სარგის თმოგველი (XII საუკუნე)

სარგის თმოგველი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი დიდებული, თმოგველების ფეოდალური სახლის ფუძემდებელი, ვარამ ზაქარიას ძე მხარგრძელის ძე. თმოგველი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გიორგი რუსზე თამარის დაქორწინების შემდეგ ოთხმა მხარგრძელმა, მ. შ. სარგისმა, მოაწყვეს ძლევამოსილი ლაშქრობა თურქთა წინააღმდეგ დვინის მხარეში. თამარ მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა ამბოხების დროს სარგისი, სხვა მხარგრძელებთან ერთად, თამარს ემხრობოდა. ამბოხების ჩაქრობის შემდეგ თამარმა დააჯილდოვა თავისი ერთგული ფეოდალები, კერძოდ, სარგისს უწყალობა იმხანად გარდაცვლილი ამირსპასალარის გამრეკელ თორელის საკარგავი – თმოგვის ციხე (ჯავახეთში), რის შემდეგაც სარგისი იწოდა თმოგველად. თმოგველი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195), შალვა ახალციხელთან ერთად მონაპირეობდა (ე. ი. იცავდა საზღვრებს) ჯავახეთში და მასთანავე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარის (ახლანდელი ყარსი) ციხის თურქებისაგან გასათავისუფლებლად. ზოგი მეცნიერი მას მწერალ სარგის თმოგველთან აიგივებს.

შემოქმედება:

პროზა:
- “ვისრამიანი”

About გუგა ყველაშვილი

I Love Ner.Ge
This entry was posted in მწერლები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


7 + = 12

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>