1937 წელს. პირველსავე ლეწსებში გამოამჟღავნა უტყუარი პოეტური ნიჭი. 1940 წელს გამოიცა ლექსების წიგნი, დაწერილი 1940 წლამდე. დაწერა ორი პოემა “კოლხეთი” და “ბასიანის ბრძოლა”. მისი ლექსები გამსჭვალულია მძაფრი პოეტური მღელვარებით, ღრმა ლირიზმითა და უშუალობით. თემა – ქართული ხალხის გმირული წარსული და დღწვანდელობა. ისინი მიმზიდველი პოეტური ფერებითა და ღრმა ემოციურობით ასახავენ ჩვენი ხალხის უკეთილშობილეს ზრუნვას. მისმა ლექსებმა გვიჩვენა, რომ მისი სახით იზრდებოდა უაღრესად თანამედროვე და მაღალი გემოვნების მქონე ქართული სიტყვის ოსტატი. ახასიათებდა მხატვრული მეტყველების დახვეწილობა, მშობლიური ბუნების კოლორიტის შეგრძნება და ინტიმურობა პოეტური თემების დამუშავებაში. ქართულმა პოეზიამ დაკარგა ორიგინალური პოეტი, რომლის შემოქმედებითი ძალა კიდევ არ იყო გამოვლინებული მთლიანად”. ორი დღის შემდეგ “კომუნისტში” გამოქვეყნდა მეუღლისა და შვილის, მწერალთა კავშირისა და მამის, ძმისა და დის სამგლოვიარო განცხადებები. ეს იყო და ეს, – გაზეთებში მეტი არც წერილი დაბეჭდილა დდა არც განცხადება. სამწუხაროდ, ლადო ახლო მეგობრების ერთი ნაწილი (მ. გელოვანი, ნ. აგიაშვილი…) ინხანად ფრონტზე იმყოფებოდნენ, ხოლო ა. საჯაია სვანეთში გახლდათ და მხოლოდ დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა, – როგორც კი ცხედარს მიეახლა, მუხლი მოიყარა და მოთქმით დაიტირა უდროოდ დაკარგული მეგობარი. მოგვიანებით ალიოშა ფრონტელ მეგობარს მისწერს: “საწყალი ლადო აღარა გვყავს. მე სწორედ დასაფლავების დღეს ჩამოვედი სოფლიდან. საშინლად იმოქმედა ჩემზე. მთელი კვირა ავად ვიყავი. არ მეძინებოდა. მის დაკრძალვას დავესწარი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი მგონია. რუსთაველზე გავლისას, ახლაც, ხშირად მელანდება გზაში… “საბლიტგამი” სცემს ლადოს წიგნს. მე უნდა დავწერო მისი ბიოგრაფია”. ვაგლახ, ვერც ლადო მოესწრო ამ წიგნს და ვერც ალიოშამ შეისრულა საწადელი, თუმცა ერთი რამ მაინც შეძლო, – ლადოს გარდაცვალების წლისთავზე გაზეთ “ლიტერატურა და ხელოვნებაში” დაბეჭდა პატარა წერილი “ლადო ასათიანი”. ამონაწერი ამ წერილიდან: “ხანმოკლე იყო ლადოს როგორც სიცოცხლე, ისე ლიტერატურული მოღვაწეობაც. ლადოს ლექსები გვაცნობს მის სულიერ სამყაროს, ბოლო დროს დაწერილი ლექსები კი გვიძლიერებს გულისტკენას ნიჭიერი პოეტის დაკარგვაზე, რომელსაც ბევრი სათქმელი დარჩა. ლადო სამწერლო ასპარეზზე ისე გამოვიდა, რომ არ დაუწყია ფორმალური ძიება, არც ვისიმეს გავლენის ქვეშ მოქცეულა. მის ლექსებს ახასიათებთ მუსიკალობა, პლასტიკა, ნათელი ფრაზები: ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა… ლადო მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს სამშობლოს გმირებს – ხერხეულიძეებს, არაგველებს… თითქოსდა, ლადოს, ჭლექით ავადმყოფს, სევდიანი უნდა გამოსვლოდა სტრიქონები, მაგრამ ასე არ მოხდა, მის ლექსებში მელანქოლიას ადგილი არა აქვს. პირიქით, მის ლექსებს მთიულური საგმირო ფოლკლორის სილაღე და ოპრიმისტური ბუნება ახასიათებს”. რა იცოდა ა. საჯაიამ, თუ მეგობრის გარდაცვალების წლისთავზე თქმული სიტყვის შემდეგ, ორი თვეც არ გაივლიდა და სვანეთის მთებში ავბედითი “ქარი” წამოეწეოდა და მეგობრის გზას გაუყენებდა. ალიოშა ხომ 1944 წლის სეწტემბერში გარდაიცვალა. ალიოშა საჯაიას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ლადოსთან. დასტურად ერთ ლექსს მოვიტანთ, რომელიც მან ჯერ კიდევ 1940 წელს უძღვნა ლადოს: …თუ ეტრფიალე საყვარელ მნათობს, თუ განშორების იგრძენ სიმძიმე, თუ გაიხსენებ დაკარგულ სატრფოს და ერთხელ მაინც არ დაიძინებ, – არ მომიშორებ ვიცი, აღარა, ვიქნები შენი ძმა და გუშაგი… უდროოდ დაღუპული ლადო ასათიანის ცხედარი გამოასვენეს მწერალთა კავშირის სასახლიდან და ვაკის პანთეონში დაკრძალეს. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1968 წლის 24 აპრილს, კი საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. დამთავრდა ლადო ასათიანის ცხოვრება. სიკვდილმა იგი უძრაობაში გადაიყვანა. მოწყვიტა ოჯახს, მეგობრებს, მაგრამ მის ლექსებს ვეღარაფერი დააკლო, – პირიქით, ლადოს ლირიკამ მეტი სიკაშკაშით გამოანათა, უფრო მახლობელი გახდა… დღეს, ალბათ, ძნელია მოიძებნოს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც პოეტის ლექსების თუნდაც პატარა კრებული არ ჰქონდეთ. დღეს ხალხი მღერის მის ლექსებს. თითქოსდა ყველაფერი ვთქვით, თუმცა დიდი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაცეობაზე, ალბათ, მეტიც უნდა ითქვას, მაგრამ ლადო ასათიანმა ხომ სულ რაღაც 26 წელი იცოცხლა, აქედან ნახევრზე მეტი ყმაწვილკაცობას დასჭირდა. ეს პერიოდი კი იმდენად უზრუნველია, რომ ორიოდ სტრიქონშიაც ადვილად ეტევა. რა დაგვრჩა? მთავარი. დიახ, მთავარი- პოეტის შინაგანი წვით ავსებული შემოქმედებაა, რომელზედაც მართლაც ღირს დაფიქრდება. კაცმა რომ თქვას, ლადო ასათიანის პოეზია ერთგვარი მოულოდნელობაც კი გახლდათ იმ დროისათვის, როდესაც მისი პირველი ლექსები გამოჩნდა პრესისის ფურცლებზე, 30-იანი წლების ქართულ საბჭოთა პოეზიაში ჯერ კიდევ პრევალირებდა რევოლუციის სულისკვეთება, ახალი ეპოქის მშენებლობის პითოსი და აი, ასეთ სიტუაციაში დამწყებმა პოეტმა შეჰბედა ჰიმნი ემღერა ადამიანის სულის მშვენიერებაზე, გაეხადა ლექსის სტრიქონი მოქნილი და ნაზი. მართალია, ლადო ასათიანმა ხანმოკლლე სიცოცხლის მანძილზე მოასწრო ასიოდე ლექსისა და ორიოდე პოემის დაწერა, მაგრამ ესეც საკმარისი არმოჩნდა იმისათვის, რომ ქართულ საბჭოთა პოეზიაში მი სი შარავანდედით მოსილი სახელი თაობიდან თაობას მოწიწებით გადასცემოდა, რადგან მან შეძლო საკუთარი პოეტური სამყაროს შექმნა და პოეზიაში “ასათიანური” ხმის დამკვიდრება. ალბათ, ერთი მიზეზთაგანიც ეს უნდა იყოს იმისა, რომ ადამიანებს ხმამაღლა ეთქვა: “ლადო ასათიანი არის ქართულ საკრავზე გადაჭიმული ის ლარი, რომელმაც დამკვრელის ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ადრევე გაწყდა”, თუმცა ის ბგერებიც კი, რომლის აჟღერება დამკვრელმა მაინც მოასწრო, შთამომავლობის მახსოვრობიდან არ იკარგება და ბევრი თანამედროვე მისი მოგონებითაც კი ხარობს. დიახ, ლადო ასათიანის ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი სიცოცხლე მისივე ლექსების უკვდავებაში გაცხადდა. მისი ლექსები ღრმად ფილოსოფიურნი და პატრიოტული დენთით არიან დამუხტულნი. დღეს იშვიათად თუ შეხვდებით პოეტს (მხედველობაში გვაქვს ქართული საბჭოთა პოეზია), რომლის პოპულარობა ასათიანისას ჭარბობდეს (არაფერს ვამბობთ გალაკტიონზე). ლადო ასათიანი ჭეშმარიტად ხალხის პოეტია. აკი იქცა ქართველი პოეტების, მხატვრების, კომპოზიტორების შემოქმედების წყაროდ მისი ლექსები. კიდევ კარგი, რომ ჩვენმა დიდმა მხატვარმა ლადო გუდი Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | Leave a comment

ტიციან ტაბიძე (1893 – 1937)


ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. იყო გალაკტიონ ტაბიძის ბიძაშვი სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა.

ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.

«მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს»

– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901 –1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. 1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ “საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო “ცისფერი ყანწების” ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “…და გარიბალდის წითელი ქუდი”
- “დედას რომ ბავშვი გაეპარება”
- “ვიყავი ერთხელ მე ანტონიო”
- “სამჯერ ვარ დაბადებული”
- “ჩააქრეთ სულში სიონის ზარი”
- “ასე მგონია, თითქო ვხედავდე”
- “ღვდელი და მალარია” კუბოში”
- “ავტოპორტრეტი”
- “ალავერდობა”
- “ალექსანდრე პუშკინს”
- “ამოდის, ნათდება!..”
- “ანანურთან”
- “აპრილი ორპირში”
- “ახალი მცხეთა”
- “ბაღდათის ზეცა”
- “გალაკტიონ ტაბიძეს”
- “გაჭიანურებული მადრიგალი”
- “გელის კოლხიდა ახალ ორფეოსს”
- “გომბორის მთაზე”
- “გუნიბი”
- “და ბელადობას, ტელმან, გავალებს!”
- “დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო”
- “დასაბამიდან…”
- “დაღესტნის გაზაფხული”
- “ებრაული მელოდია”
- “ევქსინის პონტი”
- “ვალერიან გაფრინდაშვილს”
- “ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე”
- “ვლ. მაიაკოვსკის დედა და დები”
- “თამუნია წერეთელს”
- “თამუნია წერეთელს”
- “თამუნია წერეთელს”
- “თბილისის ღამე”
- “თეთრი სიზმარი”
- “იარალის”
- “ილაიალი”
- “იმათი იყოს ეს სადღეგრძელო”
- “ირემი აქებს იალაღს!..”
- “ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზე”
- “ისია ნაზაროვას”
- “კარმენსიტა”
- “კახეთში”
- “ლექსი მეწყერი”
- “ლექსი წელკავი”
- “ლექსის დაბადება”
- “ლურჯი ედემი”
- “მაგი წინაპარი”
- “მასკარადში”
- “მაშ გამარჯვება…”
- “მგოსნის სონეტი”
- “მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე”
- “მეარღნეები და პოეტები”
- “მეწყერი მეწყერს”
- “მუხამბაზი, რომელიც არ იმღერება”
- “მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი”
- “ნოემბერი”
- “ნუ გაიკვირვებ”
- “ორი აპრილი”
- “ორი არაგვი”
- “ორპირელი კომკავშირელი კრემლში”
- “ორპირი”
- “ორპირის ოქროპირი”
- “ორპირის სეზონი”
- “ოქროყანა”
- “ოქროყანა”
- “ოცდასამი აპრილი”
- “პავლო იაშვილს”
- “პარკში”
- “პეტერბურგი”
- “პიერო”
- “პოემა-ჩაღატარ”
- “პრინცი მაგოგი”
- “რია-რია”
- “რომ იყოს თერგი ორი ამდენი”
- “სამშობლო”
- “სანტიმენტალური მოგზაურობა”
- “სარგის ჯაყელი”
- “სასაფლაოზე”
- “სატურნი და მალარია”
- “სეზონის ფალავანი”
- “სერგეი ესენინს”
- “სკვითური ელეგია”
- “სომხეთში”
- “სოღანლუღიდან”
- “ტანიტ ტაბიძე”
- “ტფილისი”
- “უაბჯარონი”
- “უდაბნოს აჯანყება”
- “უჟმური კვირა”
- “ფატმან ხათუნი”
- “ქალდეას ბალაგანი”
- “ქალდეას მზე”
- “ქალდეას სიზმრები”
- “ქართლის ცხოვრება”
- “ღვდელი და მალარია”
- “ყვავილები”
- “შემოდგომის დღე ოქროყანაში”
- “შეხვედრა კონსტ. ბალმონტთან მოსკოვის ახლოს ტყის ქალაქში”
- “შორეული”
- “ჩემი წიგნი”
- “ძრწოდე ვალტასარ…”
- “წიგნიდან ”ქალდეას ქალაქები””
- “წინათ თუ ერთი იყო მთრეხელი”

პოემები:
- “გაზაფხულის დღესასწაულზე (ლექსი პროზად)”
- “გულდაგულ”
- “კოლხიდის ცის ქვეშ”
- “მწუხრულ ჰანგზე (სილუეტები)”
- “პირველი სევდა”
- “პოემიდან ”თვრამეტი წელი””
- “რიონი-პოეტი”
- “როალდ ამუნდსენ”
- “ფრონტებზე”
- “ქალი და მგოსანი”
- “ყოფნის აღქმა”
- “შექმნილი ლეგენდა (წარსულის მოგონებანი)”

პროზა:
წერილები:
- “ვალერი ბრიუსოვი”
- “ილია ჭავჭავაძე”
- “ლადო გუდიაშვილი”
- “ლადო მუსხელიშვილი”
- “ნინო ჭავჭავაძე”
- “ოვანეს თუმანიანი”
- “ომის თემა ქართულ მწერლობაში”
- “ქიმერიონი”
- “შოთა რუსთაველი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , | 2 Comments

მიხეილ ჯავახიშვილი (1880 – 1937)


მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი, 1880, სოფ. წერაქვი, მარნეულის რაიონი — გ. 30 სექტემბერი, 1937), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი,იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. თანამედროვე ბრიტანელი რუსული და ქართული ლიტარატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ შემართებას სტენდალის, მოპასანისა და ზოლას თვისებებს ადარებს. მისი თქმით „თანამედროვე ქართულ პროზაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო მსგავსი საერთაშორისო აღიარების დონის მიღწევა“.

ადრეული ბიოგრაფია:

მიხეილი (მარჯვნივ), ძმა – ფრიდონ (მეორე მწკრივში), მესამე უცნობია

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.

ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძე, კ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

შემოქმედების II პერიოდი:

თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით“ (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მან ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მწერალს თანაბრად აინტერესებდა ადამიანის ზნეობა, მისი ყოფა ახალ ისტორიულ პირობებში, დამოკიდებულება რევოლუციასთან. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“, „ყბაჩამ დაიგვიანა”, „მართალი აბდულაჰ“, „ორი განაჩენი“, „მიწის ყივილი“, „ხუთის ამბავი“ და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“, 1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“, 1925), სათავგადასავლო („გივი შადური“, 1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“, 1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“, 1926) რომანები. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.

კვაჭი კვაჭანტირაძის გროტესკული სახის შექმნით ჯავახიშვილმა ამხილა სოციალური წყობა, რომელმაც წარმოშვა ასეთი „გმირი“ და მხატვრული დამაჯერებლობით წარმოსახა რუსეთის იმპერიის მმართველი წრეების ზნეობრივი დაცემა, უმეცრება, დეგენერაცია.

„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი (თეიმურაზ ხევისთავი) და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

ახალი ინტერესებით, ახალი სულისკვეთებით გაამდიდრა ჯავახიშვილის შემოქმედება ისტორიულმა რომანებმა, რომლებშიც გაცოცხლდა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის სურათები. რომანში „არსენა მარაბდელი“ XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. „ქალის ტვირთში“ წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933—1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.

ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ — 1958—1964 („რჩეული თხზულებანი“, ტ.1-6). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

ბოლო წლები:

1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტარატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი“ ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის“, სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა — ზურაბი, დაარწმუნებს მას მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშივლმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს — მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „Retour de l’URSS“ და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918—1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922—1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.

