Tag Archives: პროზა

რა არის ner.ge – ?

ner.ge – ქართული ლიტერატურის დიდი უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკაა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ქართული ლიტერატურის შედევრები … საიტი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: პროზა და პოეზია საიტზე ცნობილი მწერლების გარდა საშუალება გეძლევათ იხილოთ ახალბედა მწერლების ნამუშევრები (ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოგვიგზავნოს მეილზე gugakvelashvili@yahoo.com – … Continue reading

Posted in სიახლეები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | Leave a comment

გიგა ბერიაშვილი (1994)


გიგა ბერიაშვილი ახალბედა ქართველი მწერალი, არაერთი ნოველის თუ ლექსის ავტორია. მისი ნაწარმოებები, პესიმიზმით, ოპტიმიზმით, ცინიზმით უხვადაა გაჯერებული. იგი დაიბადა 1994 წლის 29 მაისს ქალაქ სიღნაღში. მისი ლიტერატურული ცდები ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

შემოქმედება:

პროზა:

- “მე დედამიწის მოქალაქე ვარ”
- “აღდგომა”
- “და მეც მოვკვდები “
- “დაკარგული შვილები”
- “ეგზორციზმი”
- “მე ვარ იუდა და მე ვარ პეტრე!”
- “ნუ მიმატოვებთ”
- “შემინდეთ ცოდვანი ჩემნი “
- “ავუშვათ ფრანი”
- “David Dephy”
- “როცა ღამდება სული გამოდის ბნელ დილეგიდან…”
- “უკანასკნელი სასმისიც შევსვი…” Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , | Leave a comment

გიორგი ქასრაშვილი (1988)


პიესის ავტორი გიორგი ქასრაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1988 წლის 15 ნოემბერს. პროფესიით მწერალი. მას გამოშვებული აქვს ნოველების კრებული… ასევე აქვს ლექსების კრებული, რომლის გამოშვებაც ახლო მომავალში იგეგმება. აგრეთვე მუშაობს ფილმის სცენარებზე და მისი სლოგანია: “როცა ხელოვნებას დააფასებენ, დამიძახეთ…”
გთხოვთ, რომ გაეცნოთ მის შემოქმედებას, პიესას “22 ივლისს” და დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარის სახით ან მოგვწერეთ მეილზე Gugakvelashvili@yahoo.com და ჩვენ აუცილებლად გადავცემთ ავტორს :) ) თქვენი აზრი მას წაადგება მომავალში დახვეწოს, ან მიიღოს მოტივაცია შემდეგი ნამუშევრებისათვის…

შემოქმედება:

პროზა:

- “22 ივლისი”
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

ირაკლი ღარიბაშვილი (1994)


ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში მაცხოვრებელი ახალგაზრდა დამწყები მწერალი…
შემოქმედება:

პროზა:

- “დიდება ვერხვთა”
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

ნათია როსტიაშვილი

ნათია როსტიაშვილის შესახებ (წერს თვითონ ნათია)

ამბობენ, ჟურნალისტს სქესი არ აქვსო. რაც თავი მახსოვს, ორი ვარ: ქალი და ჟურნალისტი.
…კიკინებიანი (არ მიჭერდა) გოგონა ვიყავი. ბიჭებს არ (ვერ) ვცემდი და არ (ვერ) ვემეგობრებოდი. ყველაზე ტკბილად ჩემი ბავშვობის გაზაფხულები მახსენდება, როცა რეიტუზიდან გეტრებზე გადასვლის სეზონი დგებოდა. დავდიოდი ცეკვაზე (როგორც ყველა), მუსიკაზე (როგორც ყველა) და მხატვრულ კითხვაზე, სადაც ჩემდა გასაკვირად (დღემდე მიკვირს) კი არ ვკითხულობდით, ვწერდით. მეუბნებოდნენ, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა და აუცილებლად მწერალი ან ჟურნალისტი უნდა გამოვსულიყავი.
მეც ასე ვფიქრობდი. თუმცა ქორეოგრაფი დაჟინებით მთხოვდა, ცეკვას გაჰყევიო. რაც შეეხება მუსიკის მასწავლებელს, ის კიდევ უფრო მეტი დაჟინებით მ(ოი)თხოვდა, წერე, იცეკვე, რაც გინდა ქენი, ოღონდ მუსიკას შეეშვიო… გულში, რაღა დაგიმალოთ და, მოდელობაც მწადდა.
-მოდელი და ჟურნალისტი? ორივე? აჰ, არა, ბაბუ. ქალი ან ლამაზი უნდა იყოს, ან ჭკვიანი. – გადამიწურა იმედი ბაბუამ. თუმცა რა იცოდა, მისი ოცნება უფრო უიმედო იყო… – მუზიკანტი უნდა გამოხვიდე, ბაბუ, შენ…
შევყევი მოგონებებს… არადა ალბათ იქიდან უნდა დამეწყო. რომ 11 წელია ჟურნალისტი ვარ, რომ “სიბერეში” მოდელობის სურვილიც ავისრულე, მაგრამ პოდიუმზე გამოსვლისას გონებაში რესპონდენტთან შეხვედრას ვგეგმავდი, სიარულს კი რესპოდენტთან მიმავალი ვხვეწდი. ჩემთან (როგორც მოდელთან) ინტერვიუზე მოსულ Kურნალისტს, თითქმის ყოველთვის იმას ვუმტკიცებდი, რომ მოდელები სულაც არ არიან სულელები, ხოლო როცა მე მივდიოდი მოდელის ჩასაწერად, ჩემს რესპოდენტს სიტყვას გადავუკრავდი ხოლმე (თითქმის ყოველთვის), რომ “მოდელებს, არცთუ ისე ჭკვიან ქალთა კატეგორიას მიაკუთვნებენ…” მოკლედ, გავიხლიჩე. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ისევ მთლიანი ვარ. ვაკეთებ საყვარელ საქმეს (ურომლისოდაც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია), ვზრდი პატარა გიორგის (ურომლისოდაც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია) და ვარ ქალი, ურომლისოდაც (იმედი მაქვს) ჩემთვის საყვარელი მამაკაცის ცხოვრება წარმოუდგენელია…

