Monthly Archives: March 2011

ბექა ხერგიანი


ბექა ხერგიანი დაიბადა ქ.თბილისში. სწავლობდა ი.ჯავახიშვილის სახელობის #53-ე სკოლაში. ჩააბარა საქ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიაში სადაც სწავლობდა მწვრთნელთა ფაკულტეტზე. წარმოშობით ბექა ხერგიანი მისტიიდანაა. იგი უცოლშვილოა ჯერჯერობით. იზიდავს ხატვა, წერა, ხეზე ჩუქურთმების კვეთა და მთაში ლაშქრობა.
შემოქმედება:
პოეზია:
ლექსები:
- “ძილი ნებისა”
- “ნება”
- “მეწამული ვარდები”
- “სიცოცხლე” Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

გიორგი ზარნაძე (1986)


გიორგი ზარნაძე დაიბადა ქ. თბილისში 1989 წლის 24 ნოემბერს. 2003 წელს დაამთავრა საუნივერსიტეტო ლიცეუმი იურიდიული პროფილით. 2003-2007წწ სწავლობდა სტუ-ში, რომელიც დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მუშაობდა სხვა და სხვა ორგანიზაციებში იურისტად. ამჟამად ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას აჭარის რეგიონში. ყავს მეუღლე და ორი შვილი

შემოქმედება:

პროზა:

- “უმზეო განთიადი”
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Leave a comment

ნათია როსტიაშვილი

ნათია როსტიაშვილის შესახებ (წერს თვითონ ნათია)

ამბობენ, ჟურნალისტს სქესი არ აქვსო. რაც თავი მახსოვს, ორი ვარ: ქალი და ჟურნალისტი.
…კიკინებიანი (არ მიჭერდა) გოგონა ვიყავი. ბიჭებს არ (ვერ) ვცემდი და არ (ვერ) ვემეგობრებოდი. ყველაზე ტკბილად ჩემი ბავშვობის გაზაფხულები მახსენდება, როცა რეიტუზიდან გეტრებზე გადასვლის სეზონი დგებოდა. დავდიოდი ცეკვაზე (როგორც ყველა), მუსიკაზე (როგორც ყველა) და მხატვრულ კითხვაზე, სადაც ჩემდა გასაკვირად (დღემდე მიკვირს) კი არ ვკითხულობდით, ვწერდით. მეუბნებოდნენ, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა და აუცილებლად მწერალი ან ჟურნალისტი უნდა გამოვსულიყავი.
მეც ასე ვფიქრობდი. თუმცა ქორეოგრაფი დაჟინებით მთხოვდა, ცეკვას გაჰყევიო. რაც შეეხება მუსიკის მასწავლებელს, ის კიდევ უფრო მეტი დაჟინებით მ(ოი)თხოვდა, წერე, იცეკვე, რაც გინდა ქენი, ოღონდ მუსიკას შეეშვიო… გულში, რაღა დაგიმალოთ და, მოდელობაც მწადდა.
-მოდელი და ჟურნალისტი? ორივე? აჰ, არა, ბაბუ. ქალი ან ლამაზი უნდა იყოს, ან ჭკვიანი. – გადამიწურა იმედი ბაბუამ. თუმცა რა იცოდა, მისი ოცნება უფრო უიმედო იყო… – მუზიკანტი უნდა გამოხვიდე, ბაბუ, შენ…
შევყევი მოგონებებს… არადა ალბათ იქიდან უნდა დამეწყო. რომ 11 წელია ჟურნალისტი ვარ, რომ “სიბერეში” მოდელობის სურვილიც ავისრულე, მაგრამ პოდიუმზე გამოსვლისას გონებაში რესპონდენტთან შეხვედრას ვგეგმავდი, სიარულს კი რესპოდენტთან მიმავალი ვხვეწდი. ჩემთან (როგორც მოდელთან) ინტერვიუზე მოსულ Kურნალისტს, თითქმის ყოველთვის იმას ვუმტკიცებდი, რომ მოდელები სულაც არ არიან სულელები, ხოლო როცა მე მივდიოდი მოდელის ჩასაწერად, ჩემს რესპოდენტს სიტყვას გადავუკრავდი ხოლმე (თითქმის ყოველთვის), რომ “მოდელებს, არცთუ ისე ჭკვიან ქალთა კატეგორიას მიაკუთვნებენ…” მოკლედ, გავიხლიჩე. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ისევ მთლიანი ვარ. ვაკეთებ საყვარელ საქმეს (ურომლისოდაც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია), ვზრდი პატარა გიორგის (ურომლისოდაც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია) და ვარ ქალი, ურომლისოდაც (იმედი მაქვს) ჩემთვის საყვარელი მამაკაცის ცხოვრება წარმოუდგენელია…

შემოქმედება:

პროზა:

- “შენ ქვის მთლელი ხარ”
- “ტახტისუკანა ჩანაწერები”
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

გელა დოლიძე (1960)


გელა დოლიძე დაიბადა 1960 წელს ქალაქ თბილიში, იგი გახლავთ დაოჯახებული. მას გააჩნია რამოდენიმე საავტორო პროექტი და მრავალ პროექტში მიუღია მონაწილეობა
წაიკითხეთ ვრცლად…

განათლება:
პოლიტექნიკური ტექნიკუმი, არქ-სამშენებლო ფაკ. 1976 წ.
პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტურის ფაკ. 1981 წ.

სამუშაო გამოცდილება:
1981-1995 წ. საპროექტო ინსტიტუტი “კომუნმშენპროექტი” პროექტის მთავარი არქიტექტორი.
1992-1994 წ. მრავალდარგოვანი ფირმა “ნეიტრალი” დირექტორის მოადგილე.
1994-1996 წ. 134-ე საშ. სკოლა. ხელოვნების ისტორიის პედაგოგი.
1996-2006 წ. ფირმა “ტრანსექსპრესი”. ოპერატორი.
2006-2008 წ. ფირმა “ჰაუსარტი” არქიტექტორი.
2008-დღემდე კერძო პრაქტიკა არქიტექტურაში.

.

შემოქმედება:
ბატონი გელა თავის მოთხრობა “ბედნიერი ვარსკვლავის რაინდებს” უძღვნის ძველ მეომრებს: მიშა ნოზაძეს, მიშა ოქრომჭედლიშვილს, და კოლია დოლიძეს.

პროზა:
მოთხრობა:
- “ბედნიერი ვარსკვლავის რაინდები”
- “საყვარელი დეიდა ნატო”

P.S.
ავტორი მომავლისთვის კიდევ გვპირდება სხვა ნამუშევრებსაც… Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , | Leave a comment