ქართული ენა:

ასეთი სიტყვებით აბრთხილებს ჯავახიშვილი ქართული ლიტერატურის განვითარებასა და წინ სვლას: “დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას. ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეც დაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია. ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა. იგი იოლად მიდის იმ “ცოდნით”, რომელიც გამოაყოლა თავისმა პროვინციამ და მისი სტილიც ამ პროვინციით განისაზღვრება. არავინ არ დაგიდევთ, შეიძლება თუ არა იმ “გრამატიკის” ხმარება, რომელიც თავში აქვს ჩაჭედილი ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელს, და ამის გამო გაირყვნა ენა, გაირყვნა ისე, რომ სულ ადვილად შეიძლება ნაწერის მიხედვით გამოარკვიოთ ავტორის დაბადების ადგილი.

და ჩვენდა სამწუხაროდ ეს ახასიათებს ჩვენ თანამედროვე მწერალთა დიდ უმრავლესობას. ყველა თავისი ჟარგონით სწერს. და ამ ველურ ღრიანცელში იკარგება ის ენა, “რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა”. საერთო სალიტერატურო ენა მუზეუმში დარჩა და ცოცხალ მოქალაქის ძოწით დადის მხატვრულ თვისებებს მოკლებული სიტყვა, რომელიც ყოვლად მიუღებელია სრულიად საქართველოსთვის.

აბა გადაავლეთ თვალი ძველ მწერლობას და ნახავთ, რომ იყო ერთი სამწერლო ენა. რაღაც ორმოცი წლის შემდეგ კი ისე გავერანდა ჩვენი მწერლობის მოედანი, რომ ყველა თავისი “სტილით” მოდის და პოეზიის მაღალ ფირმის ქვეშ ასაღებს ყოვლად დაბალ ლექსიკონს.

ჩვენ ქინააღმდეგნი კი არა ვართ ამა თუ იმ პროვინციიდან მოტანილ სიტყვისა, პირიქით, ბევრი კარგი რამ მოიძებნება ჩვენს განაპირა ადგილებში, მაგრამ ეს შენაკადები უნდა ჰხვდებოდეს მთავარ მდინარესთან, რომელსაც სამწერლო ენა ჰქვიან, და რომელიც მეტროპოლიაში არის განმტკიცებული. იქნებ ვინმემ თავი იმართლოს ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის მაგალითებით? – ეს თავის მართლება არ გამოადგებათ, რადგან ვაჟაც და ყაზბეგიც მთის ენით ლაპარაკობდნენ. მთას ელაპარაკებიან და მთის გარეშეც არსად მიდიან. მათიას, ელგუჯას თუ გოგოლაურს რომ ლიტერატურული ელაპარაკნათ, ეს დაუშვებელიც იქნებოდა და სიყალბეც, ისევე, როგორც ნაძალადევი იქნებოდა დ. კლდიაშვილის გმირების სალიტერატურო ენა.

პროვინციალ კილოს ხმარება თემის საკითხია, და თუ ეს უკანასკნელი საერთო არის, ენაც ასეთი უნდა ჰქონდეს. და კურიოზია, მაშ რა არის როდესაც ჩვენი ინტელიგენტი მწერლები რადიუმზე და ეინშტეინზე სწერენ იმავ “სტილით”, რა სტილითაც იწერებოდნენ “პროვინციული სცენები”. განა ასეთივე კურიოზი არ იქნებოდა, რომ ბლოელ აფშინას და შიოლა ღუდუშაურის დიალექტით გვეწერნა “ესთეტიკური ტრაქტატები” ან პოემები “ასტრალურ” ან “ურბანულ” ქვეყანათა შესახებ? დიახ, იქნებოდა კურიოზი, ამას ადვილადაც შევამჩნევდით, მაგრამ რომ უკვე განმტკიცებულია კურიოზი, მეორე მხრივ, ამას ვერ ვამჩნევთ და განვაგრძნობთ ჩვენი ლიტერატურის მონაგვიანებას. ეს მტკივნეული ადგილი ყველამ უნდა დაინახოს, რომ შეჰზარდეს საკუთარი ნაწერი და ენის განწმენდისათვის მომართეს თავისი ძალა და უნარი.

ჩვენ ბევრს ვყვიროდით მაღალ და მაგარ საკითხების შესახებ. რადგან ერთი ანდაზისა არ იყვეს “არც კალა მიგვდის და არც ნიშადური”. პირიქით, ვიძენთ კიდეც, რადგან ვაოცებთ და ვაფიქრებთ მიამიტ ხალხს, მაგრამ გვგონია, რომ ყვირილსაც დაეკარგა მჭრელობა. ჩვენი კულტურა კი მთლიანად უკვე გადადგა საქმიანობის სტადიაში. აქ კი უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. და ამ საქმის პირველი მეთაური ქართველი მწერალი უნდა იყვეს. ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს.

ეს მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ “ჩოხიან დადაისტებს”, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.”

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- “ორი შვილი”
- “კურდღელი”
- “მიწის ყივილი”
- “დამპატიჟე”
- “პატარა დედაკაცი”
- “ფინჯანი”
- “ქურდი”
- “ცხრა ქალწული”
- “ჩანჩურა”
- “ეშმაკის ქვა”

რომანები:
- “ჯაყოს ხიზნები”
- “თეთრი საყელო”
- “არსენა მარაბდელი”

ესსე:
- “ისევ ქართული ენის შესახებ”
- “როგორ ვმუშაობ”
- “ქართული ენა”
- “ქართული წიგნი და ქართველი მწერალი”


ყურადღება! ბოდიშს ვიხდით რადგანაც რამოდენიმე ნაწარმოები აღებულია ინტერნეტ რესურსებიდან, რადგანაც ჩვენ არ მოგვეპოვებოდა: ჩანჩურა, ეშმაკის ქვა და ოთხივე ესსე. მასალა აღებულია LIB.GE – დან

Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , | 1 Comment

ვასილ ბარნოვი (1857 – 1934)


ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 22 მაისი, 3 ივნისი, 1856, სოფ. კოდა (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) ― გ. 4 ნოემბერი, 1934, თბილისი), ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია:
დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-1878). 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ “შ. ნუცუბიძის კურსებზე”. გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. 1917 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი (იყო კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი). 1880-იანი წლების დამლევს არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.

შემოქმედება:
ბარნოვის პირველი კორესპონდენცია “რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან” გამოქვეყნდა 1878 (“დროება”, N 220-227), პირველი ლექსი “ქართველი ქალი” – 1879 (“დროება”, N149), პირველი ორიგინალური მოთხრობა “პატარა ლევანი” – 1893 (“კვალი”, N2), პირველი რომანი “ისნის ცისკარი” – 1901 (“მოამბე”, N18).

ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ არის, მწერლის ყურადღების ცენტრშია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთი მხრივ ქართულ მითოლოგიას, მეორე მხრივ იდეალისტურ მსოფლაღქმას. ბარნოვისთვის ღმერთი – კეთილი და ნათელი აბსოლუტი – არის სამყაროს პირველმიზეზიცა და განვითარების საბოლოო მიზანიც; ამ ქვეყნის ღმერთი სიყვარულისა და მშვენიერების სახით ევლინება; სიყვარული ღვთაებრივია და ამდენად – უკვდავი; სიყვარულის დათრგუნვის ცდა მარცხით მთავრდება (რომანები “მიმქრალი შარავანდედი”, 1913; “ტრფობა წამებული”, 1918); მშვენიერება მატერიალურია, მაგრამ ისწრაფვის ღვთაებრივისაკენ და საბოლოოდ ღმერთს უერთდება (მოთხრობა “ძვირფასი თვალი”, 1924). ბარნოვის მიზანია კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის წარმოჩენა. მისი აზრით, სამყაროს თუმცა კი ღვთის ნება განაგებს, მაგრამ “განგების რჩეულს”, “რაინდს კეთილისა”, ე. ი. დიდ ისტორიულ პიროვნებას, ძალუძს წარმართოს ქვეყნის შინაგანი ძალები კეთილის გამარჯვებისათვის. ბარნოვი თითქმის ზუსტად იცავს ისტორიის სინამდვილეს, მაგრამ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაციის მისაღწევად მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც.

მწერლის იდეური ჩანაფიქრი მის რომანებში დიდ ისტორიულ ძვრებს (“ტრფობა წამებული”, “არმაზის მსხვრევა”, 1925; “გიორგი სააკაძე”, 1923-1925) ან შემთხვევით ისტორიულ ცნობებს (“მიმქრალი შარავანდედი”, “დედოფალი ბიზანტიისა”, 1927; “ცოდვა სიჭაბუკისა”, 1928) ემყარება. ზოგჯერ სიუჟეტი მთლიანად გამოგონილია, მხოლოდ ფონია ისტორიული (“ისნის ცისკარი”).