შემოქმედება:

პროზა:

- “შენ ქვის მთლელი ხარ”
- “ტახტისუკანა ჩანაწერები”
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

გელა დოლიძე (1960)


გელა დოლიძე დაიბადა 1960 წელს ქალაქ თბილიში, იგი გახლავთ დაოჯახებული. მას გააჩნია რამოდენიმე საავტორო პროექტი და მრავალ პროექტში მიუღია მონაწილეობა
წაიკითხეთ ვრცლად…

განათლება:
პოლიტექნიკური ტექნიკუმი, არქ-სამშენებლო ფაკ. 1976 წ.
პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტურის ფაკ. 1981 წ.

სამუშაო გამოცდილება:
1981-1995 წ. საპროექტო ინსტიტუტი “კომუნმშენპროექტი” პროექტის მთავარი არქიტექტორი.
1992-1994 წ. მრავალდარგოვანი ფირმა “ნეიტრალი” დირექტორის მოადგილე.
1994-1996 წ. 134-ე საშ. სკოლა. ხელოვნების ისტორიის პედაგოგი.
1996-2006 წ. ფირმა “ტრანსექსპრესი”. ოპერატორი.
2006-2008 წ. ფირმა “ჰაუსარტი” არქიტექტორი.
2008-დღემდე კერძო პრაქტიკა არქიტექტურაში.

.

შემოქმედება:
ბატონი გელა თავის მოთხრობა “ბედნიერი ვარსკვლავის რაინდებს” უძღვნის ძველ მეომრებს: მიშა ნოზაძეს, მიშა ოქრომჭედლიშვილს, და კოლია დოლიძეს.

პროზა:
მოთხრობა:
- “ბედნიერი ვარსკვლავის რაინდები”
- “საყვარელი დეიდა ნატო”

P.S.
ავტორი მომავლისთვის კიდევ გვპირდება სხვა ნამუშევრებსაც… Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , | Leave a comment

ეკატერინე გაბაშვილი (1851 – 1938)


ეკატერინე გაბაშვილი (ქალიშვილობაში — თარხნიშვილი), ეკატერინე რევაზის ასული (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი, დაკრძალულია თბილისში), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი ნაწარმოები „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“ გამოაქვეყნა 1870 წელს „დროებაში“. ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, სურათი. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი „სამოციანელების“, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა.

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- ”სამშობლო ხევსურისამ” რა ჰქმნა”
- “ბაიარახტარი”
- “მშიერაძის ოჯახი”
- “თინას ლეკური”
- “უსინათლო ლექსო”
- “ღვინია გადაიჩეხა”
- “მაგდანას ლურჯა”
- “როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს”
- “გამარჯვებული ნიკო”
- “ორ-ენა და ქუჩე”
- “სურათი”
- “კონა”
- “რომანი დიდ-ხევაში”
- “ხატაური ჩემია!” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , | Leave a comment

ეგნატე ნინოშვილი (1859 – 1894)


ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი სახელი ეგნატე თომას ძე ინგოროყვა), (დ. 17 თებერვალი, 1859, სოფელი ყელა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 მაისი, 1894, სოფ. ჩიქვეთი, ახლანდელი სოფ. არჩეული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), XIX საუკუნის ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია:
განათლება:
ეგნატეს მამა, თომა, საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც – ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7- 8 წლის ეგნატეს ანბანი.

1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.

1871-1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელშია და სწავლობს სოფლის სკოლაში. სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებულია სკოლას მოწყდეს და მწყემსობას მიჰყოს ხელი, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლას მაინც არ ანებებს თავს. იგი ემზადება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად, რასაც 1876 წლის თებერვალში ახერხებს კიდეც.

