Tag Archives: პოეზია

ვაჟა ფშაველა (1861 – 1915)


ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 26 ივლისი (ძველი სტილით – 14), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი – გ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 10), 1915, თბილისი), ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია:
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…

შემოქმედება:
ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.

ვაჟა-ფშაველა ოჯახითურთ

ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ჩარგალი. ვაჟა-ფშაველას სამუშაო მაგიდა

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).

ჩარგალი. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “ერთი რამ მინდა სათქმელად”
- “1795 წლის სახსოვრად”
- “ადგილო კურუმ-კურუმო”
- “აკაკის საიუბილეოდ”
- “ალექსანდრე ყაზბეგს”
- “ამირანი”
- “არაგვს”
- “არწივი”
- “ბაკური”
- “გაზაფხულს ია ამოდის”
- “გამოღმით მე ვარ”
- “გიგი”
- “გული გავგზავნე ქვეყნადა”
- “გულო, არ გასტყდე!”
- “გულს”
- “დაგვიანებული პასუხი აკაკის”
- “დავით გურამიშვილის ხსოვნას”
- “დამსეტყვე ცაო”
- “დევების ქორწილი”
- “დიდი თამარი”
- “ერეკლეს სიზმარი”
- “ერთხელაც იქნება, მოვკვდები”
- “ვიცანი, ღმერთო, სამყარო”
- “იას უთხარით ტურფასა”
- “ილია ჭავჭავაძის სახსოვრად”
- “ილიას საღამო”
- “იმედი საზიკაული”
- “იმერეთს”
- “ისევ შენ, ისევ, ქალაო”
- “კაი ყმა”
- “კაფია”
- “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”
- “კლდე და მდინარე”
- “კურდღის სიმღერა”
- “მაცნე”
- “მე რო ტირილი მეწადოს”
- “მემღერება და ვიმღერი”
- “მერცხლის სიმღერა”
- “მთა და ბარი”
- “მთავს ვიყავ”
- “მოგონება”
- “მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ”
- “მოლოდინი”
- “მუდარა”
- “მწყემსი ქალი”
- “მხედართა ძველი სიმღერა”
- “ნატვრა”
- “ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს”
- “ნუგეში მგოსნისა”
- “თუმცა მსმენია სიკვდილი”
- “ობოლი”
- “ომის წინ ჯარის სიმღერა”
- “პაპიჩემის ანდერძი”
- “პასუხად”
- “რა-გინდა ბედმა მიმტყუნოს”
- “რამ გაგაჩინა, ქალაო”
- “როს ვუკვირდები თავის-თავს”
- “რუსთაველის ნეშტს”
- “საახალწლოდ”
- “სანეფოს სიმღერა”
- “სიკვდილი გმირისა”
- “სიმღერა”
- “სიტყვა ეული”
- “სიყვარული”
- “სიყმე სიბერედ ვაქციე”
- “სიცოცხლემ შხამი მასმია”
- “სოფლისა წესი ასეა”
- “უნუგეშო ყოფა”
- “ფშაველი ჯარისკაცის წერილი”
- “ფშავლის სიმღერა”
- “ქალას”
- “ქეიფი”
- “ღამე მთაში”
- “შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა”
- “ჩემი ვედრება”
- “ჩემის კაცობის გვირგვინო”
- “წილის ყრა”
- “წიწილა”
- “ხევზედ მიდიან ნისლები”
- “ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი”
- “ხმა სამარიდამ”
- “ჯამრული”

მოთხრობები:
- “ალუდა ქეთელაური”
- “ბახტრიონი”
- “გველის-მჭამელი”
- “გოგოთურ და აფშინა”
- “ეთერი”
- “მოხუცის ნათქვამი”
- “სტუმარ-მასპინძელი”
- “ძაღლიკა ხიმიკაური”

პროზა:
მოთხრობები:
- “ამოდის, ნათდება”
- “ბათურის ხმალი”
- “ბუნების მგოსნები”
- “გასამართლებული ჩიბუხი”
- “ია”
- “მთანი მაღალნი”
- “მთის წყარო”
- “მოგონება”
- “როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ”
- “სათაგური”
- “სვავი”
- “ფესვები”
- “ქუდოვანი”
- “ქუჩი”
- “შვლის ნუკრის ნაამბობი”
- “ჩემი წუთისოფელი”
- “ჩხიკვთა ქორწილი”
- “ცრუპენტელა აღმზრდელი”
- “ხმელი წიფელი”

პიესა:
- “მოკვეთილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

აკაკი წერეთელი (1840 1915)


აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი – გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

ბიოგრაფია:

განათლება:

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა:

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― “საიდუმლო ბარათი”, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის “აკაკის თვიური კრებული” (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს “ხუმარა”, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.