“მიმქრალ შარავავანდედში” წარმოსახულია ბრძოლა პატივმოყვარეობასა და სიყვარულს შორის XVI საუკუნეში საქართველოს ისტორიულ სინამდვილის ფონზე; ფინალი მიგვანიშნებს, რომ დიდების შარვანდედი უსიყვარულოდ ამაოა. “ტრფობა წამებული” VIIII-IX საუკუნეების საქართველოს ცხოვრებას ეხება და საეკლესიო დოგმების წინააღმდეგაა მიმართული; თუმცა ფაქტობრივად ეკლესია იმარჯვებს, ზნეობრივი უპირატესობა სიყვარულის მხარეზეა. ბარნოვისათვის გიორგი სააკაძე (“გიორგი სააკაძე”) “კეთილი რაინდია”, ღვთის ნებით საქართველოს გაერთიანებისათვის და მეფობისათვის მოწოდებული; მან კი არ ინდომა ბაგრატიონთა გვირგვინის ხელყოფა, რისთვისაც გამგებამ დასაჯა იგი. “არმაზის მსხვრევა” საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებას ეხება; წარმართობისა და ქრისტიანობის ჭიდილის საფარქვეშ იმალება სპარსეთისა და ბიზანტიის ბრძოლა საქართველოს დამონებისათვის.

ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური (“ტკბილი დუდუკი”,1909; “ნაძვნარის დევი”,1921), სოციალური (“თებარას დანიშნული”, 1911; “ფარჩის ახალუხი”, 1912; “გველის ზეიმი”, 1919; “სადედოფლო სარტყელი”, 1920; “განასკვილი სიმი”, 1920), პედაგოგიკური (“ნუშო”, 1898; “ქოჩორა ხე”, 1898; “პროფესორი”, 1901; “მეჩვენა”, 1901) და სხვა პრობლემებისადმი. ბარნოვის პროზის რიტმულობა,რამდენადმე ხელოვნური სინტაქსური წყობა, ძველი ქართული მწელობისა და ხალხური მეტყველების მარაგით გამდიდრებული ლექსიკა განუმეორებელ ელფერს ანიჭებს მის სამწერლო სტილს.

ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას; თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. საინტერესოა მისი დაკვირვებანი “ამირანიანზე”, “როსტომიანზე”, “ტარიელიანზე”, “არსენას ლექსზე”. მანვე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია (1919) ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-იან-1910-იან წლებში), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).

ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

შემოქმედება:

პროზა:
- “გველის ზეიმი”
- “თებერას დანიშნული”
- “ისნის ცისკარი”
- “მიმქრალი შარავანდედი”
- “ტრფობა წამებული” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

დავით კლდიაშვილი (1862 – 1931)


დავით სამსონის ძე კლდიაშვილი(დ. 29 აგვისტო/11 სექტემბერი, 1862, სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის რაიონი ― გ. 24 აპრილი, 1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში), ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930).

ბიოგრაფია:
დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების მანძილზე უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან; გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო. 1905—1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

შემოქმედება:
კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი გზის დასწყისად 1893 წელი უნდა მივიჩნიოთ, როცა ჟურნალ „მოამბეში“ კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა“ გამოქვეყნდა. სოციალური ჩაგვრით, უმეცრებითა და ცრურწმენით მოცული სოფლის ფონზე კლდიაშვილმა მძაფრი ტრაგიზმიტ დაგვიხატა გაუნათლებლობისა და სიხარბის მსხვერპლი — გლეხი კაცია საგუნაშვილი. ასევე ცრურწმენასა და მავნე ტრადიციებს შეეწირნენ მარინე და ფეფენა („მსხვერპლი“, 1894). მოგვიანებით მწერალი დაუბრუნდა ამ თემას და მოთხრობა „მიქელაში“ (1904) ასახა ოჯახის გადაშენების ფანატიკური შიშით შეპყრობილი მორწმუნე კაცის უნეგეშო ყოფა.

კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი — ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა.

კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვა — პრველად გამოჩნდა მოთხრობა „სოლომონ მორბელაძეში“ (1894). ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა, გაღატაკებული, ზნეობრივად დაკნინებული აზნაური სოლომანი სასარგებლო შრომას თაკილობს და მაჭანკლობით შოულობს ორიოდე გროშს. სოლომანი თვითონ ებმება ტყუილების ბადეში, ასე გულდაგულ რომ მოამზადა. განუყრელ ჯორზე ამხედრებულ ხელმოცარულ მაჭანკალს ისღა დარჩენია „ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრების“ წყევლით იჯეროს გული.

ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს (მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“, 1897). მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს — ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს. მოზიარის გაჩენა ადამიანურ სახეს უკარგავს გაშმაგებულ პლატონს. წარსულის მოგონებით, ილუზიებით სულდგმულობს მოხუცი ეკვირინეც („ქამუშაძის გაჭირვება“, 1900). მისი შვილი აზნაური ოტია ქამუშაძე, პლატონის მსგავსად, მუხლჩაუხრელად შრომობს, მაგრამ შიმშილისა და გაჭირვებისათვის თავი ვერ დაუღწევია. ქალაქელი მეუღლის სონიას დაჟინებული რჩევით, სასოწარკვეთილი ოტია ქალაქს მიაშურებს იმ იმედით, რომ იქ მაინც იპოვის ცხოვრების სახსარს, ამავე მოთხრობაში კლდიაშვილმა „ახალი ცხოვრებისათვის დაგეშილი“ გაქალაქებული აზნაურების პორფირე ბიაშვილისა და ბეგლარ ჯინჭარაძის ზნეობრივად დეგრადირებული სახეები დაგვიხატა. ერთ დროს წარჩინებული საგვარეულოს მანველიძეების ნაშიერი. სულიერად დაცარიელებული როსტომი უკიდურეს სიღატაკეში ელის თავისი ცხოვრების დასასრულს, „ყველაზე გულგატეხილი, ყველაზე გულდაწყვეტილი“ („როსტომ მანველიძე“, 1910).ცხოვრებისეული „უტყური მასალა“, რომელსაც მწერალი იყენებს, უნუგეშოა და უსასოო. მწერალი მწვავედ განიცდის ამ უნუგეშობას, ეძიებს გზებს ადამიანის სრულყოფისათვის, მისი ზნეობრივი განწმენდისათვის. განწირულ „შემოდგომის აზნაურებს“ იგი წარმოგვიდგენს დიდი ჰემანიზმით გამთბარი ტრაგიკული ინტონაციებითა და იუმორით; საერთოდ, ტრაგიკულისა და კომიკურის მონახვლეობა კლდიაშვილის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, რაც კათარსისისათვის არის მოწოდებული. მხოლოდ იშვიათად მიმარტთვას მწერალი მძაფრ, დაუნდობელ სატირას („ბაკულას ღორები“, 1920).

კლდიაშვილის შემოქმედებაში ერთგვარი დისონანსი შეაქვს მის ადრინდელ მოთხრობას „წრფელი გული“ (1896), რომელსაც მწერლისათვის უჩვეულო დიდაქტიკურიელფერი ახლავს. მოთხრობაში ასახულ ყოფით კონფლიქტს, ე. წ. „სიყვარულის სამკუთხედს“ ძლევს ქართველი ქალის კდემამოსილება.

კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილე გამოხატა მან პიესებში „ირინეს ბედნიერება“ (1897), „დარისპანის გასაჭირი“ (1903)და „უბედურება“ (1914), რომლებიც მისი შემოქმედების მთავარ პათოსს — უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებას გადმოსცემენ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედია „დარისპანის გასაჭირმა“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენაზე. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს, მაინც არ იშლის.

კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რომლის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა მას.

კლდიაშვილი დაუბრუნდა 1914 წლიდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას და 1925 წელს გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რომელიც ქართული მემუარული ლიტერატურის მშვენებაა. 1924—1926 დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა კლდიაშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.

კლდიაშვილის მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა, მოთხრობათა ორტომეული — 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული — 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად — 1933, 1935 და ა. შ.

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- “ბაკულას ღორები”
- “მსხვერპლი”
- “სოლომონ მორბელაძე”
- “როსტომ მანველიძე”
- “სამანიშვილის დედინაცვალი”
- “მრევლში”
- “ქამუშაძის გაჭირვება”
- “მიქელა”
- “შერისხვა”

პიესები:
- “დარისპანის გასაჭირი”
- “ირინეს ბედნიერება”
- “უბედურება” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment

უიარაღო (1872 – 1929)

უიარაღო (ნამდვილი სახელი და გვარი – კონდრატე დავითის ძე თათარიშვილი) (* 21 სექტემბერი, 1872, სოფ.აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი ― † 9 მაისი, 1929, თბილისი), ქართველი მწერალი.