სასულიერო სასწავლებელში ეგნატე მოსამზადებელი კლასის მეორე განყოფილებაში მიიღეს. ერთ თვეში იგი მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო წლის ბოლოს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეორე კლასში ჩარიცხეს.

სასწავლებლის ზედამხედველი იყო თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული რეჟიმის ერთგული მსახური დეკანოზი სვიმონ ქიქოძე. მან, პირადი ანგარების მიზნით, სასწავლებელი საკუთარ სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან სასწავლებლის ბინის ქირა აეღო. დეკანოზი მოსწავლეებს თავის საკუთარ ბაღში მუქთად ამუშავებდა, ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში, რომლებიიც რამდენადმე მაინც იცნობდნენ 70-იანი წლების რუსულ ნაროდნიკულ მოძრაობას და პარიზის კომუნის ამბებს.

იმ ხანებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თბილისიდან ინსპექტორად მიავლინეს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე. იგი სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც გატაცებული იყო რუსული პროგრესული ლიტერატურით. ლიაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ დროებაში. ახალგაზრდა ინსპექტორმა მალე აუღო ალღო სასწავლებელში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და სცადა მისი გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დეკანოზმა შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სწავლის პირობების გაუმჯობესება. სასწავლებლის ადამინისტრაციამ გაფიცვის ერთ-ერთი ინიციატორი, III კლასის მოსწავლე ეგნატე ინგოროყვა, 1878 წლის სექტემბერში სასწავლებლიდან «მგლის ბილეთით» გარიცხა.

ამის შემდეგ იწყება ახალგაზრდა ეგნატეს დაუცხრომელი ბრძოლა ცხოვრების დამოუკიდებელი გზის გაკაფვისათვის, საარსებო საშუალებათა გამონახვისათვის, სწავლა-განათლების მიღებისათვის. ეგნატემ რამდენჯერმე სცადა სასწავლებელში დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. იგი იმედს მაინც არ კარგავს: 1878 წლის შემოდგომას და ზამთარს ოზურგეთში ატარებს მეგობარ შეგირდებთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და სხვებთან ერთად, კლასგარეშედ მეცადინეობს და საექსტერნო გამოცდებისათვის ემზადება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ეგნატე იღებს მასწავლებლის მოწმობას და 1879 წელს ინიშნება ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად.

მუშაობა:
მასწავლებლად ეგნატე ნინოშვილმა 1882 წლამდე იმუშავა. მისთვის აუტანელი ხდებოდა სოფელში მუშაობა. უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებისათვის ქალაქში წასვლის სურვილი აიძულებს მას, თავი დაანებოს მასწავლებლობას და მუშაობა დაიწყოს ბათუმის რკინიგზაში. 1882 – 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობს სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში იწყებს მუშაობას ასოთამწყობად. ხელფასი აქაც იმდენად მცირე აქვს, რომ სასმელ-საჭმელზეც არა ყოფნის. მალე თავს ანებებს ამ სამუშაოსაც და კვლავ გურიაში მიემგზავრება. 1885 წელს სოფლად ატარებს. წუხს, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელია. 1886 წელს იგი მუშაობას იწყებს სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წელს, ამხანაგების ფულადი დახმარებით მიემგზავრება საფრანგეთში, ქ. მონპელიეში.

საფრანგეთში ცხოვრების დროს ეგნატეს ისე გაჭირვებია, რომ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ქუჩის დამგველადაც კი უმუშავია. მონპელიეში ეგნატე 1887 წ. მარტამდე დარჩენილა, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნებულა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ეგნატე ერთი თვის შემდეგ თავად გრიგოლ გურიელთან იწყებს მუშაობას, ეცნობა მის მდიდარ ბიბლიოთეკას, ხარბად ეწაფება წიგნებს, ამ დროს იგი თანამშრომლობს ივერიაში, ბეჭდავს ფელეტონებსა და წერილებს.

1888 წლის ნოემბერში ეგნატე კვლავ თავის სახლშია, უმუშევარი.ამ დროს იწყება ეგნატე ნინოშვილის შემოქმედების ყველაზე ინტენსიური პერიოდი. იგი მუშაობს ისტორიულ რომანზე – ჯანყი გურიაში, რომელიც, ავტორის ცნობით, 1889 წ. მაისის დასასრულამდე იწერებოდა.

1889 წ. ოქტომბერში ეგნატე კვლავ მიდის სამუშაოს საძებრად ბათუმში და ათი დღის განმავლობაში ნავსადგურში მუშაობს დღეში ათ შაურად. 1889 წ. ოქტომბრის დამლევიდან 1890 წლამდე იგი როტშილდის ქარხანაშია, კვლავ მძიმე სამუშაოზე, მტვირთავ მუშად.