ხელმოწერა

შემოქმედება:

პოეზია:

ლექსები:
- “თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ”
- “რაც არ იწვის, არ ანათებს”
- “სანამ ვიყავ ახალგაზრდა”
- “ღმერთო, წვიმა მოიყვანე”
- “ჩემო თავო, ბედი არ გიწერია”
- “ავადმყოფი მგოსანი”
- “ავადმყოფი”
- “ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ”
- “აღმართ-აღმართ”
- “ახალი გზა”
- “ახალი სიმღერა”
- “გაზაფხული”
- “გაზაფხულის მაყრები”
- “განთიადი”
- “გაუბედავი სიყვარული”
- “გლეხის საჩივარი”
- “გოდება”
- “გორი”
- “გულის პასუხი”
- “გულის პასუხი”
- “დედის სიმღერა”
- “ზღვაო, აღელდი, აღელდი!”
- “თქვენი ჭირიმე”
- “ილიას მოკვლის გამო”
- “იმერული ნანინა”
- “იმერული სიმღერა”
- “ინტერნაციონალი”
- “იუბილე”
- “მინდა რამ ვთქვა”
- “მომაკვდავის ფიქრები”
- “მუშის ნატვრა”
- “მუშური”
- “მუშური”
- “მუხამბაზი”
- “ნატვრა”
- “ობოლი”
- “პატარა მურია”
- “პოეტი”
- “რუსთაველის სურათზე”
- “საიდუმლო ბარათი”
- “სალამური”
- “სალამური”
- “სატრფოს”
- “სიზმარი”
- “სიყვარული”
- “სულიკო”
- “სურვილი”
- “უკანასკენლი ლექსი”
- “ფუტკარი”
- “ქართველი ქალი”
- “ქებათა-ქება”
- “ქუთაისი”
- “ღამურა”
- “შიქასტა”
- “ჩანგური”
- “ჩემი თხა”
- “ჩემი სიმღერა”
- “ციცინათელა”
- “ძირს”
- “ძმობა, ერთობა და სიყვარული”
- “ჭაღარა”
- “ხალხური”
- “ხანჯალს”
- “ხარაბუზა და ფუტკარი”
- “ხატის წინ”

პოემები:
- “გამზრდელი”
- “თორინიკე ერისთავი”
- “ნათელა”

დრამები:
- “თამარ ცბიერი”
- “პატარა-კახი”

პროზა:

მოთხრობები:
- “ბაში-აჩუკი”
- “ჩემი თავგადასავალი”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , | 1 Comment

იროდიონ ევდოშვილი (1873 – 1916)


თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის გარიცხეს.
1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისში ჟურნალებში ”კვალი”, ”ივერია” და სხვ. ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები იბეჭდება. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა ”უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა”.
თავის ნაწარმოებებში ირ. ევდოშვილი აგვიწერს კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობას სოციალური უთანასწორობის გამო.

მისი ლექსები ”ქარიშხალი”, ”ჩვენება”, ”მეგობრებს”, “სიმღერა”, ”ჩემს მტერს”; თარგმანები ”მარსელიოზას” და სხვ. რევოლუციური სულისკვეთებისაა.
იროდიონ ევდოშვილის პოემა ”მუშა და მუზა” მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს.
მისი პოეზია მოზარდ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნერგავს.
ირ. ევდოშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი სინამდვილის კრიტიკულ ასახვას არ დასჯერდა და მისი გარდაქმნისათვის საუკეთესო ბრძოლის გზებსაც ეძებდა.
მან ქართული რევოლუციური დემოკრატიის მწერლობის სკოლა შექმნა და დიდი გავლენა მოახდინა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდა მწერლებზე.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ყორნის ბრალია”
- “ურმული”
- “უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯილისა”
- “თვით ჩემი მუზაც”
- “სიმღერა ტუსაღისა”
- “სიმღერა ასოთმწყობისა”
- “სიმღერა”
- “რას შესცქერ ძმაო”
- “რა ვიტაძარო?”
- “პირსისხლიანო ყორანო”
- “ნატვრა”
- “მხოლოდ ნაღველი სამუდამოა”
- “მუზა და მუშა”
- “მოღლილს”
- “მეზვრის ღიღინი”
- “მეტეხის ციხე”
- “მეგობრებს”
- “ურმული”
- “მჭედელი პეტრე”
- “ლამაზმა ქალმა”
- “ქარიშხალი”
- “ია”
- “გლეხის ფიქრები”
- “გაზაფხული”
- “გავჩუმდე”
- “განთიადია”
- “ნატვრა”
- “გამომშვიდობება გადასახლებულისა”
- “დღიურს”
- “ციხეში”
- “ჩონგურზე”
- “ჩონგურს”
- “ჩამოწყვეტილი ფოთოლი”
- “ახალი წელი”
- “ამონაკვნესი”
- “ადამიანი”

პროზა:

მოთხრობები:
- “უბედური ქორბუდა”
- “შადრევანი”
- “ორი ობოლი”
- “მწყემსი გაგნა”
- “მოვიტანე”
- “კაკანათი”
- “გველების ყორე”
- “ციხეში”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

რაფიელ ერისთავი (1840 – 1912)