1887 წლიდან სწავლობდა თბილისის, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1894). პირველი მოთხრობა “მშვიდობით” 1895 გამოაქვეყნა ჟურნალ “მოამბეში”. 1896 მღვდლად ეკურთხა. სიკვდილმისჯილი რევოლუციონერი ჯარისკაცების გამოსარჩლებისათვის 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს.

უიარაღომ განაგრძო ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში (“მოამბე”, “ჯეჯილი”, “კვალი”, “მეგობარი”, “დროება” და სხვა). მოთხრობებში “მე და ბიძაჩემი”, “ჩაიზე”, უსიამოვნო შეხვედრა”, “რეაქცია”, “პირუთვნელი დაფასება”, “წესდება” (1900-1913) მწერალი ამხელდა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებას. მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქათველოს.

1912-1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1921) მუშაობდა თსუ გეოლოგიის ლათედრის ასისტენტად, 1923 წლიდან აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში. უიარაღოს სამეცნიერო შრომები ძირითადად შეეხება კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე საშენი მასალებისა და ბენტონიტური თიხების საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს.

უიარაღოს უმნიშვნელოვანესი თხზულება, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვა ავტორს, არის ისტორიული მოთხრობა “მამელუკი” (გამოქვეყნდა 1912, კრებული “გრდემლი”, წიგნი II, ფილმი (“მამლუქო”), 1958). მოთხრობა ძველი საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს – ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მკვეთრმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მძაფრ სიუჟეტთან შერწყმულმა ნათელმა და შთამბეჭდავმა სტილმა განაპირობა რევოლუციამდელი პროზის ამ “პატარა შედევრის” (ტ.ტაბიძე) ფართო პოპულარობა.

უიარაღოს ეკუთვნის აგრეთვე რომანი “მაძიებელნი” (დაიწერა 1902, პირველად შემოკლებულად დაისტამბა 1940 ჟერნალ “მნათობში”). 1957-1958 წლებში გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა სრული კრებული ორ ტომად (შემდგენელი, მონოგრაფიული ნარკვევისა და ბიბლიოგრაფიული შენიშვნებისა ავტორი სოლომონ ცაიშვილი).

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობა:
- “მამელუკი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

იროდიონ ევდოშვილი (1873 – 1916)

სამწუხაროდ იროდიონ ევდოშვილზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის”
- “ლამაზმა ქალმა ღიმილით”
- “რას შესცქერ, ძმაო, ფანჯარაში მდიდრის ქულაჯას”
- “ადამიანი”
- “ამონაკვნესი”
- “ახალი წელი”
- “გავჩუმდე?!”
- “გაზაფხული”
- “გამომშვიდობება გადასახლებულისა”
- “განთიადი”
- “გლეხის ფიქრები”
- “დღიურს”
- “ია”
- “მეგობრებს”
- “მეზვრის ღიღინი”
- “მეტეხის ციხე”
- “მოღლილს”
- “მუზა და მუშა”
- “მუშა”
- “მჭედელი პეტრე”
- “მხოლოდ ნაღველი სამუდამოა”
- “ნატვრა”
- “პირსისხლიანო ყორანო”
- “რა ვიტაძარო?”
- “სიმღერა ასოთამწყობისა”
- “სიმღერა ტუსაღისა”
- “სიმღერა”
- “უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯილისა”
- “ურმული”
- “ქარიშხალი”
- “ყორნის ბრალია”
- “ჩამოწყვეტილი ფოთოლი”
- “ჩონგურზე”
- “ჩონგურს”
- “ციხეში”

პროზა:
მოთხრობები:
- “გველების ყორე”
- “კაკანათი”
- “მიხა დალაქი”
- “მოვიტანე”
- “მწყემსი გაგნა”
- “ორი ობოლი”
- “უბედური ქორბუდა”
- “შადრევანი”
- “ციხეში” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , | Leave a comment

ჭოლა ლომთათიძე (1879 – 1915)


ჭოლა ლომთათიძე (1879 – 1915)

ჭოლა ლომთათიძე დაიბადა გურიის სოფელ მეწიეთში 1878 წელს, შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში.

ბიბონ ლომთათიძე მართალია გლეხი იყო, მაგრამ არ ყოფილა მიწის მუშა იგი ძირითადად ვაჭრობით არჩენდა ოჯახს. ჰყიდდა ღვინოსა და არაყს ოზურგეთში, სამაგიეროდ იქედანაც ამოჰქონდა გასაყიდი საქონელი. ბიბონი მტკიცე ნებისყოფის და პრინციპული ხასიათის ადამიანი ყოფილა, “კუჭიანი და პირდაპირი”. რაშიც მას ამსგავსებდნენ შვილს – ჭოლას. ბიბონს ჰყოლია კიდევ სამი ძმა: უფროსი – ილარიონი ოზურგეთში ცხოვრობდა, უცოლშვილო იყო და შეძლებული, ამიტომ ის ეხმარებოდა ძმას მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვაში.

ერთ-ერთი ძმა – ლავრენტი მეწიეთში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ლასე ელიაძე იხსენებს, რომ სახლის გადაწვის შემდეგ (1906 წ.) ჭოლა ძირითადად ბიძასთან და ბიცოლასთან ცხოვრობდა. მას არც მანამდე, დედის გარდაცვალების შემდეგ, ჰყვარებია მამის სახლში, დედინაცვალთან ყოფნა.

დედა – ეროდიონე ნიკოლაიშვილი აზნაურის ქალი ყოფილა, იგი ჭლექით გარდაიცვალა მაშინ, როცა ჭოლა ცხრა წლის იყო.

მას შემდეგ ჭოლას დედობრივ მზრუნველობას ბიცოლა ლასე უწევდა. სასწავლებელშიც, სოფლის ორ კლასიან სკოლაშიც აქედან დადიოდა თურმე ჭოლა.

ბიბონის მრავალრიცხოვანი ოჯახიდან (მას შვიდი შვილი ჰყავდა) ზრდასრულ ასაკს მხოლოდ ოთხმა მიაღწია. ნინა – უფროსი ქალი, გათხოვილი ყოფილა კოხტა ხავთასზე, ფედოსი – ექიმ იაგორ ანთიძის მეუღლე, სიდო – ქობულეთელი – უსუფ დადიანის მეუღლე და ჭოლა – რომელიც დაიბადა 1878-ში და გარდაიცვალა 1915-ში 38 წლისა.

ჭოლამ დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ის სწავლობდა ოზურგეთსა და ქუთაისში, მერე ხარკოვში. მაგრამ რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდა ვერც ერთ ოფიციალურ სასწავლებელს ვერ ამთავრებდა და თვითგანვითარებით იძენს ცოდნას, განსაკუთრებით ლიტერატურულს. მან მშვენივრად იცოდა და დიდად აფასებდა რუსთაველსა და ბარათაშვილს, ილიასა და აკაკის, ყაზბეგსა და არაგვისპირელს, ვოლტერსა და ჰიუგოს, ჰეინესა და გორკის. ადრევე შეისწავლა მარქსიზმი, უმთავრესად პლეხანოვის ინტერპრეტაციით დასახელებულ მწერალთა და მოაზროვნეთა აზრები ხშირად ეპიგრაფისა და ციტატების სახითაა მოტანილი მის ნაწარმოებებში.

1896 წელს, ოზურგეთის საქალაქო სკოლაში სწავლის დროს, ჭოლა ლომთათიძე დაუკავშირდა მოსწავლეთა რევოლუციურ წრეს. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატი იყო. 1903 წლიდან ჭოლა ლომთათიძე მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას ემხრობოდა. 1907 წელს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სათათბიროს გარეკვის შემდეგ ტუბერკულიოზით დაავადებული მწერალი-რევოლუციონერი დააპატიმრეს.

ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. აქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს.

სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი – ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

ჭოლას ჰყავდა მეუღლე, ოდესელი ებრაელის ბენიამინ გიდერინსკის ქალიშვილი, ცილია გიდერინსკაია, რომელიც ჭოლამ გაიცნო ქალაქ ნოვოროსიისკში. მათ ერთმანეთი შეჰყვარებიათ და 1904 წელს ისინი საქათველოში ჩამოსულან. ცილია მონათლულა ქრისტიანად და მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაუწერიათ მათ ჯვარი.

ცილია გიდერინსკაიასთან ჭოლას შეეძინა ვაჟი – ჭოლიკო, ცოლ-ქმარი მხოლოდ შვიდი წელი ცხოვრობდა ერთად. ამ ხნის მანძილზე ჭოლა მუდამ პატიმრობაში იყო.

ნათესავები და ნაცნობები აღნიშნავენ რძლის თავდადებასა და ჭოლასადმი მის მზრუნველობას.