1891 წელს ეგნატე შედის «საფილოქსერო დასში», რომელიც კავკასიის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა. დასთან ერთად შემოიარა მან ჩრდილოეთ კავკასია. ამ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად მის წერილებს დაღესტნიდან. იმავე წლის ოქტომბრის დამლევს ეგნატე თავს ანებებს «საფილოქსერო დასს», მის ხელმძღვანელ ტიმოფეევთან უთანხმოების გამო.

1892 წლის დასაწყისს ეკუთვნის ეგნატეს სევდიანი რომანი ნადასი კალანადაძესთან, რომელიც მას სოფელ ხიდისთავში, მეგობრის ოჯახში საახალწლოდ სტუმრად მისულს, გაუცვნია. გარეგნულად მომხიბვლელს, განათლებულს, ბუნებით კეთილსა და თავაზიან ქალიშვილს იმდენად დაუპყრია ეგნატეს გული, რომ მისთვის ჩვეული წონასწორობა დაუკარგვინებია. ეგნატეს ნადასისათვის მიუწერია ბარათი, რომლითაც სიყვარულში თანაგრძნობა უთხოვია. მაგრამ ქალს პირობა სხვისთვის ჰქონია მიცემული. თუ რა დიდი სულიერი ტრავმა განიცადა ეგნატემ თავის პირველი და უკანასკნელი სიყვარულის გაცრუებით, ჩანს მის მიერ ნადასისადმი გაგზავნილ მეორე ბარათში, რომელიც ავტორის თხოვნის საწინააღმდეგოდ, ქალს არ დაუხევია, ფაქიზად შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიოგრაფის, პ. გელეიშვილისათვის, გადაუცია. აღნიშნულ წერილში ეგნატე, ერთი შეხედვით თითქოს კმაყოფილიცაა იმით, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს ასცდა მისი ტანჯული ცხოვრების თანამოზიარობის მძიმე ხვედრი, მაგრამ წერილში ჩაქსოვილი ღრმა სევდა გვაგრძნობინებს ეგნატეს დიდ გულისტკივილსა და განცდას, რომ იგი ამქვეყნად ბედნიერებისათვის არ დაბადებულა.

ცხოვრების უკანასკნელი წლები:

ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი არჩეულში

1890 წელს ეგნატე ყვირილაში (ზესტაფონი) მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში მძიმე და მომქანცველ სამუშაოზე. ეგნატე ჭლექით დაავადდება. 1890-1891 წლებში შექმნა ,,სიმონა“, ,,უცნაური სენი“, ,,პალიასტომის ტბა“, ,,არშიყნი“, ,,ქრისტინე“. ამავე პერიოდში ეგნატე აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.

1892 წლის დასაწყისში იგი ბათუმშია, ნავთის ქარხანაში, უფროს მუშად. მალე, იმავე წლის გაზაფხულზე, მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში, სადაც რჩება აგვისტომდე. ამ დროს ის თავს ანებებს გომის კანტორაში მუშაობას და თავის სოფელში მიემგზავრება, სადაც სექტემბრის ბოლომდე რჩება. 1 ნოემბერს იგი თბილისში ჩადის და მცირე ხნით ზაქარია ჭიჭინაძის ბინაში ცხოვრობს.

1892 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით ყვირილაში მოეწყო კონფერენცია, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდობის არალეგალური კრებები. იგი გადაჭრით ებრძოდა ნაროდნიკობას, თუმცა, თავდაპირველად, განიცდიდა მის გავლენას. ნინოშვილი ამ პერიოდში რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო.

1893 წლის იანვრიდან აპრილამდე ეგნატე ცხოვრობს ბინაში, რომელიც მას, ჭლექისაგან ძალზე დასუსტებულს, მისმა მეგობრებმა დაუქირავეს. სწავლობს გერმანულ ენას, ამთავრებს მოთხრობას პარტახი და იწყებს ჩვენი ქვეყნის რაინდის გადამუშავებას. ჩქარობს, თითქოს წინასწარ გრძნობს სიცოცხლის დასასრულის მოახლოებას, თბილისიდან ბათუმს მიემგზვრება, ხოლო შემდეგ ისევ თავის სოფელშია, სადაც სენმა საბოლოოდ მიაჯაჭვა იგი სარეცელს.

ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს ”მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.

შემოქმედება:
ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 – 1894) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.
ნაწარმოებები:
ეგნატე ნინოშვილის მთავარი ნაწარმოებებია:
განკარგულება
გოგია უიშვილი
მოსე მწერალი
პალიასტომის ტბა
პარტახი
ქრისტინე
ჩვენი ქვეყნის რაინდი
ჯანყი გურიაში
ცოლი და ქმარი
სოფლის გმირები
სიმონა
უცნაური სენი
არშიყნი

მხატვრული სტილი:
თითქმის ყველა მოთხრობაში ნინოშვილმა ასახა თავისი თანამედროვეობა, ის სოციალური ვითარება, რომელიც ქართულ სოფელში შეიქმნა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ პერიოდში გასული საუკუნის 80–90-იან წლებში. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების პერსონაჟები, სინამდვილიდან აღებული ცოცხალი ადამიანები არიან. თითქმის ყველა პერსონაჟს მოეპოვება თავისი პირველსახე, რომელთა უმრავლესობასაც, მწერლის თანამედროვეთა გადმოცემით, ავტორი პირადად იცნობდა. მაგალითად, გოგია უიშვილი, ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ყოფილა ეგნატეს მეზობელი გლეხი გოგია ხუხუნაიშვილი. იგი მთავრობის მოხელეებს უკანონოდ დაუსჯიათ, გაუმათრახებიათ და თვითმკვლელობამდე მიუყვანიათ.

ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მხატვრულ ხერხების გამოყენება, რომელსაც მწერალი მიმართავს ნაწარმოების შთამბეჭდაობის გასაძლიერებლად. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ბუნების მოვლენათა ნინოშვილისეული ხატვა. ბუნება, ნინოშვილის მიხედვით, ზოგჯერ ჰარმონიაშია ადამიანის სულიერ განწყობილებებთან, ზოგჯერ კი – მისდამი ცივია და გულგრილი. მაგ. თვითმკვლელობის სცენა მოთხრობა «პარტახიდან» გამძაფრებულია ზაფხულის ღამის ძლიერი წვიმითა და მეხის გრიალით.

საინტერესოა მეორე მხატვრული ხერხიც, რომელსაც ნინოშვილი ხშირად იყენებს თავის მოთხრობებში. ავტორი აღგვიწერს ამბავს, რასაც ნაწარმოების გმირი სჩადის, მაგრამ თან დასძენს: «ხალხი კი სულ სხვას ამბობდაო». ხალხში მითქმა-მოთქმით გავრცელებული ხმა საწინააღმდეგოა სინამდვილისა. ამ ხერხის გამოყენებით მწერალი აძლიერებს ტრაგიკულ სიტუაციას, რომელშიაც მოქცეულია მოთხრობის პერსონაჟი.

ე. ნინოშვილი ხშირად იყენებს სიზმრებს, როგორც მხატვრულ ხერხს. ამის მაგალითს ვხედავთ «ჩვენი ქვეყნის რაინდში», «ქრისტინეში», «მოსე მწერალში», «განკარგულებაში», «ცოლსა და ქმარში», «პარტახში», «სოფლის გმირებში» და რომანში – »ჯანყი გურიაში». ნინოშვილის ნაწარმოებებში სიზმარი არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი უბედურებისა თუ ბედნიერების უცილობელ წინაგრძნობას. ავტორი იყენებს სიზმარს ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის გასაძლიერებლად, გმირის შინაგანი სულიერი ღელვის გადმოსაცემად.

ნინოშვილის მიერ დახატული თითქმის ყველა პერსონაჟი ატარებს შერქმეულ გვარს, რომელიც პერსონაჟის თვისებას ან ხასიათს გამოხატავს: ძალაძე, უიშვილი, მუნჯაძე, მკლავაძე, დროიძე, ტყისპირელიძე, უქმაძე, ძველისენიძე, ხელმოკლიძე და სხვა.

ყველა ეს ხერხი ნინოშვილს მაღალი ოსტატობით აქვს გამოყენებული, მათი შემწეობით იგი აღწევს ტრაგიკული სიტუაციების სრულყოფას, ხასიათების გამოკვეთას, მათი სულიერი მღელვარების, მათი ტკივილების მძაფრად დახატვას. მაგრამ აღნიშნული ხერხების ხშირ გამოყენებას ზოგჯერ ერთფეროვნების ელფერი შეაქვს მწერლის მთლიან მხატვრულ შემოქმედებაში.

ნინოშვილის ენა ხალხური სასაუბრო ენაა. მწერალი არ მიმართავს მხატვრული მეტყველების შელამაზებას. მწერალი თავის პერსონაჟებს გურულ კილოზე ალაპარაკებს, უხვად იყენებს მდიდარ ფოლკლორულ მასალას: ანდაზებს, მოსწრებულ თქმებს, ლეგენდებს, ლექსებსა და სიმღერებს, რითაც ნაწარმოებს მეტ სოციალურ სიღრმეს აძლევს და მხატვრულად საინტერესოს ხდის.

გამოცემები:
ეგნატე ნინოშვილის თხზულებების უმრავლესობა იბეჭდებოდა გაზეთ ივერიაში, ასევე სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: კვალი, მოამბე , თეატრი და სხვ.

ცალკე წიგნად გამოიცა მისი მოთხრობები: “სიმონა” და “ქრისტინე” (1892).

1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, 1920 – სამტომეული, 1925 – თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული.

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- “პარტახი”
- “პალიასტომის ტბა”
- “მოსე მწერალი”
- “ქრისტინე”
- “გოგია უიშვილი”
- “განკარგულება”
- “ჩვენი ქვეყნის რაინდი”
- “სიმონა”

რომანი:
- “ჯანყი გურიაში” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

გურამ რჩეულიშვილი (1934 – 1960)


გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი ― გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია:
გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(თსუ) ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე.მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი”, “სათაგური”, “სიყვარული მარტის თვეში”, “ნელი ტანგო”, “თვირთვილა”, “უსახელო უფლისციხელი” და “სიკვდილი მთაში”. მოთხრობათა პირველი კრებული “სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: “მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ” და ,,აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ.” მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – “ალავერდობა”, “უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გ. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას… იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- “მუნჯი ახმედი და სიცოცხლე”
- “ნელი ტანგო”
- “ცქიტო და სელიოდკა”
- “ალავერდობა”
- “უსახელო უფლისციხელი”
- “მატარებელი სტეპში”
- “ირინა და მე”
- “ნადირობა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , | Leave a comment

გურამ დოჩანაშვილი (1939)


გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველო) – ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი, ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.”

ბიოგრაფია:
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში.

მამა — პეტრე დოჩანაშვილი (ექიმი), დედა — გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა — სილოვან ემხვარი ( აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“.

1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.

განათლება:
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროფესიული გამოცდილება:
1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.

1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე.

მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში.

1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია.

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- “ორნი აქა – იქ”
- “თავფარავნელი ჭაბუკი”
- “მიხეილი და ალექსანდრე”
- “ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები”
- “იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი”
- “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”
- “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

რომანი:
- “სამოსელი პირველი” Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , , , , , , | Leave a comment

გრიგოლ აბაშიძე (1914 – 1994)


გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 19 ივლისი/1 აგვისტო, 1914, სოფ. ზედა რგანი, ჭიათურის რაიონი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი), ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.

ბიოგრაფია:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა – “სამხრეთის საზღვარზე” (1949), “ლენინი სამგორში” (1950, ორივე ციკლოსთვის – სახელმწიფო პრემია, 1951), “თუნდ დავიარო მთელი სამყარო” (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.

აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში (“მტრები”, 1941; “გაზაფხული”, 1945; “მას დიდება”, 1944; “ძლევამოსილი”, 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით (“გიორგი VI”, 1942; “ძლევის ქედი”, 1943; “ზარზმის ზმანება”, 1946; “ციხის ლეგენდა”). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები “ლაშარელა” (1957), “დიდი ღამე” (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები “ქვევრი” (1961 – სათაურით “შემოღამება ქვევრში”), “ცხოვრება წინ არი” (1964) და რომანი “ყორნალი” (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა “მოგზაურობა სამ დროში” (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და “საპატიო ნიშნის” ორდენები. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს VIII-IX მოწვევის დეპუტატი. იყო ჟურნალ “ნიანგის”, “დროშისა” და “მნათობის” რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან – თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი.

დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება:

პროზა:
რომანები:
- “ლაშარელა”
- “ცოტნე დადიანი”

პოეზია:
ლექსები:
- “ამ სოფლის წესი”
- “ფიქრები საქართველოს რუკაზე”
- “ოდა თავისუფლებას” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , | Leave a comment

გრიგოლ რობაქიძე (1882 – 1962)


გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი, დასავლეთ საქართველო ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია:
დაიბადა სვირში, იმერეთი, მაშინდელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიპციგის უნივერსიტეტი (გერმანია).

გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იგი გახდა „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან — შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. კავშირის თავმჯდომარე გახლდათ ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. რობაქიძე გახლდათ, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.

რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა „გველის პერანგი“, „დემონი და მითოსი“, „ჩაკლული სული“, „გრაალის მცველნი“, „მეგი — ქართველი ასული“ და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები“. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

გარდაცვალება:
მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა

„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“

შემოქმედება:

პროზა:
რომანები:
- “გველის პერანგი”
- “ფალესტრა”
- “ჩაკლული სული”

ესეისტიკა:
- “დაბრუნება მიწასთან”
- “ქართული რენესანსი”
- “ნიკო ფიროსმანი”

მოთხრობა:
- “ენგადი”

პოეზია:
ლექსები:
- “წმინდა ნინოს”
- “ვასაკა”
- “ვალერიან გაფრინდაშვილს”
- “ვაჟაური”
- “სონეტი ლოცვის ახალ მხედართ”
- “საქართველოს”
- “საკუთარი ტოსტი”
- “პაოლო იაშვილს”
- “ოვანეს თუმანიან”
- “ლანდი”
- “ირრუბაქიძე”
- “გლოვა”
- “გედის ყივილი”
- “ფრანგ პოეტს”
- “დიდი შუადღე”
- “აქლემი”
- “ალასს” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , | 2 Comments

გოდერძი ჩოხელი (1954 – 2007)


გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

ბიოგრაფია:
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ”წერილი ნაძვებს”. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ”ბინდისფერი სოფელი”, ”თევზის წერილები”, ”შემინახე,დედაო მიწავ!”, ”სულეთის კიდობანი”, ”არჩევნები სასაფლაოზე”. ლექსების კრებული ”ბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ”შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ”მგელი”, და ”მღდვლის ცოდვა”.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ”ნამეხარი მუხა”, ”ადგილის დედა”, 1982 წელს გერმანიაში ქ.ობერჰაუზენში,მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
1980 წელს გადაიღო ”ბაკურხეველი ხევსური”.
1981 წელს – ”აღდგომა”.
1984 წელს – ”ადამიანთა სევდა”.
1986 წელს – ”წერილი ნაძვებს”.
1988 წერს – ”უცხო”.
1989 წელს – ”თეთრი ალამი”.
1990 წელს – ”ცოდვის შვილები”. ფილმს მიღებული აქვს პრიზები:
1990 წელს მონტე-კარლოში კინოფესტივალზე მიიღო 2 პრიზი, ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი.
1992 წელს იაპონიაში ქ. ხიროსიმაში ჟიურის სპეციალური პრიზი.
1992 წელს მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია თბილსში გამართულ კინოფესტივალზე, სახელწოდებით„ოქროს არწივი”,საუკეთესო სცენარისათვის ჟიურის სპეციალური პრიზი.
1997 წელს გამოვიდა „სამოთხის გვრიტები”.
1998 წელს- „ლუკას სახარება”. ფილმმა კინოშოკზე მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის.
1999 წელს მართლმადიდებელ კინოფესტივალზე რუსეთის პატრიარქის ალექსეი მეორის მიერ დაწესებული პრიზი.
1999 წელს გადაიღო „მიჯაჭვული რაინდები”, რომელიც ორი პრიზით დაჯილდოვდა, ერთი საუკეთესო პროდიუსერისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის .
2003 წელს კი ბოლო ნამუშევარია ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წელს, დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- “ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა”
- “დევების ნასოფლარი”
- “თევზის წერილები”
- “წითელა”
- “ხუჭუჭულა”
- “ცასწავალა”
- “წერილი ნაძვებს”
- “სიყვარულის ცეცხლი”

პოეზია:
ლექსები:
- “ნაწნავი”
- “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია” Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , , , , , , , , | Leave a comment

შალვა დადიანი (1874 – 1959)


შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი (დ. 9 მაისი/21 მაისი, 1874, ზესტაფონი ― გ. 15 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან.

ბიოგრაფია:
დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. უკვე ადრეული სიჭაბუკის წლებში გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალურ-პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის განსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული “ნაპერწკალი” (1892) და პროზაული მინიატურები (იბეჭდებოდა გაზეთ “ივერიაში” 1896-იდან). 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, ამ დასმა პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა “უკანასკნელნი”.

1905 წლის რევოლუციას უკავშირდება დადიანის დრამატული შემოქმედების დასაწყისი. პიესა “მღვიმეში” (1905) ალეგორიული ფორმით ასახავს მშრომელი ხალხის ბრძოლას სოციალური და ეროვნული თანასწორობისთვის. პიესაში “როს ნადიმობდნენ” (1907) დადიანი დროებით მოვლენად მიიჩნევს რეაქციის ბნელი ძალების ზეიმს და წარმოსახავს ხალხის მზადებას ახალი ბრძოლებისათვის. როგორც იდეურ-თემატურად, ისე ფორმით დადიანის ადრინდელ პიესებს ბევრი რამ აკავშირებს მ. გორკის დრამატურგიასთან. პიესაში “გუშინდელნი” (1917) დადიანმა ძველი, რეაქციული სამყაროს გარდაუვალი დაცემისა და მოახლოებული განახლების წინათგრძნობა გამოხატა.

დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. საბჭოთა დრამატურგიაში ტრადიციის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო დადიანის პიესა “თეთნულდი” (1931), რომელშიც ავტორმა თანამედროვე სვანეთის ფონზე ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. ისტორიულ-რევოლიციურ დრამაში “ნაპერწკლიდან” (1937) ასახულია XX საუკუნის დამდეგს საქართველოს მუშათა კლასის საბრძოლო შეკავშირება ბოლშევიკური ოგრანიზაციების გარშემო.

დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. რომანში “გიორგი რუსი” (1916-1926) ასახულია XII-XIII საუკუნეების საქართველო. რომანში “გვირგვილიანების ოჯახი” (1954) დადიანმა ასახა ქართველ თავადაზნაურობის ეკონომიური და სულიერი დეგრადაცია, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გლეხობის ბრძოლა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი “რაც გამახსენდა” (1959).

დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950-1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში.