სამწუხაროდ რაფიელ ერისთავზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ზაფხულით”
- “თინიად მამითადი”
- “ტეტიას მოთქმა”
- “თარის დაკვრაზედ”
- “სურათი”
- “სესიას ფიქრები”
- “სამშობლო ხევსურისა”
- “რაზე მიწყრები ყეენო”
- “რას შემომცქერი ძმობილო”
- “რას ერჩი მაგ ბიჭს თათარო”
- “ნეტა რას სტირი დედილო”
- “მიპატიჟება სასწავლებელში”
- “მევენახის სიმღერა”
- “მეცხვარე თრიალეთზედა”
- “კავკასია”
- “კაცი ის არის”
- “გოგოს ჭირიმე”
- “გაზაფხული”
- “ღამის მეხრე”
- “ღამის მახრის სიმღერა”
- “ბაჩანას პასუხად”
- “აღზევანს წასვლა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907)


ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ბიოგრაფია:
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

განათლება:
თბილისი 1848-1856 წლები
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილია გიმნაზიაში, 1848 წ.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის – “თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

შემოქმედება:

1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნე|XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა “ქართვლის დედა”. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.

ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.

სამშობლოში მოღვაწეობა:
ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

„ივერია“:

1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.

1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“, 1889; „ქვათა ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.


ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: „…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…“ („პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის საფუძვლები“ (1888).

ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.

ეროვნული მოძრაობა:

მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.

მკვლელობა:

1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

მემკვიდრეობა:
ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “1871 წელი”
- “ხმა გულისა”
- “ვაი მას”
- “უსულდგმულო ცხოვრება”
- “უცხოეთში”
- “სანთელი”
- “პოეტი”
- “ოჰ სად არიან”
- “ნანა”
- “მუშა”
- “მტკვრის პირას”
- “მესმის მესმის”
- “მცუხარება”
- “მაშინ დასვსკტბები”
- “მას აქეთ”
- “ლოცვა”
- “ყვარლის მთებს”
- “კბმ”
- “ქართვლის დედას”
- “იანიჩარი”
- “გუთნის დედა”
- “გაზაფხული”
- “ღამე”
- “გ. აბხ…”
- “ელეგია”
- “დაკარგული ედემი”
- “დაე თუნდ მოვკვდე”
- “დაბნელდა სული”
- “ციური ხმები”
- “ჩემო კარგო ქვეყანავ”
- “ჩემო კალამო”
- “ბაზალეთის ტბა”
- “ალექსანდრე ჭავჭავაძე”
- “ალაზანს”

პოემები:
- “აჩრდილი”
- “განდეგილი”
- “კაკო ყაჩაღი”
- “კართვლის დედა”
- “მეფე დიმიტრი”

პროზა:
მოთხრობები:
- “გლახის ნაამბობი”
- “კაცია ადამიანი”
- “მგზავრის წერილები”
- “ოთარაანთ ქვრივი”
- “სარჩობელაზედ”

სპეციალური თხოვნა იყო ამ ლექსზე გვანცასგან:
რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა
ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.

მერე ვუთხარი: – პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?

მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– შენი მტერი!.. პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.

მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.

მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.

მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, -
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.

მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.

მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!

მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.

მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.

მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.

მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.

მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.

მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.

მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ…
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..

მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობით.

მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.

მერე, როცა… – კიდევ როცა!.. -
აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
– შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.

24 აგვისტო, 1871 წ. Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , | 3 Comments

აქვსენტი ცაგარელი (1857 – 1902)


ავქსენტი ცაგარელი ანტონის ძე (დ. 9 თებერვალი, 1857, სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია – გ. 12 აგვისტო, 1902, თბილისი, რუსეთის იმპერია) ქართველი დრამატურგი და მსახიობი. აქვსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელლად ითვლება. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმის შემოჭრით სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა – კომედია “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. კომედიაში “ხანუმა” (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა

შემოქმედება:

პროზა:
პიესები:
- “ხანუმა”
- “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”

მემუარი:
- “მოგონებანი”

პოეზია:
ლექსი:
- “ყარაჩუღელი ლოთი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , | Leave a comment

გიორგი ჭალადიდელი (1847 – 1898)

გიორგი ჭალადიდელი (ნამდვილი სახელი და გვარი გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაქიძე) (დ. 15 ივნისი/27 ივნისი, 1847, სოფ. ფერსათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი – გ. 1 აპრილი/13 აპრილი, 1898, ქ. მინსკი, დაკრძალულია სენაკში), თავადი, ქართველი პოეტი.

დაიბადა ოდიშელი თავადის მაქსიმე ქოჩაქიძის ოჯახში. 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-78). შემდეგში მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მსახურობდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში.