1907 წელს ჭოლა დააპატიმრეს რევოლუციური მოღვაწეობის გამო. ამ დროიდან იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. იგი გადაჰყავთ ციხიდან ციხეში, (პეტერბურგის, მოსკოვის, სტავროპოლის, ხარკოვის, თბილისის, ახალციხის, ბათუმის). ჭოლა დაგროვილ ემოციებს ფურცელს უზიარებს და იქმნება მისი შემოქმედების მშვენიერი ნიმუშები.

ჭოლას ამ დროს უკვე საგრძნობლად შერყეული ჰქონია ჯანმრთელობა. მას მზრუნველობას არ აკლებდა მეუღლე ცილია, რომელიც ქმართან ერთად იცვლიდა საცხოვრებელ ქალაქებს. თავს ირჩენდა კერძო გაკვეთილებით, შვილთან ჭოლიკოსთან ერთად დადიოდა ქმრის სანახავად ციხეებში. თურმე მძიმე სენით შებყრობილი ჭოლა შვილს სახეზე არ ჰკოცნიდა.

შვიდი წლის ცოლქმრული ურთიერთობა ცილიას დაურღვევია. მან ცხოვრების თანამგზავრად სხვა აირჩია, (ეს იყო რუბენ პავლეს ძე კატანიანი, ბოლშევიკური პარტიის წევრი 1903 წლიდან) და საქართველო დაუტოვებია. თან წაუყვანია შვილიც – ჭოლიკო, რომელსაც, ალბათ, იმ დროს არსებული ვითარებისა და გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო გვარი გამოუცვალა და დაწერა მეორე ქმრის კატანიანის გვარზე.

თუმცა, როგორც ირკვევა, ქმრის ნათესავებთან მას კავშირი არც შემდეგ გაუწყვეტია და არც ქმრის დაცვაზე აუღია ხელი, ამას მოწმოსბ ცილიას გამოსვლა მწერალთა კავშირის ყრილობაზე 1935 წელს და სტალინისადმი მიწერილი წერილი ჭოლას ხსოვნისა და შემოქმედების დასაცავად. (მ. მეგრელიძის მოგონებებიდან)

სტალინის და ჭოლას ურთიერთობასა და მეგობრობაზეც მოგვეპოვება რამდენიმე ინფორმაცია. ბიცოლა ლასე იხსენებს, რომ 1906 წელს, როცა დამსჯელმა რაზმმა ჭოლას სახლი გადაწვა, ჭოლა მეწიეთში იმყოფებოდა და იმალებოდა ბიძის ლავრენტის სახლში. მასთან ერთად ყოფილა კაცი, ასევე რევოლუციონერი და დევნილი, ლასეს ისინი შუაღამისას ტყეში დაუმალავს. იქ უზიდავდა მათ ერთი კვირის განმავლობაში სურსათ-სანოვაგეს. როგორც ბიცოლა აღნიშნავს, მაშინ არ იცოდა და მერე გაიგო, რომ ეს კაცი, ჭოლას მეგობარი, სტალინი ყოფილა. სტალინი რომ კარგად იცნობდა ჭოლასაც და მის შემოქმედებასაც ამაზე მოწმობს მისი პასუხი ცილიას წერილისადმი.

სტალინს, როგორც ჩანს, არც შემდეგ დაუვიწყნია მეგობარი და 1937 წელს რეპრესიების დროს, როცა ჭოლიკო კატანიანს დახვრეტა ემუქრებოდა, მისთვის გადასახლება მიუსჯია. მართალია უცნაური ხერხია, თუმცა ამან გადაარჩინა ჭოლას შვილი სიკვდილს.

ჭოლა ლომთათიძეს დიდად აფასებდნენ, როგორც მწერალს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ გამოთქმულია ბევრი მნიშვნელოვანი აზრი. აღსანიშნავია, რომ მას მიიჩნევდნენ მწერლად, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი ძალების ბოლომდე რეალიზება ეპოქისა და დროის უკუღმართობის გამო. მისი შემოქმედების ძირითადი ნაწილი ხომ ციხეებში შეიქმნა. თავად ჭოლა ასე იხსენებს ამ პერიოდს: “მთელი ორი წელი ვიშრომე, ვთარგმნე ყველა ლირიკული ლექსი ჰეინესი, ყველა პოემა… ყველა ამას ვასწორებდი, ვადარებდი დედანს, დროს ვკლავდი და ბედს ვმადლობდი…

და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ორი წლის ნაშრომი სხვა ნაწერებთან ერთად შეკრიბეს და ცეცხლის ალში გაწმინდეს, ფერფლად აქციეს”.

ნიშანდობლივია ტიციან ტაბიძის აზრი ჭოლას შემოქმედებაზე: “ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუანტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა უახლეს ქართულ პროზაში”.

1896 წელს, ოზურგეთის საქალაქო სკოლაში სწავლის დროს, ჭოლა ლომთათიძე დაუკავშირდა მოსწავლეთა რევოლუციურ წრეს. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატი იყო. 1903 წლიდან ჭოლა ლომთათიძე მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას ემხრობოდა. 1907 წელს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სათათბიროს გარეკვის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადებული მწერალი-რევოლუციონერი დააპატიმრეს. შვიდი წელი იტანჯებოდა ეს ჯანმრთელობით სუსტი, უანგარო და ამაყი სულის მქონე ადამიანი მეფის საპყრობილეში. პირადი, საოჯახო და საზოგადოებრივი ტრაგედია სევდით ავსებდა მის სულს, მაგრამ საბოლოოდ ვერ სტეხდა, ვერ იმორჩილებდა. სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში დასრულდა ჭოლა ლომთათიძის ხანმოკლე სიცოცხლე, მისი პროტესტანტული, რევოლუციურ-რომანტიკული შემოქმედება კი ერთ-ერთ ბრწყინვალე თავფურცლად დარჩა უახლეს ქართულ ლიტერატურაში.

ჭოლა ლომთათიძის პირველი მოთხრობები 1905 წლის რევოლუციის წინა წლებში გამოქვეყნდა („დავითი”, „ზღვა”, „აღსარება”, „სიცრუე”, „კვლავ ფიქრი, ფიქრი”). სიკეთის, სიყვარულის, ძმობისა და ერთობის ქადაგება და ბოროტების, სიძულვილის, ჩაგვრის გმობა უდევს საფუძლად ამ მოთხრობებს. თანადროული საზოგადოება მწერალს წარმოუდგება „ვეებერთელა საპყრობილედ”, რომლის წინააღმდეგ უკვე დაძრულა აზვირთებული ზღვის ტალღა. „ოჰ, დიდებულო ტალღავ, რა მიყვარხარ შენ! მოდი, სანატრელო!” – ამბობდა მწერალი, რომელიც კაცობრიობის სიყვარულის ჰუმანისტურ თვალსაზრისს მშრომელთა ბრძოლის, ჩაგვრისადმი სიძულვილის სულისკვეთებით მათი აღზრდის საქმეს უკავშირებდა. მას სწამდა, რომ „რამდენად მეტს ნერგავ ადამიანი გულში ზიზღს რაიმე საგნისადმი, იმდენად ძლიერი მქადაგებელი ხარ სიყვარულისა, ვინაიდან წარმოუდგენელია სიყვარული, თუ სიძულვილი არ შეგიძლია” („ტალღები”, „დასაფლავება”). ჭ. ლომთათიძე თავიდანვე აშკარად მიემხრო ახალგამოსულ მუშათა კლასს და მას მიუძღვნა თავისი შემოქმედება. “მოთმინებით ჩვენ ვერ დავიმკვიდრებთ ქვეყანას”, – უხსნიდა იგი მშრომელ ხალხს, – საჭიროა ბრძოლა. „თქვენ, ჩემო ძმებო, მეგობრებო, ცხოვრების ბუშნო, სულ ყველაფერი თქვენი უღლით გაკეთებულა. ციხე, დარბაზნი, ოქრო-ვერცხლი, პური და ღვინო თქვენი ძლიერი მარჯვენით გამზადებულა. ამის ნაცვლად კი თქვენი ცრემლები დიდ ოკეანედ გადაქცეულა… თქვენთვის, ჰაერო და ფილტვებო არსებობისა, თქვენთვის მიძღვნია ჩემი სული და ჩემი გული” (“მატლი”, „კვლავ ფიქრი, ფიქრი”).

