გრიგოლ აბაშიძე (1914 – 1994)


გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 19 ივლისი/1 აგვისტო, 1914, სოფ. ზედა რგანი, ჭიათურის რაიონი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი), ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.

ბიოგრაფია:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა – “სამხრეთის საზღვარზე” (1949), “ლენინი სამგორში” (1950, ორივე ციკლოსთვის – სახელმწიფო პრემია, 1951), “თუნდ დავიარო მთელი სამყარო” (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.

აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში (“მტრები”, 1941; “გაზაფხული”, 1945; “მას დიდება”, 1944; “ძლევამოსილი”, 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით (“გიორგი VI”, 1942; “ძლევის ქედი”, 1943; “ზარზმის ზმანება”, 1946; “ციხის ლეგენდა”). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები “ლაშარელა” (1957), “დიდი ღამე” (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები “ქვევრი” (1961 – სათაურით “შემოღამება ქვევრში”), “ცხოვრება წინ არი” (1964) და რომანი “ყორნალი” (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა “მოგზაურობა სამ დროში” (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და “საპატიო ნიშნის” ორდენები. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს VIII-IX მოწვევის დეპუტატი. იყო ჟურნალ “ნიანგის”, “დროშისა” და “მნათობის” რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან – თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი.

დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება:

პროზა:
რომანები:
- “ლაშარელა”
- “ცოტნე დადიანი”

პოეზია:
ლექსები:
- “ამ სოფლის წესი”
- “ფიქრები საქართველოს რუკაზე”
- “ოდა თავისუფლებას”

About გუგა ყველაშვილი

I Love Ner.Ge
This entry was posted in მწერლები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


7 - 6 =

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>