დაგჭირდებათ:
მუსიკა
შეიყვანეთ ქართული ასოები
კატეგორიები
ძირითადი
ქართული ფონტი
დაგვამატე Facebook – ზე
დაეხმარე საიტს დაკლიკე
რეკლამა
კალენდარი
April 2018 M T W T F S S « Dec 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 რეკლამა
დაეხმარე საიტს დაკლიკე
რას ათვალიერებს ხალხი ამჟამად
გურამ დოჩანაშვილი (1939) 9 minutes, 19 seconds ago
გურამ ჯახუტაშვილი – ისტორიაა 9 minutes, 34 seconds ago
დაეხმარეთ საიტს არსებობაში 10 minutes, 30 seconds ago
რა არის ner.ge – ? 11 minutes, 37 seconds ago
აქვსენტი ცაგარელი (1857 – 1902) 12 minutes, 29 seconds ago
რეკლამა
გამოკითხვა
Loading ...
ტეგები
Wibiya Toolbar ასპინძის ომი აფორიზმები ბაში-აჩუკი გაზაფხული გალაკტიონ ტაბიძე გამზრდელი გლახის ნაამბობი დავით გურამიშვილი ერეკლე მეფე და ინგილო ქალი ვაჟა ფშაველა ვახუშტი კოტეტიშვილი ვეფხის ტყაოსანი თბილისი ია იავნანამ რა ჰქმნა? ილია ჭავჭავაძე იროდიონ ევდოშვილი ის კაცია ადამიანი?! ლადო ასათიანი ლადო გუდიაშვილი მამუკა ბარათაშვილი მგზავრის წერილები მურმან ჯინორია მუხა ნიკო გომელაური ოთარაანთ ქვრივი პატარა-კახი პოეზია პოეტი პროზა სიახლე სიბრძნე სიცრუისა სულიკო სურამის ციხე ტანო ტატანო უცენზურო სიტყვები ქართლის დედა ქუჩა შუშანიკის წამება ჩემი თავგადასავალი ცხრა ძმანი ხერხეულიძენი ხევის ბერი გოჩა ჰაგიოგრაფიაჩვენი ფორუმი
Tag Archives: აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი (1840 1915)
აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი – გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
ბიოგრაფია:
განათლება:
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა:
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― “საიდუმლო ბარათი”, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის “აკაკის თვიური კრებული” (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს “ხუმარა”, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.
ხელმოწერა
შემოქმედება:
პოეზია:
ლექსები:
- “თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ”
- “რაც არ იწვის, არ ანათებს”
- “სანამ ვიყავ ახალგაზრდა”
- “ღმერთო, წვიმა მოიყვანე”
- “ჩემო თავო, ბედი არ გიწერია”
- “ავადმყოფი მგოსანი”
- “ავადმყოფი”
- “ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ”
- “აღმართ-აღმართ”
- “ახალი გზა”
- “ახალი სიმღერა”
- “გაზაფხული”
- “გაზაფხულის მაყრები”
- “განთიადი”
- “გაუბედავი სიყვარული”
- “გლეხის საჩივარი”
- “გოდება”
- “გორი”
- “გულის პასუხი”
- “გულის პასუხი”
- “დედის სიმღერა”
- “ზღვაო, აღელდი, აღელდი!”
- “თქვენი ჭირიმე”
- “ილიას მოკვლის გამო”
- “იმერული ნანინა”
- “იმერული სიმღერა”
- “ინტერნაციონალი”
- “იუბილე”
- “მინდა რამ ვთქვა”
- “მომაკვდავის ფიქრები”
- “მუშის ნატვრა”
- “მუშური”
- “მუშური”
- “მუხამბაზი”
- “ნატვრა”
- “ობოლი”
- “პატარა მურია”
- “პოეტი”
- “რუსთაველის სურათზე”
- “საიდუმლო ბარათი”
- “სალამური”
- “სალამური”
- “სატრფოს”
- “სიზმარი”
- “სიყვარული”
- “სულიკო”
- “სურვილი”
- “უკანასკენლი ლექსი”
- “ფუტკარი”
- “ქართველი ქალი”
- “ქებათა-ქება”
- “ქუთაისი”
- “ღამურა”
- “შიქასტა”
- “ჩანგური”
- “ჩემი თხა”
- “ჩემი სიმღერა”
- “ციცინათელა”
- “ძირს”
- “ძმობა, ერთობა და სიყვარული”
- “ჭაღარა”
- “ხალხური”
- “ხანჯალს”
- “ხარაბუზა და ფუტკარი”
- “ხატის წინ”
პოემები:
- “გამზრდელი”
- “თორინიკე ერისთავი”
- “ნათელა”
დრამები:
- “თამარ ცბიერი”
- “პატარა-კახი”
პროზა:
მოთხრობები:
- “ბაში-აჩუკი”
- “ჩემი თავგადასავალი”
Continue reading
Posted in მწერლები
Tagged აკაკი წერეთელი, ბაში-აჩუკი, გამზრდელი, პატარა-კახი, პოეზია, პოეტი, სულიკო, ჩემი თავგადასავალი
1 Comment