ნათია როსტიაშვილი

ნათია როსტიაშვილის შესახებ (წერს თვითონ ნათია)

ამბობენ, ჟურნალისტს სქესი არ აქვსო. რაც თავი მახსოვს, ორი ვარ: ქალი და ჟურნალისტი.
…კიკინებიანი (არ მიჭერდა) გოგონა ვიყავი. ბიჭებს არ (ვერ) ვცემდი და არ (ვერ) ვემეგობრებოდი. ყველაზე ტკბილად ჩემი ბავშვობის გაზაფხულები მახსენდება, როცა რეიტუზიდან გეტრებზე გადასვლის სეზონი დგებოდა. დავდიოდი ცეკვაზე (როგორც ყველა), მუსიკაზე (როგორც ყველა) და მხატვრულ კითხვაზე, სადაც ჩემდა გასაკვირად (დღემდე მიკვირს) კი არ ვკითხულობდით, ვწერდით. მეუბნებოდნენ, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა და აუცილებლად მწერალი ან ჟურნალისტი უნდა გამოვსულიყავი.
მეც ასე ვფიქრობდი. თუმცა ქორეოგრაფი დაჟინებით მთხოვდა, ცეკვას გაჰყევიო. რაც შეეხება მუსიკის მასწავლებელს, ის კიდევ უფრო მეტი დაჟინებით მ(ოი)თხოვდა, წერე, იცეკვე, რაც გინდა ქენი, ოღონდ მუსიკას შეეშვიო… გულში, რაღა დაგიმალოთ და, მოდელობაც მწადდა.
-მოდელი და ჟურნალისტი? ორივე? აჰ, არა, ბაბუ. ქალი ან ლამაზი უნდა იყოს, ან ჭკვიანი. – გადამიწურა იმედი ბაბუამ. თუმცა რა იცოდა, მისი ოცნება უფრო უიმედო იყო… – მუზიკანტი უნდა გამოხვიდე, ბაბუ, შენ…
შევყევი მოგონებებს… არადა ალბათ იქიდან უნდა დამეწყო. რომ 11 წელია ჟურნალისტი ვარ, რომ “სიბერეში” მოდელობის სურვილიც ავისრულე, მაგრამ პოდიუმზე გამოსვლისას გონებაში რესპონდენტთან შეხვედრას ვგეგმავდი, სიარულს კი რესპოდენტთან მიმავალი ვხვეწდი. ჩემთან (როგორც მოდელთან) ინტერვიუზე მოსულ Kურნალისტს, თითქმის ყოველთვის იმას ვუმტკიცებდი, რომ მოდელები სულაც არ არიან სულელები, ხოლო როცა მე მივდიოდი მოდელის ჩასაწერად, ჩემს რესპოდენტს სიტყვას გადავუკრავდი ხოლმე (თითქმის ყოველთვის), რომ “მოდელებს, არცთუ ისე ჭკვიან ქალთა კატეგორიას მიაკუთვნებენ…” მოკლედ, გავიხლიჩე. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ისევ მთლიანი ვარ. ვაკეთებ საყვარელ საქმეს (ურომლისოდაც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია), ვზრდი პატარა გიორგის (ურომლისოდაც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია) და ვარ ქალი, ურომლისოდაც (იმედი მაქვს) ჩემთვის საყვარელი მამაკაცის ცხოვრება წარმოუდგენელია…

შემოქმედება:

პროზა:

- “შენ ქვის მთლელი ხარ”
- “ტახტისუკანა ჩანაწერები”

About გუგა ყველაშვილი

I Love Ner.Ge
This entry was posted in თანამედროვე მწერლები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


6 * = 24

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>