1907 წელს გამოქვეყნდა ჭ. ლომთათიძის ნაწარმოები „სახრჩობელას წინაშე”, რომელშიც ჰუმანისტური სიყვარული ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი შერწყმულია რევოლუციურ სიძულვილთან და შეურიგებლობასთან სიკვდილისადმი, რომელსაც იმ დროს ცეცხლითა და მახვილით თესდა უკვე გამარჯვებული თვითმპყრობელობა. “ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა!”- კითხულობს უღრმესი ადამიანური განცდებით სავსე ამ მოთხრობის სიკვდილმისჯილი გმირი,- მაგრამ რაკი “ქვეყანაზე ორი მოპირდაპირე ძალა არსებობს, ორი მოსისხლე, დაუძინებელი მტერი: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი; ძლიერს ჰყავს ჯარი, კანონი, მღვდელი ჯვრით ხელში, პროკურორი. მე სუსტი ვარ და ამიტომ მახრჩობენ, გავძალდები – მაინც დამახრჩობენ”,- პასუხობს იგი. ადამიანური შიში სიკვდილისადმი ვერ ძლევს ხალხის ინტერესებისათვის თავდადებულ მებრძოლს. მან იცის, რომ “მხდალნი ვერ დაისაკუთრებენ ქვეყანას”. იგი ქედუხრელი კვდება, არ ნანობს, ბედს არ ემდურის: “ხელახლა თავიდან რომ დავიწყო სიცოცხლე…, ისევ აქ მოვალ…მე ვიცოცხლე ისე, როგორც მე მინდოდა და მესმოდა სიცოცხლე…ჩემი სიყვარულიც სრული იყო და სიძულვილიც…მე ერთი იმ ბედნიერთაგანი გახლავარ, რომელსაც მიმიღია რწმენა…, შემითვისებია ის და შემდეგ სხვებისთვის გადამიცია…და ამნაირად მეც გადამიბამს ახალი რგოლები იმ დიდი და მჭიდრო ჯაჭვისათვის, რომელსაც მუშათა პარტია ეწოდებაო…”

ჭოლა ლომთათიძე მოკრძალებით ამბობდა: “მე მწერალი როდი ვარ”, ჩემი ნაწერი პოემა მხატვრული ნაწარმოები როდია, “უბრალო წერილებია გამწარებული ადამიანისა”, რომელიც საპყრობილეში ვერ ეტევა და მსოფლიოს ყველა ნამდვილი ადამიანის სიყვარულით იწვისო. იგი ოცნებობდა “მთელს ქვეყნიერებას და მსოფლიოს “მოჰფენოდა მის მიერ არაერთგზის მგრძნობიარედ და გულწრფელად ნათქვამი სიტყვები:”მე ყველა ჩაგრული, ყველა ადამიანი მიყვარსო!” “მრავალრიცხოვან მიტინგებზე, გაშლილ ცის ქვეშ, მებრძოლი პროლეტარიატის დროშის ფრიალის ცქერით, მე სალამი მივეცი თავისუფლებას”, – ამაყად აცხადებდა მწერალი, -”ვსწერ რაც გადავიტანე, რაც ვიხილე, ვსწერ საპყრობილის სურათებს, რომელშიაც ხანდახან გამოერევა ციხის გადაღმელი სურათებიც, უამისობა შეუძლებელიაო”(“უსათაურო”,”საპყრობილეში”).ჭოლა ლომთათიძის რეალისტურ-რომანტიკული შემოქმედება, მართლაც, სიცოცხლის, თავისუფლების, სამართლიანობის მოყვარე ადამიანის ავტობიოგრაფიაა. მისი განცდები და შთაბეჭდილებანია მისი სევდა და სიხარული.

სოციალ-დემოკრატი მწერლებიდან გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ჭოლა ლომთათიძე, რომლის შემოქმედებაში კრიტიკულ რეალიზმთან შერწყმული სოციალისტური რეალიზმის ელემენტები იმპრესიონისტულ-ნეორომანტიკული ფორმით გვევლინება. მის ლირიკულ პროზას საფუძვლად უდევს პირადი განცდა და შთამბეჭდილება, რომელიც საზოგადოებრივი განწყობილებისა და იდეოლოგიის ნაწილია. დაუცხრომელი ოპტიმიზმით, რევოლუციური მასის გამარჯვების რწმენით და მისი დროებითი წარუმატებლობით გამოწვეული ფარული სევდითაა განმსჭვალული მწერლის ყოველი ფრაზა, ყოველი აზრი და განცდა. დიდმა ბუნებრივმა ნიჭმა და სინამდვილის ღრმა ფსიქოლოგიური განცდის უნარმა, იმპრესიონისტული და ნეორომანტიკულ-სიმბოლისტური პოეტიკის მიღწევათა გამოყენებამ შეაძლებინა ჭოლა ლომთათიძეს დაეძლია სოციალ-დემოკრატ პოეტთა ნატურალიზმი და შემოქმედებითად განევითარებინა ქართული კრიტიკული რეალიზმი. გადაჭარბებული ემოციურობის, მსოფლმხედველობრივი გაურკვევლობისა და კომპოზიციური უსწორმასწორობის მიუხედავად, რაც ყოველთვის როდია უცხო ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებისათვის, მისი პოეტური პროზა უახლესი ქართული ლიტერატურის ორიგინალური შენაძენია.

შემოქმედება:

პროზა:
- “უსათაუროდ”
- “უბის წიგნიდან”
- “თეთრი ღამე”
- “სახრჩობელის წინაშე”
- “ჰონორარი”
- “აღსარება” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

იროდიონ ევდოშვილი (1873 – 1916)


თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის გარიცხეს.
1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისში ჟურნალებში ”კვალი”, ”ივერია” და სხვ. ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები იბეჭდება. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა ”უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა”.
თავის ნაწარმოებებში ირ. ევდოშვილი აგვიწერს კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობას სოციალური უთანასწორობის გამო.

მისი ლექსები ”ქარიშხალი”, ”ჩვენება”, ”მეგობრებს”, “სიმღერა”, ”ჩემს მტერს”; თარგმანები ”მარსელიოზას” და სხვ. რევოლუციური სულისკვეთებისაა.
იროდიონ ევდოშვილის პოემა ”მუშა და მუზა” მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს.
მისი პოეზია მოზარდ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნერგავს.
ირ. ევდოშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი სინამდვილის კრიტიკულ ასახვას არ დასჯერდა და მისი გარდაქმნისათვის საუკეთესო ბრძოლის გზებსაც ეძებდა.
მან ქართული რევოლუციური დემოკრატიის მწერლობის სკოლა შექმნა და დიდი გავლენა მოახდინა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდა მწერლებზე.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ყორნის ბრალია”
- “ურმული”
- “უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯილისა”
- “თვით ჩემი მუზაც”
- “სიმღერა ტუსაღისა”
- “სიმღერა ასოთმწყობისა”
- “სიმღერა”
- “რას შესცქერ ძმაო”
- “რა ვიტაძარო?”
- “პირსისხლიანო ყორანო”
- “ნატვრა”
- “მხოლოდ ნაღველი სამუდამოა”
- “მუზა და მუშა”
- “მოღლილს”
- “მეზვრის ღიღინი”
- “მეტეხის ციხე”
- “მეგობრებს”
- “ურმული”
- “მჭედელი პეტრე”
- “ლამაზმა ქალმა”
- “ქარიშხალი”
- “ია”
- “გლეხის ფიქრები”
- “გაზაფხული”
- “გავჩუმდე”
- “განთიადია”
- “ნატვრა”
- “გამომშვიდობება გადასახლებულისა”
- “დღიურს”
- “ციხეში”
- “ჩონგურზე”
- “ჩონგურს”
- “ჩამოწყვეტილი ფოთოლი”
- “ახალი წელი”
- “ამონაკვნესი”
- “ადამიანი”

პროზა:

მოთხრობები:
- “უბედური ქორბუდა”
- “შადრევანი”
- “ორი ობოლი”
- “მწყემსი გაგნა”
- “მოვიტანე”
- “კაკანათი”
- “გველების ყორე”
- “ციხეში”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

იაკობ გოგებაშვილი (1840 – 1912)


იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია:
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

შემოქმედება:
გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.

შემოქმედება:

პროზა:
- “ასპინძის ომი”
- “ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”
- “იავნანამ რა ჰქმნა?”
- “ცოტნე დადიანი”
- “ცხრა ძმანი ხერხეულიძენი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , | Leave a comment

ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907)


ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ბიოგრაფია:
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

განათლება:
თბილისი 1848-1856 წლები
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილია გიმნაზიაში, 1848 წ.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის – “თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

შემოქმედება:

1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნე|XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა “ქართვლის დედა”. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.

ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.

სამშობლოში მოღვაწეობა:
ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

„ივერია“:

1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.

1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“, 1889; „ქვათა ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.


ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: „…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…“ („პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის საფუძვლები“ (1888).

ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.

ეროვნული მოძრაობა:

მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.