ჭალადიდელის ლექსები 1868-იდან იბეჭდებოდა “დროებაში”, “სასოფლო გაზეთში”, “მოამბეში”, “ივერიაში”, “მნათობში”, “კრებულში” და სხვებში. პირველი კრებული გამოქვეყნდა 1913 წელს. ჭალადიდელი ქართველი “სამოციანელთა” მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით (“ქება შრომას”, 1868; “ფაცხა”, 1870). პატრიოტიზმით (“სიმღერა გარდახვეწილისა”, 1870; “გორდის მთაზე”, 1872), მწერლობის მაღალი დანიშნულების შეგნებით (“მენავე”, “მწერლისადმი”, ორივე 1869), თავისუფლების სიყვარულით (“მოღალური გალიაში”, 1872). ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია “სატრფო” (1869), “ქართველო ქალო”, “ფარვანა”, “სიმღერა” (სამივე 1870). ჭალადიდელის ზოგიერთი პოპილარული ლექსი სიმღერად იქცა (“მოგონება”, 1869; “ფაცხა” და სხვა).

შემოქმედება:

პოეზია:
- “ფაცხა”
- “ქება შრომას”
- “მოგონება”
- “სიმღერა გარდაცვლილისა”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

მამია გურიელი (1836 – 1891)

სამწუხაროდ მამია გურიელზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ადამიანი”
- “კითხვა”
- “ჩემს შვილს კახაბერს” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

გრიგოლ ორბელიანი (1804 – 1883)


გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 2 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1804, თბილისი ― გ. 21 მარტი/2 აპრილი, 1883, იქვე, დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში), ქართველი რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია:
პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI საუკუნე). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს“.

გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.

გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.

1829 წელს გრ. ორბელიანი კახეთში ახლდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სამხედრო საზღვრების უფროსად იყო დანიშნული. მეორე წელს იგი მონაწილეობას იღებს გრაფ პასკევიჩის ექსპედიციაში და ჭარ-ბელაქნის ლეკებს აშოშმინებს. იმავე წელს მონაწილეობს გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებაში.

1831 წლის ნოემბერში გრ. ორბელიანი ჩადის ქ. ნოვგოროდში, აქ მან ერთი წელიწადი დაჰყო. 1833 წლის მარტში გრ. ორბელიანს აპატიმრებენ და სასწრაფოდ გზავნიან თბილისში. პოეტს ბრალდებოდა კავშირი თავად-აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების და, საერთოდ, ცარიზმის წინააღმდეგ . გრ. ორბელიანს აშკარა დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს საქმის საბოლოო გამოძიების დამთავრებისთანავე. ავლაბრის ყაზარმებში სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. იქიდან გრ. ორბელიანი 1833 წლის მიწურულს გააწესეს ნევის საზღვაო პოლკში, რომელიც ვილნოში იყო დაბანაკებული. დიდი ვაი-ვაგლახითა და გზაზე სხვადასხვა ხიფათის გამოვლით გრიგოლ ორბელიანმა თავის პოლკს 1843 წლის 2 მაისს მიაღწია.

1837 წელს გრ. ორბელიანმა აიღო შვებულება და სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. 1838 წლის აგვისტოში ის შტაბს კაპიტნის ჩინით ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, რომელიც ქ. გორში იდგა. ამიერიდან მომავალი გენერალი ფრთხილი და გარეგნულ პირობებს შეგუებული ოფიცერია.

1842 წელს გრ. ორბელიანი ავარიის (დაღესტანი) მიწებს იცავდა შამილის რაზმებისაგან. ენერგიულმა სამხედრო მოქმედებამ და ადმინისტრაციულმა ნიჭმა ის ჩქარა დააწინაურა: 1843 წელს გრ .ორბელიანი დანიშნეს ავარიის მმართველად, ან როგორც თავის თავს უწოდებდა — „ავარიის ხანად“ ამ წლის 2 ივნისს გრ. ორბელაინი ჩავიდა ხუნძახში, ავარიის ყოფილი ხანების რეზიდენციაში.1857 წელს გრ. ორბელიანმა იერიშით აიღო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი სალათაურში -ძველი და ახალი ბურთუნაი.

1858 წელს იგი, მრავალი ორდენით დაჯილდოებული, თბილისში გადმოჰყავთ კავკასიის მთავარმმართველ ბარიატინსკისთან.

შემოქმედება:
გრ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია. იგი პირველ რიგში ცნობილია პატრიოტული ნაწარმოებებით, რომლებიც საქართველოს რაინდული წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის სულისკვეთებასა და პოლიტიკურ მრწამსს 1832 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში. ესენია პოემა ტოლუბაში (სადღეგრძელოს პირველი ვარიანტი, 1827), (მიბაძვა რილეევისა, 1831), ჰე, ივერიავ (1832), მისი სახელი კიცხვითა (1832), იარალის, (1832) და მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის.

გრ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად. მის ლირიკაში სიყვარულის გრძნობის სულიერ მხარეს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული . გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშები ეძღვნება უმთავრესად ნინო ჭავჭავაძეს, შემდეგ სოფიო ორბელიანს და ნაწილობრივ ეკატერინე ჭავჭავაძეს. პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გრ. ორბელიანი უიმედოდ ყოფილა შეყვარებული ნინოზე. თავის მიმართვებში ნინოსადმი პოეტი მეტწილად კლდემამოსილია, წრფელი და ფაქიზი გრძნობებით აღვსილი.

