Tag Archives: ლადო გუდიაშვილი

გიორგი ლეონიძე (1900 – 1966)


გიორგი ლეონიძე (დ. 27 დეკემბერი, 1899, საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) – ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ფსევდონიმი: გოგლა ლეონიძე

ბიოგრაფია:
მამა – ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა – სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა – ზაქარია გულისაშვილი – ხალხოსანი მწერალი, „შაქროს“ ფსევდომინით იბეჭდებოდა.

ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.

1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს “გვირგვინი” და “ფანდური”, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი “საფირონი”.

პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთ „სინათლე“). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში“) გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი“ (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი“, 1919; „მზე ტაბასტა“, 1922; „ავტოპორტრეტი“ და სხვა წერილები და ნარკვევები). 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.


გიორგი ლეონიძის გენეალოგია დედის მხრიდან

ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღის რამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება“ პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება“», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“», „წინაპრებს“, 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“», 1929; „დიდ თამარს“, „დავით აღმაშენებელს“, 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვუმღერ სამშობლოს“, პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული“ სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია“). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები“ („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა“, 1926; „თბილისის განთიადი“, 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო“, 1940; „თბილისს“, 1947 და სხვა).

პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, 1943; „არ დაიდარდო, დედაო“, 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.

ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1960) და „ფორთოხალა“ (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.

ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი – 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.

ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი დაარსებულია ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.

ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნილი“ (1920), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
* * * “ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი”;
* * * “აღარ მსურს”;
* * * “გაქრა, წარვიდა”;
* * * “მითხარ, მაია”.
* * * “რამდენი წვიმა ჩამოიცალა”;
* * * “წვიმიანი დღე”;
“დედა ენა”;
“დედას პური” და “პაპას ქლიავი”;
“ხელსახოცსა გადმოგიგდებ”;
ავადუღოთ მარგალიტი;
აკაკი, ვაჟა;
აკაკის;
ალამდარი;
ანგელოზის ფრესკა;
არ დაიდარდო, დედაო…;
არწივები.
აფხიარცა;
ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა;
ბრილის წყარო;
ბულბულის ციხე;
გაზაფხული კახეთში;
გაზაფხული;
გათენებისას მერძევე მოვა;
გოგონა;
გომბორიდან;
გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავზე;
გულს ბუდე არა ჰქონია;
დავით გარეჯა;
დავით გურამიშვილს, ვაჟა-ფშაველას;
დილა კრწანისის ბაღში;
დილა ნარგიზნარევი;
დოღზე;
დროშა;
ელვათა ცეცხლში იჭედებოდა;
ეს ვარდი;
ვაზის რტო;
ვაზნარო და ატამეთო;
ვაჟა-ფშაველას საფლავზე დიდუბეში;
ვაჟა-ფშაველას;
ვეფხისტყაოსანს;
ვინ სთქვა ქართული ლექსი პირველმა;
ვისმენ მაისის სიმთა ხმას;
ვუმღერ სამშობლოს;
ზამთრის დილა;
თბილისი (ლირიკული პოემა);
თბილისის განთიადი;
თბილისის ოსტატები;
თბილისო, ჩვენო თბილისო;
თბილისო;
თბილისური გაზაფხული;
თელავის ნაკერჩხალი;
თოლია;
თუ კი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით;
თუ შენ არ გიკვირს…;
თუ წავიდა გაზაფხული;
თუშის ქალს ალავერდობაში;
ივრის პირად;
ილია ჭავჭავაჟის აჩრდილს;
ილიას სურათზე;
იორის ღამე;
იოსებ დავითაშვილის სურათზე;
კალმით, ლერწამით ფრთით დაწერილი;
კახეთი;
კახური განთიადები (ლირიკული პოემა);
ლადო გუდიაშვილს;
ლენინი საქართველოში;
ლექსო;
მაგონდება ჩუქურთმაში ვყავილი;
მაინც არ გავცვლი;
მამაპაპურო კერაო;
მარად ბრწყინავს სამშობლო;
მაშ, რა ვუყოთ პოეტებო;
მაშინ;
მე ახლა მივხვდი;
მე გული წმინდა ვერცხლივით;
მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას”;
მე მიყვარს;
მე რომ მიყვარხარ…;
მე შენს სიყვარულს, ძვირფასო;
მე ხეკორძულს წყალი შემისვამს;
მეკვლეს სიტყვა;
მესხეთი;
მეტეხის თავზე;
მეტივეები;
მზე მარჯნისფერად ისევ ბრდღვიალებს;
მზე სად ჩაექანება?;
მზისპირის ნაბანი მინდა;
მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა;
მთებში;
მთვარეში;
მინაწერი “ქართლის ცხოვრებაზე”;
მიქელ;
მიყვარს ლაჟვარდის ალმასი;
მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი;
მოგზაურობა სამშობლოში;
მყვირალობა;
მშვიდობის დღეა, მშვენიერების!;
მშობლიური, ტკბილი, მოწყალე;
მცხეთის მთებში;
მხარე ვაზებში გამოხვეული;
მხედრის ანდერძი;
მხოლოდ შენ;
ნაკადული;
ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა;
ნიკოლოზ ბარათაშვილს;
ნიკოლოზ ტიხონოვს;
ნინა ჭავჭავაძეს;
ნინოწმინდის ღამე;
ნისლები;
ნუთუ?;
ნუშნარა;
ოლე;
ორი დღე;
ორი ფრინველი;
ოქროს წვიმა;
პატარა ქვაო პატარძეულში;
პატარძეული;
პატარძეულის იები;
პეტეფი;
პიიტები ბატისფრთლიანი;
პოეტის დედა;
პოეტს;
პოეტს;
რა საჭიროა ლექსისთვის ტაში?;
რაინდის ეპიტაფია;
რამ ააყვავა შენი მშვენება?;
რემინისენციები;
როგორც ირემი გამოვარდნილი;
რუსთაველს ნუ შეხედავ;
რუსთავის ვერხვი;
საათნავა;
სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება?;
სამშობლოვ!;
სამშობლოს გმირებს;
სანდრო შანშიაშვილს;
სვეტიცხოველი;
სიმღერა თარზე;
სიმღერა პირველი თოვლისა;
სიმღერა;
სიყვარული მაშ გაქვს ვისი;
სიჭაბუკე და ლექსი ერთია;
სოლომონ ლეონიძეს;
სტალინის კერა;
სულხან-საბას;
ტარას შევჩენკო, ლექსი. წარმოთქმული ლესია უკრაინკას ძეგლის გახსნაზე;
ტაძარზე;
ტოროლასავით შეფრინდი გულში;
ტოროლების ოროველი;
ტყუპები იაგუნდები;
უჯარმის ნანგრევები;
ფანასკერტელს;
ქართველ ოსტატებს;
ქართველი მევენახის სადღეგრძელო;
ქართული სიტყვავ!;
ქეთევანის წიგნი;
ქილილა და დამანა;
ღამე ივერიისა;
ყივჩაღის პაემანი;
ყივჩაღური ღამე;
შემოდგომა;
შენ, – საქართველოს სიტურფევ…;
შინმოსულისა;
შინმოუსვლელო, სადა ხარ?;
შიო;
ჩარგალში;
ჩემი იადგარი;
ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ, სამშობლოს;
ციცარი;
ძველი დაირა;
ძველი პოეტები;
ძველი საქართველო;
ძველი ქართული წარწერები;
ძველი წიგნის მწერალი;
წავა ლექსი და წაიღებს;
წარსული;
წარწერა თასზე;
წარწერა ქართველ მწერალთა სურათებზე;
წარწერა ჩემს წიგნზე;
წეროს თოვლი;
წვიმა შავ ზღვაზე;
წიგნი “ქართლის ცხოვრება”;
წინაპრებს;
წყნეთური ვარდი;
ჭაბუკი პოეტის სიკვდილი;
ხალიჩის მქსოველი დედაბერი;
ხეებზე წარწერილი ლექსები;
ჯაფირი.

“გადმოწერეთ”

პოემები:
ბერშოულა;
სამგორი
ფორთოხალა.

“გადმოწერეთ”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 1 Comment

ტიციან ტაბიძე (1893 – 1937)


ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. იყო გალაკტიონ ტაბიძის ბიძაშვი სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა.

ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.

«მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს»

– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901 –1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. 1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ “საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო “ცისფერი ყანწების” ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “…და გარიბალდის წითელი ქუდი”
- “დედას რომ ბავშვი გაეპარება”
- “ვიყავი ერთხელ მე ანტონიო”
- “სამჯერ ვარ დაბადებული”
- “ჩააქრეთ სულში სიონის ზარი”
- “ასე მგონია, თითქო ვხედავდე”
- “ღვდელი და მალარია” კუბოში”
- “ავტოპორტრეტი”
- “ალავერდობა”
- “ალექსანდრე პუშკინს”
- “ამოდის, ნათდება!..”
- “ანანურთან”
- “აპრილი ორპირში”
- “ახალი მცხეთა”
- “ბაღდათის ზეცა”
- “გალაკტიონ ტაბიძეს”
- “გაჭიანურებული მადრიგალი”
- “გელის კოლხიდა ახალ ორფეოსს”
- “გომბორის მთაზე”
- “გუნიბი”
- “და ბელადობას, ტელმან, გავალებს!”
- “დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო”
- “დასაბამიდან…”
- “დაღესტნის გაზაფხული”
- “ებრაული მელოდია”
- “ევქსინის პონტი”
- “ვალერიან გაფრინდაშვილს”
- “ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე”
- “ვლ. მაიაკოვსკის დედა და დები”
- “თამუნია წერეთელს”
- “თამუნია წერეთელს”
- “თამუნია წერეთელს”
- “თბილისის ღამე”
- “თეთრი სიზმარი”
- “იარალის”
- “ილაიალი”
- “იმათი იყოს ეს სადღეგრძელო”
- “ირემი აქებს იალაღს!..”
- “ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზე”
- “ისია ნაზაროვას”
- “კარმენსიტა”
- “კახეთში”
- “ლექსი მეწყერი”
- “ლექსი წელკავი”
- “ლექსის დაბადება”
- “ლურჯი ედემი”
- “მაგი წინაპარი”
- “მასკარადში”
- “მაშ გამარჯვება…”
- “მგოსნის სონეტი”
- “მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე”
- “მეარღნეები და პოეტები”
- “მეწყერი მეწყერს”
- “მუხამბაზი, რომელიც არ იმღერება”
- “მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი”
- “ნოემბერი”
- “ნუ გაიკვირვებ”
- “ორი აპრილი”
- “ორი არაგვი”
- “ორპირელი კომკავშირელი კრემლში”
- “ორპირი”
- “ორპირის ოქროპირი”
- “ორპირის სეზონი”
- “ოქროყანა”
- “ოქროყანა”
- “ოცდასამი აპრილი”
- “პავლო იაშვილს”
- “პარკში”
- “პეტერბურგი”
- “პიერო”
- “პოემა-ჩაღატარ”
- “პრინცი მაგოგი”
- “რია-რია”
- “რომ იყოს თერგი ორი ამდენი”
- “სამშობლო”
- “სანტიმენტალური მოგზაურობა”
- “სარგის ჯაყელი”
- “სასაფლაოზე”
- “სატურნი და მალარია”
- “სეზონის ფალავანი”
- “სერგეი ესენინს”
- “სკვითური ელეგია”
- “სომხეთში”
- “სოღანლუღიდან”
- “ტანიტ ტაბიძე”
- “ტფილისი”
- “უაბჯარონი”
- “უდაბნოს აჯანყება”
- “უჟმური კვირა”
- “ფატმან ხათუნი”
- “ქალდეას ბალაგანი”
- “ქალდეას მზე”
- “ქალდეას სიზმრები”
- “ქართლის ცხოვრება”
- “ღვდელი და მალარია”
- “ყვავილები”
- “შემოდგომის დღე ოქროყანაში”
- “შეხვედრა კონსტ. ბალმონტთან მოსკოვის ახლოს ტყის ქალაქში”
- “შორეული”
- “ჩემი წიგნი”
- “ძრწოდე ვალტასარ…”
- “წიგნიდან ”ქალდეას ქალაქები””
- “წინათ თუ ერთი იყო მთრეხელი”

პოემები:
- “გაზაფხულის დღესასწაულზე (ლექსი პროზად)”
- “გულდაგულ”
- “კოლხიდის ცის ქვეშ”
- “მწუხრულ ჰანგზე (სილუეტები)”
- “პირველი სევდა”
- “პოემიდან ”თვრამეტი წელი””
- “რიონი-პოეტი”
- “როალდ ამუნდსენ”
- “ფრონტებზე”
- “ქალი და მგოსანი”
- “ყოფნის აღქმა”
- “შექმნილი ლეგენდა (წარსულის მოგონებანი)”

პროზა:
წერილები:
- “ვალერი ბრიუსოვი”
- “ილია ჭავჭავაძე”
- “ლადო გუდიაშვილი”
- “ლადო მუსხელიშვილი”
- “ნინო ჭავჭავაძე”
- “ოვანეს თუმანიანი”
- “ომის თემა ქართულ მწერლობაში”
- “ქიმერიონი”
- “შოთა რუსთაველი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , | 2 Comments