იყო სსრკ-ის I-II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

შემოქმედება:

პროზა:
- “გუშინდელნი”
- “თეთნულდ”
- “კაკალ გულში” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

ნიკო ლორთქიფანიძე (1880 – 1944)


ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე (დ. 17 სექტემბერი/29 სექტემბერი, 1880, სოფ. ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი — გ. 25 მაისი, 1944, თბილისი), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია:
ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში. მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი გახლდათ. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. „ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის პაპა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან. თავის დროზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო მწერლის მამა – მერაბ ლორთქიფანიძეც. მას ერთ-ერთ პირველს, ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის გატარებამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. მწერლის დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო. ნიკო ლორთქიფანიძეს ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა. მწერლის ძმები – იასონი და ალექსანდრე ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. წერა-კითხვა ნიკომ შინ შეისწავლა. მწერლობაც ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, თუმცა ბავშვობის ხანის ნაწერები მოგვიანებით თავადვე გაუნადგურებია. მწერლის ბავშვობაში ჩვენი საზოგადოება ქართული წიგნების ნაკლებობას განიცდიდა და პატარა ნიკოც თურმე უფრო ხშირად რუსული წიგნებით სარგებლობდა. შესაბამისად, წერაც რუსულად დაუწყია. თავდაპირველად ნიკო ლორთქიფანიძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იგი ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1901 წელს ქუთაისს ესტუმრა რუსეთის მოხეტიალე დასი, რომელთაც წარმოადგინეს პიესა „შვილი ისრაელისა“. რუსმა შოვინისტებმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და სცადეს, წარმოდგენა ქართველთა და ებრაელთა შორის შუღლის გასაღვივებლად გამოეყენებინათ. ამ მცდელობას წინ აღუდგნენ ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები. საქმეში პოლიცია ჩაერია. აღელვებული ხალხის დასაწყნარებლად ჯარისკაცთა 150 კაციანი რაზმის გამოყენება გახდა საჭირო. ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები პასუხისგებაში მისცეს. ბრალი ედებოდათ პოლიციის მოხელეთა შეურაცხყოფაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს. მაგრამ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოთხოვნით განაჩენი გადაისინჯა და ნიკო ლორთქიფანიძეს ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძე ვლადიკავკაზში გაემგზავრა. აქვე სწავლობდა მისი ძმა იასონი. ნიკომ გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა და ხარკოვის უნივერსტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. მოკლე ხანში კი იურიდიულზე გადავიდა. თუმცა უნივერსტეტი არ დაუმთავრებია – სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილების გამო იგი სასწავლებლიდან გარიცხეს. 1902 წელს ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში გაემგზავრა. ბინას, რომელშიც მწერალი ავსტრიაში ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“. აღნიშნული პერიოდიც ფათერაკებიანი აღმოჩნდა მწერლისათვის, „ფიცის კაცთა“ შთამომავალს ერთი ლექტორი, შეურაცხმყოფელი გამოხდომის გამო, დუელში გამოუწვევია. დუელი „ქართველი პრინცის“ გამარჯვებით დასრულებულა. დუელში ჩაბმა ნიკო ლორთქიფანიძეს კიდევ ერთხელ მოუხდა რუს ოფიცერთან, რომელმაც ქართველები მასხრად აიგდო. 1907 წელს ნიკო ლორთქიფანიძე, ისე რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თბილისში დაბრუნდა. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, რედაქტორიბდა გაზეთს „ერი“, რომელიც ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო. 1912-25 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მოეწყო. აქვე დაოჯახდა. ქუთაისში ყოფნის დროს ნიკო ლორთქიფანიძე არაერთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს. 1925 წლიდან ნიკო ლორთქიფანიძე ისევ თბილისში გადავიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო. მწერალი საგამომცემლო საქმიანობითაც იყო დაკავებული. 1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“. ნიკო ლორთქიფანიძეს თანამედროვენი ახასიათებენ დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და დახვეწილ ადამიანად. მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. უკუღმართი დროებით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა. ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს, 64 წლისა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

შემოქმედება:

პროზა:
- “ბებრები”
- “ბოროტმოქმედნი”
- “ბუმბერაზი”
- “გლეხის მოსახლეობა იმერეთში”
- “გულთამხილავის მსჯავრი”
- “გული”
- “დადიანის ასული და მათხოვანი”
- “დანგრეული ბუდეები”
- “ეპისკოპოზი ნადირობაზე”
- “ერთ ტაფაში”
- “თავსაფრიანი დედაკაცი”
- “ის”
- “კერიასათვის”
- “ლიტერატურული საღამო”
- “მარად და მარად”
- “მთვარიან ღამის ჩრდილში”
- “მოლოდინში”
- “მოქანდაკე”
- “მრისხანე ბატონი”
- “რაინდები”
- “რუმბი”
- “საბა”
- “სანახავათ”
- “საშობაო მინიატურები”
- “სოფლის აშიკი”
- “სული”
- “სურათი სოფლად”
- “ტრაგედია უგმიროთ”
- “ფეოდალები”
- “ქედუხრელნი”
- “ქორწილი”
- “ძველი ამბავი”
- “ძლიერნი სულნი”
- “წისქვილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , | 1 Comment