მის შემოქმედებაში დიდი როლი უჭირავს ბუნების თემასაც. როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, იგი ბუნებაში ეძებს თავისი ტკივილებისა და სიხარულის თანაზიარობას

გრ. ორბელიანი და მამათა და შვილთა ბრძოლა:
გრ. ორბელიანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ე. წ. მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეურ ბრძოლაში.პირველად იგი ამ ბრძოლაში 1872 წელს ჩაერთო, როცა ილია ჭავჭავაძის ეპიგრამის, გამოცანების პასუხი, გამოცანების პასუხი დაწერა. ეს უკანასკნელი დღეს პასუხი შვილთას პირველი ვარიანტის სახელითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება: კოღო -ბუზებო, ლიბერალებო, ჭკუით გლახებო, პატრიოტებო, გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო. კატის კნუტებო, სიდგანა კნავით? და სხვ.

გრ. ორბელიანის პასუხის ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის („შვილების“) შესახებ. მათ გრ. ორბელიანი უწოდებს „ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს“, რომელნიც „გაბოროტებით სწყევლიან მამებს“. ამათი („მამების“) დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო „დრო მამაცობისა“.

გრ. ორბელიანი, საერთოდ, მწვავედ განიცდიდა ქართული ენის დაცემას. ცნობილია მრავალი მისი ბარათი ამ საკითხზე მიწერილი სხვადასხვა პირისადმი. ენის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად იგი სთვლიდა „ჟურნალისტი მწერლების“ (ახალი თაობის გარკვეული ნაწილის) მხრივ ქართულის ნორმების უცოდინარობას.

სტილი:
გრ. ორბელაინის სტილსა და ფორმას თან ახლავს ზოგიერთი ნაკლი. მისი ენა ხშირად მძიმეა, აზრის გამოხატვისას პოეტი აწყდება დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვა მას უჭირს. გრ. ორბელიანის სალექსო ფორმები მოწმობს ევროპული, უმთავრესად რუსული სალექსო კულტურის ზეგავლენას (მაგ., კომპოზიციის, სტროფიკის სფეროში). ეს ზეგავლენა განსაკუთრებით დაეტყო გრ. ორბელიანის რითმებს: პოეტის ლირიკულ შედევრებშიაც კი ზოგჯერ გამქრალია ქართული კლასიკური ლექსის ზუსტი რითმის კულტურა (რუსული ვაჟური რითმის მიხედვით გრ. ორბელიანი ხშირად ტაეპთა მხოლოდ ბოლო ხმოვნებს რითმავს. მაგრამ გრ. ორბელიანის პოეზიის ემოციური სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ზემოთ აღნიშნული დეფექტები ბოლოს მაინც ვერ ანელებენ მისი ლექსების შინაგან დაძაბულობასა და დინამიზმს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო”
- “ვინცა გნახოს, კვლავცა გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს”
- “იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლისა შენკენ ჰრბის”
- “ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი”
- “ალბომში”
- “ლბომში ღრ[აფინია] ოპ[გერმანისას]”
- “გაზაფხული”
- “დიმიტ[რი] ონ[იკაშვილ] ის დარდები”
- “ეკატერინე ჭავჭავაძისას”
- “ე-სა”
- “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”
- “იარალის”
- “კინტოს სიმღერა”
- “მოგონება”
- “მუშა ბოქულაძე4 ფსალმუნი”
- “მუხამბაზი 1”
- “მუხამბაზი 2”
- “მუხამბაზი 3”
- “მუხამბაზი 4”
- “ნ…დმი”
- “პასუხი შვილთა”
- “სადღეგრძელო ანუ ომისშემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს”
- “სავათნავას მიბაძვა”
- “სალომეს ბეჟანი მკერვალის მაგიერ”
- “საღამო გამოსალმებისა”
- “სო… ორ…”
- “ღამე”
- “ჩემი ეპიტაფია”
- “ჩემს დას ეფემიას”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ვახტანგ ორბელიანი (1812 – 1860)

აღწერა: ინფორმაცია ამ მწერალზე ჯერ–ჯერობით არ არის. ადმინისტრაციის თხოვნა იქნება თუ ვინმეს ხელთ გაქვთ ბიოგრაფია მოგვაწოდოთ წინასწარ გიხდით მადლობას

შემოქმედება:

პოეზია:
- “არის ადგილი”
- “ბულბული”
- “გალია”
- “გამოსალმება”
- “გრიგოლ ზურაბის ძის ჯამბაკურიან”
- “დიდის კარის წინ”
- “იმედი”
- “კაცი ის არის”
- “კახეთს”
- “ობოლი”
- “ორი სიზმარი”
- “ორი შენობა”
- “არის ადგილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786 – 1846)


ბიოგრაფია:
ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.

1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.

1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.

მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია.

1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა.

პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. 1811 წ. იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით 1812 წ. თებერვალში მას გზავნიან კახეთში – სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.

1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის პარიზში შესვლამდე, ალ. ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1814 წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.

სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.

1827-1828 წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. 1827 წ. ოქტომბერში მან თავრიზი აიღო. 1828 წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად.

1828 წ. 28 აგვისტოს მან ბრძოლით აიღო ციხე-სიმაგრე ბაიაზეთი, 8 სექტემბერს – სიმაგრე დადიანი და 10-ში – ციხე სიმაგრე თოფრაყალა.

1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830 წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.

1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის”.

1838-1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842 წ. 23 დეკემბრიდან 1843 წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.

1846 წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

ალ. ჭავჭავაძე დასაფლავებულია კახეთში, შუამთის მონასტერში. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: “მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან”.

შემოქმედება:
ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.

ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც.

მასვე ეკუთვნის ნაშრომი საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე.

შემოქმედება:

პოეზია:
- “გოგჩა”
- “გუთნის დედა”
- “გული წამართვი”
- “დიდმარხვაში”
- “დუგა”
- “ედების კარი გაზაფხულისა”
- “ედემს რგულსა”
- “ეჰა, ჩემო ოცნებავ”
- “ვამე შორს მყოფსა”
- “ვარდის გაყრილსა”
- “ვარდო კოკობო”
- “ვაჰ, დრონი, დრონი”
- “ვაჰ, სოფელსა ამას”
- “ვისაც გსურთ”
- “ვიწყო წერა მაჯამით”
- “თავსა უფლად”
- “ისმინეთ, მსმენნო”
- “კავკასია”
- “მუხამბაზი ლათაიური”
- “მაისის ვარდმან”
- “მე შენ არ გეტყვი”
- “მეგრულ ფერხულზე”
- “მიველ წალკოტს სანუგეშოთ”
- “მიკვირს რად ჰძრახავენ”
- “მშვენიერთა ხელმწიფავ”
- “ნაწყვეტი”
- “ოჰ, ვით გვემტყუნვა”
- “ოჰ, სიყვარულო”
- “პყრობილისაგან თანმპყრობილთა მიმართ”
- “რაა სიკვდილი”
- “როს არშიყი”
- “სახე შენი”
- “სვემ მიწვიმა მანანა”
- “სიყვარულისათვის”
- “სიყვარულო, ძალსა შენსა”
- “სიყვარულსა შეუპყრივარ”
- “სულის ყვავილო”
- “სძგენს გლახ-გული”
- “სხვასხვისა დროისათვის კაცისა”
- “უგვანთა ტრფობა”
- “უწყალო სენმან”
- “უწყალო სიყვარული”
- “ფისტიკაური”
- “ღმილმან კარი ლალისა”
- “შენ გეტრფის, ვარდო”
- “შენის გონების”
- “შენს ღირსებასა ნატურლობენ”
- “ჭმუნვის მახვილი”
- “ჰე, მთოვარეო”
- “ჰხამს ტრფიალსა საყვარელი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ნიკოლოზ ბარათაშვილი


ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) – ქართველი პოეტი. დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად “ამა სოფლის ამაოებათაკენ” უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა “მკაცრი ბედისა” და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “არ უკიჟინო, სატრფო, შენსა მგოსანსა, გულის თქმა”
- “აღმოჩნდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი”
- “დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი”
- “ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის, ბედნიერი ვარ მე, თასი”
- “მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო”
- “მირბის, მიმაფრენს უგზ- უკვლოდ ჩემი მერანი”
- “როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა”
- “სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი”
- “მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო”
- “შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს”
- “ცისა ფერს, ლურჯსა ფერს”
- “ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი”
- “შენნი დალალნი ყრილობენ გველად”
- “ბედი ქართლისა”
- “ბულბული ვარდზედ”
- “თავადის ჭ…ძის ასულს, ეკ…ნას”
- “კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ”
- “ნა…ფორტეპიანოზედ მომღერალი”
- “ნაპოლეონს”
- “ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ”
- “საფლავი მეფის ირაკლისა”
- “საყურე”
- “სული ობოლი”
- “სუმბული და მწირი”
- “ფიქრნი მტკვრის პირას”
- “ქეთევან”
- “ღამე ყაბახზედ”
- “შემოღამება მთაწმიდაზედ”
- “ჩემთ მეგობართ”
- “ჩემი ლოცვა”
- “ჩემს ვარსკვლავს”
- “ჩვილი”
- “ჩინარი”
- “ჩონგურს”
- “ძია გ…სთან”
- “ხმა იდუმალი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

საიათნოვა


საიათ-ნოვა (სომხ. Սայաթ-Նովա; სპარს. سایات‌نووا; აზერ. Sayat-Nova) (დ. 14 ივნისი, 1712, ტფილისი — გ. 22 სექტემბერი, 1795, ახპატი), საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტი, აშუღი, მომღერალი.

საიათნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ყავდა, მამა კი წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანადან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერითა და კამანჩეზე დაკვრით. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. ლეგენდის თანახმად, დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად ხანის არმიის მიერ თბილისის აოხრების დროს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ბაღი ბულბულით ავსილა”
- “გიხდება ზარი”
- “დამეხსენი”
- “დამიჯერე”
- “ზოგ-ზოგი კაცი”
- “ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი”
- “მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს”
- “მოდი საყვარელო”
- “მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო”
- “რა ზარბაბი”
- “სამართალი მიყავ”
- “სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ”
- “საყვარლის ბაღშია”
- “სოფელსა და სოფელს შუა”
- “შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ”
- “შუაღამის ვარსკვლავივით”
- “ხარ ტურფა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

მამუკა ბარათაშვილი (XVIII საუკუნე)

მამუკა ავთანდილის ძე ბარათაშვილი, XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში, ერთხანს ასტრახანში იყო, 1728 მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში ბარათაშვილი იყო მოსკოვში, სადაც 1731 დაწერა პოეტიკური ტრაქტატი “ლექსის სწავლის წიგნი” (“ჭაშნიკი”). ეს თხზულება ქართული ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართული ლექსის საზომებსა და აგებულებას. ბარათაშვილი ეხება პოეზიის დიდაქტიკურ ფუნქციასაც, განსაზღვრავს მის თემატიკას. ბარათაშვილის ესთეტიკური შეხედულებანი პოეზიის უტილიტარული ხასიათის აღიარებითაა გაპირობებული.

1732 წელს ბარათაშვილმა ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების “რუსუდანიანის” (XVII ს.) II თავი, რომელსაც ეწოდა “ჯიმშედიანი”. ბარათაშვილმა განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები – 1734 დაწერა 63-სტროფიანი ოდა “ქება მეფისა ბაქარისა”. მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი “იამბიკო”. 1736 ქართველ თავადაზნაურობის დავალებით ბარათაშვილი პეტერბურგში ეახლა რუსეთის იმპერატორს ანა ივანეს ასულს და სთხოვა ვახტანგ VI სამშობლოში დაებრუნებინა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ ბარათაშვილი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. ბარათაშვილი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.

შემოქმედება:

პოეზია:
- “მოკლე შეწყობილი”
- “მრჩობლედი”
- “პოლცკის ხმაი”
- “ქება ვახტანგ მეექვსისა”
- “ჩერნიჩკოს ხმაი”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

დავით გურამიშვილი (1705 – 1792)


დავით გიორგის ძე გურამიშვილი (დ. 1705, სოფ. გორისუბანი, საგურამოს თემი ― გ. 21 ივლისი/1 აგვისტო, 1792, მირგოროდი, უკრაინა), ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია:
დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფ. ლამისყანაში გაიხიზნა.

დაახლოებით 1727—1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია.

ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში.

გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში — მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738—1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756—1763) გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდერბურგის ციხეში. 1760 წლისათვის მრავალჭირნახულ და სენთაგან დაუძლურებულ პოეტს პორუჩიკის ჩინით თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შესდგომია გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.


გურამიშვილის ძეგლი მირგოროდში (უკრაინა)

შემოქმედება:
მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი «დავითიანი» პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეომაბ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია.

ლირიკულ ლექსებთან ერთად «დავითიანში» ორი პოემაა შესული; პირველი ისტორიული ხასიათისაა და პირობითად «ქართლის ჭირი» ეწოდება. მასში დიდი პოეტური ძალით არის გადმოცემული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა. «მართლის თქმა» გურამიშვილის შემოქმედებითი მეთოდია, რადგან «ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების». გურამიშვილი ღრმად ჩასწვდა იმ მიზეზებს, რომლითაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს. გურამიშვილის აზრით, გარეშე მტრების გარდა ამაში ბრალი მიუძღვის ფეოდალურ შინააშლილობას, ძმათა სისხლისმღვრელ ომებს. პოეტი გვიხატავს საქართველოს ძნელბედობის შემზარავ სურათებს. «ქართლის ჭირი» საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში გზადაგზა ჩართულია თვით პოეტის ტრაგიკული ბიოგრაფია. პოემაში გადმოცემული ყოველი ცალკეული ფაქტი კონკრეტულობასთან ერთად ფართო განმაზოგადებელ ძალასაც იძენს. პირადული და საზოგადოებრივი აქ ერთ მთლიან მხატვრულად დამაჯერებელ სურათს ქმნის. პოემას უძღვის შესავალი თავები, რომლებიც გადმოგვცემს პოეტის დიდაქტიკურგანმანათლებლურ იდეებს. «სწავლა მოსწავლეთა» ავითარებს იმ აზრს, რომ ქვეყნის ხსნის ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა სწავლა-განათლების აღორძინება.

გურამიშვილის ლირიკულ ლექსებში დასმულია ღრმა ფილოსოფიური და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ადამიანი, მისი ამქვეყნიური ხვედრი, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული მონაცვლეობა გურამიშვილის პოეტური შედევრების ერთი უმთავრესი თემაა. ამ თვალსაზრისით დამახასიათებელია ლირიკული ლექსები: «გოდება დავითისა, საწუთროს სოფლის გამო ტირილი», «სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა», «კაცისა და საწუთროსაგან ცილობა და პჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება» და სხვა. გურამიშვილის პოეზიაში დიდი ადგილი ეთმობა რელიგიურ განცდებს. პოეტი ეხება შუა საუკუნეთა მწერლობისათვის, კერძოდ, ჰიმნოგრაფიისათვის დამახასიათებელ სასულიერო მოტივებს («ღვთისმშობლის მიცვალების დღის შესხმა», «ჯვარცმის ამბავი», «სიტყვა ესე ღვთისა» და სხვა) და ღვთაებისა და ადამიანის მიმართების საკითხებს ქრისტიანული რელიგიური პოზიციებიდან აშუქებს. მისტიკური განწყობილებითა გამსჭვალული პოეტის სასულირო თუ სატრფიალო თემატიკაზე დაწერილი ლექსები. მაგრამ გურამიშვილის პოეზიაში ქრისტიანული მისტიკა თავისებურადაა გარდატეხილი, იგი არ არის თვითმიზნური ხასიათისა. პოეტის ლექსები დამუხტულია ცხოვრებისეული ფაქტებით. რეალური და მისტიკური პლასტების შერწყმა გურამიშვილის პოეზიის ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა.

«დავითიანში» ჩართული მეორე პოემა «ქაცვია მწყემსი» ან, როგორც თვით ავტორი უწოდებს, «მხიარული ზაფხული», პირველი საყოფაცხოვრებო ხასიათის თხზულება ქართულ მწერლობაში. ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული ამ პოემის პერსონაჟები უბრალო, დაბალი წრის ადამიანები, ბუნების ლაღი შვილები არიან. მიმზიდველადაა დახატული მათი უშუალობა, წრფელი განცდები და ზნეობრივი სისპეტაკე. ბუნება და ადამიანი აქ წარმოსახულია მთლიანობაში, რაც მოქმედი გმირების ბედნიერების წყაროდაა მიჩნეული. პოემას უწყვეტ ნაკადად გასდევს ჭეშმარიტი ჰუმანიზმი. «ქაცვია მწყემსის» თავისებურ კოლორიტს სძენს ისიც, რომ ზოგიერთ პასაჟში თუ ბუნების სურათის აღწერაში აშკარად იგრძნობა უკრაინის ყოფისა და ლანდშაფტის თავისებური გამოძახილი.

გურამიშვილი ქართული პოეზიის მამამთავრად რუსთაველს აღიარებდა. ე.წ. «აღორძინების ხანის» სხვა მწერალთაგან განსხვავებით მან შემოქმედებითად აითვისა რუსთაველის მემკვიდრეობა, ახალი გზები გაკაფა და შექმნა ორიგინალური პოეტური სამყარო. ძველ ქართულ პოეზიაში ქართველი ხალხის ეროვნული ბედ-იღბალი ისე არავის წარმოუსახავს, როგორც გურამიშვილს. «ქართლის ჭირის» ასეთი სიძლიერით გამოსახატავად მან მიაგნო შესაფერ პოეტურ კილოს. მთელი «დავითიანი» ამ უწმინდესი თემის დრამატული განცდის შედეგია.

გურამიშვილმა პირველთაგანმა უკუაგდო «აღორძინების ხანაში» უკვე გაცვეთილი «ყვავილოვანი» პოეტური სტილი და სადა, ბუნებრივი მეტყველება გააბატონა, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის შემოქმედებას. საგულისხმოა, რომ სასულიერო ჰიმნების დამუშავებისას მან მარტივი, სასაუბრო ენა გამოიყენა და ამით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა ისინი. გურამიშვილმა თავის ბევრ ლექსს ხალხური — როგორც ქართული, ისე უკრაინულის, რუსული — სიმღერებისა და პოეზიის კილო დაუდო საფუძვლად და ამით ხელი შეუწყო ქართული ლექსთწყობის გამდიდრებას. შინაარსისა და ფორმის პრინციპული სიახლის მხრივ «დავითიანი» ქართულ პოეზიაში ე.წ. «ევროპეიზმის» დამკვიდრების სათავეებთან დგას. ამ თვალსაზრისით გურამიშვილი XIX საუკუნის ახალი ქართული პოეზიის ერთ-ერთ წინამორბედად გვევლინება.

გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. «დავითიანი» მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია ყოფილ სსრკ-სა და მსოფლიოს ხალხთა ენებზე.


გურამიშვილის გამოსახულება უკრაინულ 2 გრივნაზე (2005)

შემოქმედება:

პოეზია:
- “დავითიანი”
- “დიმიტრი სააკაძეს მიერ მოწერილი თავადისა დიმიტრი გიორგის-ძის ბაგრატიონისადმი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment