ლავრენტი არდაზიანი (1815 – 1870)

ლავრენტი პეტრეს ძე არდაზიანი (დ. 1815, თბილისი ― გ. 1 იანვარი/13 იანვარი, 1870, იქვე), ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია:
არდაზიანის მამა, დეკანოზი პეტრე, და დედა, სოფიო, განათლებული და ქართლი მწერლობის მოყვარული პირები იყვნენ. არდაზიანმა დაამტავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837). 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, “ამიერკავკასიის პრიკაზში”, გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა.

სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის “ჰამლეტის” პროზაული თარგმანით (“ცისკარი, 1858″) და მალე “ცისკრის” წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი “ფულები” – “ცისკარი”, 1859), ხოლო ცნობილ რომანში “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (“ცისკარი”, 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება ტავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის – მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში “მორჩილი” (“ცისკარი”,1862).

იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: «Белый обзор 12 книжек журнала “Заря”. С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა» (“ცისკარი”, 1859), “პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე” (“ცისკარი”, 1859), “ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა” (“ცისკარი”, 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღბა ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში “მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ” (“ცისკარი”, 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, “ცრუგანათლებულნი”. არდაზიანის ფსევდონიმების “ბიძია თონიკე”, “ალექსი ელბაკიძე”.

შემოქმედება:

პროზა:
- “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”

About გუგა ყველაშვილი

I Love Ner.Ge
This entry was posted in მწერლები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


5 + 5 =

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>