მკვლელობა:

1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

მემკვიდრეობა:
ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “1871 წელი”
- “ხმა გულისა”
- “ვაი მას”
- “უსულდგმულო ცხოვრება”
- “უცხოეთში”
- “სანთელი”
- “პოეტი”
- “ოჰ სად არიან”
- “ნანა”
- “მუშა”
- “მტკვრის პირას”
- “მესმის მესმის”
- “მცუხარება”
- “მაშინ დასვსკტბები”
- “მას აქეთ”
- “ლოცვა”
- “ყვარლის მთებს”
- “კბმ”
- “ქართვლის დედას”
- “იანიჩარი”
- “გუთნის დედა”
- “გაზაფხული”
- “ღამე”
- “გ. აბხ…”
- “ელეგია”
- “დაკარგული ედემი”
- “დაე თუნდ მოვკვდე”
- “დაბნელდა სული”
- “ციური ხმები”
- “ჩემო კარგო ქვეყანავ”
- “ჩემო კალამო”
- “ბაზალეთის ტბა”
- “ალექსანდრე ჭავჭავაძე”
- “ალაზანს”

პოემები:
- “აჩრდილი”
- “განდეგილი”
- “კაკო ყაჩაღი”
- “კართვლის დედა”
- “მეფე დიმიტრი”

პროზა:
მოთხრობები:
- “გლახის ნაამბობი”
- “კაცია ადამიანი”
- “მგზავრის წერილები”
- “ოთარაანთ ქვრივი”
- “სარჩობელაზედ”

სპეციალური თხოვნა იყო ამ ლექსზე გვანცასგან:
რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა
ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.

მერე ვუთხარი: – პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?

მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– შენი მტერი!.. პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.

მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.

მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.

მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, -
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.

მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.

მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!

მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.

მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.

მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.

მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.

მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.

მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.

მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ…
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..

მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობით.

მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.

მერე, როცა… – კიდევ როცა!.. -
აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
– შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.

24 აგვისტო, 1871 წ. Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , | 3 Comments

აქვსენტი ცაგარელი (1857 – 1902)


ავქსენტი ცაგარელი ანტონის ძე (დ. 9 თებერვალი, 1857, სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია – გ. 12 აგვისტო, 1902, თბილისი, რუსეთის იმპერია) ქართველი დრამატურგი და მსახიობი. აქვსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელლად ითვლება. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმის შემოჭრით სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა – კომედია “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. კომედიაში “ხანუმა” (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა

შემოქმედება:

პროზა:
პიესები:
- “ხანუმა”
- “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”

მემუარი:
- “მოგონებანი”

პოეზია:
ლექსი:
- “ყარაჩუღელი ლოთი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , | Leave a comment

გიორგი წერეთელი (1842-1900)


მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური.

1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1861 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ცარიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო მცირე ხნით დააპატიმრეს კიდეც.

1863 წელს გიორგი წერეთელი საქათველოში დაბრუნდა. მან დიდი როლი შეასრულა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1866 წელს დააარსა პოლიტიკურ – ლიტერატურული გაზეთი “დროება”, რომელსაც 1869 წლამდე თავადვე რედაქტორობდა. 1868 წელს გამოსცა “სასოფლო გაზეთი”, 1871-73 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “კრებულს”. თანამშრომლობდა გაზეთ “ტიფლისსკი ვესტნიკში”, ასევე რედაქტორობდა გაზეთ “კვალს”. აქტიურად თანამშრომლობდა ყველა ჟურნალ-გაზეთში, რომელიც იმხანად თბილისში გამოდიოდა.

წერეთლის პუბლიცისტურ სტატიებში და მხატვრულ შემოქმედებაში რეალისტურად აისახა მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობის, ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალი ქართული საზოგადოების თავისებურებანი.

წერეთელი იყო “თერგდალეულთა” ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძესთან და სერგი მესხთან ერთად. მან ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყნის ახალი პერიოდის ისტორიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურის განვითარების პერიოდიზაცია, სამ ეტაპად დაყო და მათ დასები უწოდა. წერეთლის მიხედვით, პირველი დასი ეწოდება საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მიმდინარეობას და იგი იყო “ღუმანიტარულ-ლიტერატურული მიმართულებისა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით”, მეორე დასი – პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა, რომელიც შემოკრებილი იყო “დროება” – “კრებულის” გარშემო, ხოლო მესამე დასის მოღვაწეობას იწყებდენ გაზეთ “კვალის” გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა მარქსისტები.

წერეთელი თავისი გაზეთების საშუალებით აქტიურად ეხმიანებოდა ეროვნების შემოღების, ხოლო 1876 წლიდან ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას. წერეთელს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის

პანთეონში.

შემოქმედება:

პროზა:
- “მამიდა ასმათი”
- “პირველი ნაბიჯი”
- “რუხი მგელი”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ალექსანდრე ყაზბეგი (1848 – 1893)


ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (დ. 2 იანვარი/20 იანვარი, 1848, სტეფანწმინდა — გ. 19 დეკემბერი/22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია სტეფანწმინდაში), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია:
ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონში. 1863-იდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში “ნამწყემსარის მოგონებანი”, 1883). 1879-იდან თბილისში ცხოვრობდა.

შემოქმედება:
თბილისში დაბრუნებული ალ. ყაზბეგი თეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი გახლდათ (ორიგინალური პიესები – “ერთი უბედურთაგანი”, 1879, დაიდგა 1880; “არსენა”, დაიდგა 1882; “წამება ქეთევან დედოფლისა”, დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული – “დილა ქორწილის შემდეგ”, 1882; “ცხოვრების თანამგზავრი”, 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა “ციცკა” 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ “დროებასა” და ი. ჭავჭავაძის “ივერიაში”. 1881 “დროებაში” დაიბეჭდა “ელგუჯა”, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები “ელისო”, “მამის მკვლელი” (ორივე 1882), “ციკო” (1883), “განკიცხული”, “ხევისბერი გოჩა” (ორივე 1884), “მოძღვარი” (1885) და სხვა. 1886—1887 მძიმედ დაავადდა, 1890-იდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.

ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი “სამოციანელების” ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა “ელგუჯასა” და “მამის მკვლელში”, “მოძღვარსა” და “ხევისბერ გოჩაში”. მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).

ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ – გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა “ელისო”, რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა.

ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია – მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ “ელგუჯას” პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო (“ელგუჯა”, “მამის მკვლელი”, “ხევისბერი გოჩა”).

ყაზბეგის თვალთახედვა არ შეჩერებულა მხოლოდ ხევის ცხოვრებაზე. ბურჟუაზიული წყობის და მორალის მომძლავრება განსაკუთრებით ჩანს ქალაქური ცხოვრების ფონზე, როცა ადამიანთა ურთიერთობას წარმართავს ეგოისტური ზრახვა (“განკიცხული”). ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება – უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც (“ხევისბერი გოჩა”, “წამება ქეთევან დედოფლისა”). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები (“ცხოვრების ჩარხი”, “შიოლა ღუდუშაური”), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.

შემოქმედება:

პროზა:
- “ელგუჯა”
- “ელისო”
- “მამის მკვლელი”
- “მოძღვარი”
- “ნამწყემსარის მოგონებანი”
- “ხევის ბერი გოჩა”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

ლავრენტი არდაზიანი (1815 – 1870)

ლავრენტი პეტრეს ძე არდაზიანი (დ. 1815, თბილისი ― გ. 1 იანვარი/13 იანვარი, 1870, იქვე), ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია:
არდაზიანის მამა, დეკანოზი პეტრე, და დედა, სოფიო, განათლებული და ქართლი მწერლობის მოყვარული პირები იყვნენ. არდაზიანმა დაამტავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837). 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, “ამიერკავკასიის პრიკაზში”, გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა.

სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის “ჰამლეტის” პროზაული თარგმანით (“ცისკარი, 1858″) და მალე “ცისკრის” წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი “ფულები” – “ცისკარი”, 1859), ხოლო ცნობილ რომანში “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (“ცისკარი”, 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება ტავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის – მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში “მორჩილი” (“ცისკარი”,1862).

იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: «Белый обзор 12 книжек журнала “Заря”. С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა» (“ცისკარი”, 1859), “პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე” (“ცისკარი”, 1859), “ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა” (“ცისკარი”, 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღბა ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში “მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ” (“ცისკარი”, 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, “ცრუგანათლებულნი”. არდაზიანის ფსევდონიმების “ბიძია თონიკე”, “ალექსი ელბაკიძე”.

შემოქმედება:

პროზა:
- “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment