Category Archives: მწერლები

დავით კლდიაშვილი (1862 – 1931)


დავით სამსონის ძე კლდიაშვილი(დ. 29 აგვისტო/11 სექტემბერი, 1862, სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის რაიონი ― გ. 24 აპრილი, 1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში), ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930).

ბიოგრაფია:
დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების მანძილზე უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან; გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო. 1905—1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

შემოქმედება:
კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი გზის დასწყისად 1893 წელი უნდა მივიჩნიოთ, როცა ჟურნალ „მოამბეში“ კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა“ გამოქვეყნდა. სოციალური ჩაგვრით, უმეცრებითა და ცრურწმენით მოცული სოფლის ფონზე კლდიაშვილმა მძაფრი ტრაგიზმიტ დაგვიხატა გაუნათლებლობისა და სიხარბის მსხვერპლი — გლეხი კაცია საგუნაშვილი. ასევე ცრურწმენასა და მავნე ტრადიციებს შეეწირნენ მარინე და ფეფენა („მსხვერპლი“, 1894). მოგვიანებით მწერალი დაუბრუნდა ამ თემას და მოთხრობა „მიქელაში“ (1904) ასახა ოჯახის გადაშენების ფანატიკური შიშით შეპყრობილი მორწმუნე კაცის უნეგეშო ყოფა.

კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი — ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა.

კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვა — პრველად გამოჩნდა მოთხრობა „სოლომონ მორბელაძეში“ (1894). ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა, გაღატაკებული, ზნეობრივად დაკნინებული აზნაური სოლომანი სასარგებლო შრომას თაკილობს და მაჭანკლობით შოულობს ორიოდე გროშს. სოლომანი თვითონ ებმება ტყუილების ბადეში, ასე გულდაგულ რომ მოამზადა. განუყრელ ჯორზე ამხედრებულ ხელმოცარულ მაჭანკალს ისღა დარჩენია „ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრების“ წყევლით იჯეროს გული.

ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს (მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“, 1897). მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს — ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს. მოზიარის გაჩენა ადამიანურ სახეს უკარგავს გაშმაგებულ პლატონს. წარსულის მოგონებით, ილუზიებით სულდგმულობს მოხუცი ეკვირინეც („ქამუშაძის გაჭირვება“, 1900). მისი შვილი აზნაური ოტია ქამუშაძე, პლატონის მსგავსად, მუხლჩაუხრელად შრომობს, მაგრამ შიმშილისა და გაჭირვებისათვის თავი ვერ დაუღწევია. ქალაქელი მეუღლის სონიას დაჟინებული რჩევით, სასოწარკვეთილი ოტია ქალაქს მიაშურებს იმ იმედით, რომ იქ მაინც იპოვის ცხოვრების სახსარს, ამავე მოთხრობაში კლდიაშვილმა „ახალი ცხოვრებისათვის დაგეშილი“ გაქალაქებული აზნაურების პორფირე ბიაშვილისა და ბეგლარ ჯინჭარაძის ზნეობრივად დეგრადირებული სახეები დაგვიხატა. ერთ დროს წარჩინებული საგვარეულოს მანველიძეების ნაშიერი. სულიერად დაცარიელებული როსტომი უკიდურეს სიღატაკეში ელის თავისი ცხოვრების დასასრულს, „ყველაზე გულგატეხილი, ყველაზე გულდაწყვეტილი“ („როსტომ მანველიძე“, 1910).ცხოვრებისეული „უტყური მასალა“, რომელსაც მწერალი იყენებს, უნუგეშოა და უსასოო. მწერალი მწვავედ განიცდის ამ უნუგეშობას, ეძიებს გზებს ადამიანის სრულყოფისათვის, მისი ზნეობრივი განწმენდისათვის. განწირულ „შემოდგომის აზნაურებს“ იგი წარმოგვიდგენს დიდი ჰემანიზმით გამთბარი ტრაგიკული ინტონაციებითა და იუმორით; საერთოდ, ტრაგიკულისა და კომიკურის მონახვლეობა კლდიაშვილის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, რაც კათარსისისათვის არის მოწოდებული. მხოლოდ იშვიათად მიმარტთვას მწერალი მძაფრ, დაუნდობელ სატირას („ბაკულას ღორები“, 1920).

კლდიაშვილის შემოქმედებაში ერთგვარი დისონანსი შეაქვს მის ადრინდელ მოთხრობას „წრფელი გული“ (1896), რომელსაც მწერლისათვის უჩვეულო დიდაქტიკურიელფერი ახლავს. მოთხრობაში ასახულ ყოფით კონფლიქტს, ე. წ. „სიყვარულის სამკუთხედს“ ძლევს ქართველი ქალის კდემამოსილება.

კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილე გამოხატა მან პიესებში „ირინეს ბედნიერება“ (1897), „დარისპანის გასაჭირი“ (1903)და „უბედურება“ (1914), რომლებიც მისი შემოქმედების მთავარ პათოსს — უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებას გადმოსცემენ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედია „დარისპანის გასაჭირმა“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენაზე. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს, მაინც არ იშლის.

კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რომლის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა მას.

კლდიაშვილი დაუბრუნდა 1914 წლიდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას და 1925 წელს გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რომელიც ქართული მემუარული ლიტერატურის მშვენებაა. 1924—1926 დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა კლდიაშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.

კლდიაშვილის მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა, მოთხრობათა ორტომეული — 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული — 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად — 1933, 1935 და ა. შ.

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობები:
- “ბაკულას ღორები”
- “მსხვერპლი”
- “სოლომონ მორბელაძე”
- “როსტომ მანველიძე”
- “სამანიშვილის დედინაცვალი”
- “მრევლში”
- “ქამუშაძის გაჭირვება”
- “მიქელა”
- “შერისხვა”

პიესები:
- “დარისპანის გასაჭირი”
- “ირინეს ბედნიერება”
- “უბედურება” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment

უიარაღო (1872 – 1929)

უიარაღო (ნამდვილი სახელი და გვარი – კონდრატე დავითის ძე თათარიშვილი) (* 21 სექტემბერი, 1872, სოფ.აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი ― † 9 მაისი, 1929, თბილისი), ქართველი მწერალი.

1887 წლიდან სწავლობდა თბილისის, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1894). პირველი მოთხრობა “მშვიდობით” 1895 გამოაქვეყნა ჟურნალ “მოამბეში”. 1896 მღვდლად ეკურთხა. სიკვდილმისჯილი რევოლუციონერი ჯარისკაცების გამოსარჩლებისათვის 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს.

უიარაღომ განაგრძო ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში (“მოამბე”, “ჯეჯილი”, “კვალი”, “მეგობარი”, “დროება” და სხვა). მოთხრობებში “მე და ბიძაჩემი”, “ჩაიზე”, უსიამოვნო შეხვედრა”, “რეაქცია”, “პირუთვნელი დაფასება”, “წესდება” (1900-1913) მწერალი ამხელდა ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებას. მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქათველოს.

1912-1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1921) მუშაობდა თსუ გეოლოგიის ლათედრის ასისტენტად, 1923 წლიდან აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში. უიარაღოს სამეცნიერო შრომები ძირითადად შეეხება კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთ ნაწილის ჰიდროგეოლოგიურ საკითხებს. იკვლევდა აგრეთვე საშენი მასალებისა და ბენტონიტური თიხების საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს.

უიარაღოს უმნიშვნელოვანესი თხზულება, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვა ავტორს, არის ისტორიული მოთხრობა “მამელუკი” (გამოქვეყნდა 1912, კრებული “გრდემლი”, წიგნი II, ფილმი (“მამლუქო”), 1958). მოთხრობა ძველი საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს – ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მკვეთრმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მძაფრ სიუჟეტთან შერწყმულმა ნათელმა და შთამბეჭდავმა სტილმა განაპირობა რევოლუციამდელი პროზის ამ “პატარა შედევრის” (ტ.ტაბიძე) ფართო პოპულარობა.

უიარაღოს ეკუთვნის აგრეთვე რომანი “მაძიებელნი” (დაიწერა 1902, პირველად შემოკლებულად დაისტამბა 1940 ჟერნალ “მნათობში”). 1957-1958 წლებში გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა სრული კრებული ორ ტომად (შემდგენელი, მონოგრაფიული ნარკვევისა და ბიბლიოგრაფიული შენიშვნებისა ავტორი სოლომონ ცაიშვილი).

შემოქმედება:

პროზა:
მოთხრობა:
- “მამელუკი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

ნოე ჩხიკვაძე (1883 – 1920)

სამწუხაროდ ნოე ჩხიკვაძეზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “მე მოველ და მოგიტანე სიმღერების კონა”
- “იმღერე, მუზავ, გევედრები, კიდევ იმღერე”
- “ბოგანო”
- “გედის ყივილი”
- “დაუმთავრებელი ლექსი”
- “დიდება”
- “მჭედელი”
- “შრომის ფსალმუნი;”
- “შრომის ჰანგი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , | Leave a comment

იროდიონ ევდოშვილი (1873 – 1916)

სამწუხაროდ იროდიონ ევდოშვილზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის”
- “ლამაზმა ქალმა ღიმილით”
- “რას შესცქერ, ძმაო, ფანჯარაში მდიდრის ქულაჯას”
- “ადამიანი”
- “ამონაკვნესი”
- “ახალი წელი”
- “გავჩუმდე?!”
- “გაზაფხული”
- “გამომშვიდობება გადასახლებულისა”
- “განთიადი”
- “გლეხის ფიქრები”
- “დღიურს”
- “ია”
- “მეგობრებს”
- “მეზვრის ღიღინი”
- “მეტეხის ციხე”
- “მოღლილს”
- “მუზა და მუშა”
- “მუშა”
- “მჭედელი პეტრე”
- “მხოლოდ ნაღველი სამუდამოა”
- “ნატვრა”
- “პირსისხლიანო ყორანო”
- “რა ვიტაძარო?”
- “სიმღერა ასოთამწყობისა”
- “სიმღერა ტუსაღისა”
- “სიმღერა”
- “უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯილისა”
- “ურმული”
- “ქარიშხალი”
- “ყორნის ბრალია”
- “ჩამოწყვეტილი ფოთოლი”
- “ჩონგურზე”
- “ჩონგურს”
- “ციხეში”

პროზა:
მოთხრობები:
- “გველების ყორე”
- “კაკანათი”
- “მიხა დალაქი”
- “მოვიტანე”
- “მწყემსი გაგნა”
- “ორი ობოლი”
- “უბედური ქორბუდა”
- “შადრევანი”
- “ციხეში” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , | Leave a comment

ვაჟა ფშაველა (1861 – 1915)


ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 26 ივლისი (ძველი სტილით – 14), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი – გ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 10), 1915, თბილისი), ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია:
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…

შემოქმედება:
ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“ (1914) და სხვები.

ვაჟა-ფშაველა ოჯახითურთ

ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ჩარგალი. ვაჟა-ფშაველას სამუშაო მაგიდა

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).

ჩარგალი. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “ერთი რამ მინდა სათქმელად”
- “1795 წლის სახსოვრად”
- “ადგილო კურუმ-კურუმო”
- “აკაკის საიუბილეოდ”
- “ალექსანდრე ყაზბეგს”
- “ამირანი”
- “არაგვს”
- “არწივი”
- “ბაკური”
- “გაზაფხულს ია ამოდის”
- “გამოღმით მე ვარ”
- “გიგი”
- “გული გავგზავნე ქვეყნადა”
- “გულო, არ გასტყდე!”
- “გულს”
- “დაგვიანებული პასუხი აკაკის”
- “დავით გურამიშვილის ხსოვნას”
- “დამსეტყვე ცაო”
- “დევების ქორწილი”
- “დიდი თამარი”
- “ერეკლეს სიზმარი”
- “ერთხელაც იქნება, მოვკვდები”
- “ვიცანი, ღმერთო, სამყარო”
- “იას უთხარით ტურფასა”
- “ილია ჭავჭავაძის სახსოვრად”
- “ილიას საღამო”
- “იმედი საზიკაული”
- “იმერეთს”
- “ისევ შენ, ისევ, ქალაო”
- “კაი ყმა”
- “კაფია”
- “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”
- “კლდე და მდინარე”
- “კურდღის სიმღერა”
- “მაცნე”
- “მე რო ტირილი მეწადოს”
- “მემღერება და ვიმღერი”
- “მერცხლის სიმღერა”
- “მთა და ბარი”
- “მთავს ვიყავ”
- “მოგონება”
- “მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ”
- “მოლოდინი”
- “მუდარა”
- “მწყემსი ქალი”
- “მხედართა ძველი სიმღერა”
- “ნატვრა”
- “ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს”
- “ნუგეში მგოსნისა”
- “თუმცა მსმენია სიკვდილი”
- “ობოლი”
- “ომის წინ ჯარის სიმღერა”
- “პაპიჩემის ანდერძი”
- “პასუხად”
- “რა-გინდა ბედმა მიმტყუნოს”
- “რამ გაგაჩინა, ქალაო”
- “როს ვუკვირდები თავის-თავს”
- “რუსთაველის ნეშტს”
- “საახალწლოდ”
- “სანეფოს სიმღერა”
- “სიკვდილი გმირისა”
- “სიმღერა”
- “სიტყვა ეული”
- “სიყვარული”
- “სიყმე სიბერედ ვაქციე”
- “სიცოცხლემ შხამი მასმია”
- “სოფლისა წესი ასეა”
- “უნუგეშო ყოფა”
- “ფშაველი ჯარისკაცის წერილი”
- “ფშავლის სიმღერა”
- “ქალას”
- “ქეიფი”
- “ღამე მთაში”
- “შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა”
- “ჩემი ვედრება”
- “ჩემის კაცობის გვირგვინო”
- “წილის ყრა”
- “წიწილა”
- “ხევზედ მიდიან ნისლები”
- “ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი”
- “ხმა სამარიდამ”
- “ჯამრული”

მოთხრობები:
- “ალუდა ქეთელაური”
- “ბახტრიონი”
- “გველის-მჭამელი”
- “გოგოთურ და აფშინა”
- “ეთერი”
- “მოხუცის ნათქვამი”
- “სტუმარ-მასპინძელი”
- “ძაღლიკა ხიმიკაური”

პროზა:
მოთხრობები:
- “ამოდის, ნათდება”
- “ბათურის ხმალი”
- “ბუნების მგოსნები”
- “გასამართლებული ჩიბუხი”
- “ია”
- “მთანი მაღალნი”
- “მთის წყარო”
- “მოგონება”
- “როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ”
- “სათაგური”
- “სვავი”
- “ფესვები”
- “ქუდოვანი”
- “ქუჩი”
- “შვლის ნუკრის ნაამბობი”
- “ჩემი წუთისოფელი”
- “ჩხიკვთა ქორწილი”
- “ცრუპენტელა აღმზრდელი”
- “ხმელი წიფელი”

პიესა:
- “მოკვეთილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

ჭოლა ლომთათიძე (1879 – 1915)


ჭოლა ლომთათიძე (1879 – 1915)

ჭოლა ლომთათიძე დაიბადა გურიის სოფელ მეწიეთში 1878 წელს, შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში.

ბიბონ ლომთათიძე მართალია გლეხი იყო, მაგრამ არ ყოფილა მიწის მუშა იგი ძირითადად ვაჭრობით არჩენდა ოჯახს. ჰყიდდა ღვინოსა და არაყს ოზურგეთში, სამაგიეროდ იქედანაც ამოჰქონდა გასაყიდი საქონელი. ბიბონი მტკიცე ნებისყოფის და პრინციპული ხასიათის ადამიანი ყოფილა, “კუჭიანი და პირდაპირი”. რაშიც მას ამსგავსებდნენ შვილს – ჭოლას. ბიბონს ჰყოლია კიდევ სამი ძმა: უფროსი – ილარიონი ოზურგეთში ცხოვრობდა, უცოლშვილო იყო და შეძლებული, ამიტომ ის ეხმარებოდა ძმას მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვაში.

ერთ-ერთი ძმა – ლავრენტი მეწიეთში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ლასე ელიაძე იხსენებს, რომ სახლის გადაწვის შემდეგ (1906 წ.) ჭოლა ძირითადად ბიძასთან და ბიცოლასთან ცხოვრობდა. მას არც მანამდე, დედის გარდაცვალების შემდეგ, ჰყვარებია მამის სახლში, დედინაცვალთან ყოფნა.

დედა – ეროდიონე ნიკოლაიშვილი აზნაურის ქალი ყოფილა, იგი ჭლექით გარდაიცვალა მაშინ, როცა ჭოლა ცხრა წლის იყო.

მას შემდეგ ჭოლას დედობრივ მზრუნველობას ბიცოლა ლასე უწევდა. სასწავლებელშიც, სოფლის ორ კლასიან სკოლაშიც აქედან დადიოდა თურმე ჭოლა.

ბიბონის მრავალრიცხოვანი ოჯახიდან (მას შვიდი შვილი ჰყავდა) ზრდასრულ ასაკს მხოლოდ ოთხმა მიაღწია. ნინა – უფროსი ქალი, გათხოვილი ყოფილა კოხტა ხავთასზე, ფედოსი – ექიმ იაგორ ანთიძის მეუღლე, სიდო – ქობულეთელი – უსუფ დადიანის მეუღლე და ჭოლა – რომელიც დაიბადა 1878-ში და გარდაიცვალა 1915-ში 38 წლისა.

ჭოლამ დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ის სწავლობდა ოზურგეთსა და ქუთაისში, მერე ხარკოვში. მაგრამ რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდა ვერც ერთ ოფიციალურ სასწავლებელს ვერ ამთავრებდა და თვითგანვითარებით იძენს ცოდნას, განსაკუთრებით ლიტერატურულს. მან მშვენივრად იცოდა და დიდად აფასებდა რუსთაველსა და ბარათაშვილს, ილიასა და აკაკის, ყაზბეგსა და არაგვისპირელს, ვოლტერსა და ჰიუგოს, ჰეინესა და გორკის. ადრევე შეისწავლა მარქსიზმი, უმთავრესად პლეხანოვის ინტერპრეტაციით დასახელებულ მწერალთა და მოაზროვნეთა აზრები ხშირად ეპიგრაფისა და ციტატების სახითაა მოტანილი მის ნაწარმოებებში.

1896 წელს, ოზურგეთის საქალაქო სკოლაში სწავლის დროს, ჭოლა ლომთათიძე დაუკავშირდა მოსწავლეთა რევოლუციურ წრეს. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატი იყო. 1903 წლიდან ჭოლა ლომთათიძე მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას ემხრობოდა. 1907 წელს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სათათბიროს გარეკვის შემდეგ ტუბერკულიოზით დაავადებული მწერალი-რევოლუციონერი დააპატიმრეს.

ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. აქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს.

სარატოვიდან ჭოლას ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა. ამაზე მიუთითებს “ცნობა სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს საქმეთაგან”.

“მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი – ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. გადმოსვენების ორგანიზატორები ცდილობდნენ ცერემონიალში ჩაებათ სტუდენტები და მუშები, რათა დაკრძალვას უფრო სადღესასწაულო სახე მიეღო. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი ჩხენკელი. 9 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოსვენებისას იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა”. თავშეყრილი ხალხისათვის ჟანდარმერიას სიმღერისა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიუცია.

როგორც ჩანს, მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო.

თბილისში გადმოსვენებულ ნეშტს კი უამრავი ქართველი ელოდა. იოსებ მეგრელიძის გადმოცემით: “არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვაო”. ხოლო პროფესორი მოსე გოგიბერიძე აღნიშნავს, “მთელი საქართველოს თანხლებით აიტანეს ჭოლას ცხედარი კუკიის სასაფლაოზე”. იოსებ იმედაშვილის ცნობით, დაკრძალვაზე ყოფილა ასამდე გვირგვინი, რომელთაგან 47 რუსეთიდან მოვიდაო”.

ჭოლა ლომთათიძის გადასვენება კუკიის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში მოხდა 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით.

ჭოლას ჰყავდა მეუღლე, ოდესელი ებრაელის ბენიამინ გიდერინსკის ქალიშვილი, ცილია გიდერინსკაია, რომელიც ჭოლამ გაიცნო ქალაქ ნოვოროსიისკში. მათ ერთმანეთი შეჰყვარებიათ და 1904 წელს ისინი საქათველოში ჩამოსულან. ცილია მონათლულა ქრისტიანად და მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაუწერიათ მათ ჯვარი.

ცილია გიდერინსკაიასთან ჭოლას შეეძინა ვაჟი – ჭოლიკო, ცოლ-ქმარი მხოლოდ შვიდი წელი ცხოვრობდა ერთად. ამ ხნის მანძილზე ჭოლა მუდამ პატიმრობაში იყო.

ნათესავები და ნაცნობები აღნიშნავენ რძლის თავდადებასა და ჭოლასადმი მის მზრუნველობას.

1907 წელს ჭოლა დააპატიმრეს რევოლუციური მოღვაწეობის გამო. ამ დროიდან იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. იგი გადაჰყავთ ციხიდან ციხეში, (პეტერბურგის, მოსკოვის, სტავროპოლის, ხარკოვის, თბილისის, ახალციხის, ბათუმის). ჭოლა დაგროვილ ემოციებს ფურცელს უზიარებს და იქმნება მისი შემოქმედების მშვენიერი ნიმუშები.

ჭოლას ამ დროს უკვე საგრძნობლად შერყეული ჰქონია ჯანმრთელობა. მას მზრუნველობას არ აკლებდა მეუღლე ცილია, რომელიც ქმართან ერთად იცვლიდა საცხოვრებელ ქალაქებს. თავს ირჩენდა კერძო გაკვეთილებით, შვილთან ჭოლიკოსთან ერთად დადიოდა ქმრის სანახავად ციხეებში. თურმე მძიმე სენით შებყრობილი ჭოლა შვილს სახეზე არ ჰკოცნიდა.

შვიდი წლის ცოლქმრული ურთიერთობა ცილიას დაურღვევია. მან ცხოვრების თანამგზავრად სხვა აირჩია, (ეს იყო რუბენ პავლეს ძე კატანიანი, ბოლშევიკური პარტიის წევრი 1903 წლიდან) და საქართველო დაუტოვებია. თან წაუყვანია შვილიც – ჭოლიკო, რომელსაც, ალბათ, იმ დროს არსებული ვითარებისა და გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო გვარი გამოუცვალა და დაწერა მეორე ქმრის კატანიანის გვარზე.

თუმცა, როგორც ირკვევა, ქმრის ნათესავებთან მას კავშირი არც შემდეგ გაუწყვეტია და არც ქმრის დაცვაზე აუღია ხელი, ამას მოწმოსბ ცილიას გამოსვლა მწერალთა კავშირის ყრილობაზე 1935 წელს და სტალინისადმი მიწერილი წერილი ჭოლას ხსოვნისა და შემოქმედების დასაცავად. (მ. მეგრელიძის მოგონებებიდან)

სტალინის და ჭოლას ურთიერთობასა და მეგობრობაზეც მოგვეპოვება რამდენიმე ინფორმაცია. ბიცოლა ლასე იხსენებს, რომ 1906 წელს, როცა დამსჯელმა რაზმმა ჭოლას სახლი გადაწვა, ჭოლა მეწიეთში იმყოფებოდა და იმალებოდა ბიძის ლავრენტის სახლში. მასთან ერთად ყოფილა კაცი, ასევე რევოლუციონერი და დევნილი, ლასეს ისინი შუაღამისას ტყეში დაუმალავს. იქ უზიდავდა მათ ერთი კვირის განმავლობაში სურსათ-სანოვაგეს. როგორც ბიცოლა აღნიშნავს, მაშინ არ იცოდა და მერე გაიგო, რომ ეს კაცი, ჭოლას მეგობარი, სტალინი ყოფილა. სტალინი რომ კარგად იცნობდა ჭოლასაც და მის შემოქმედებასაც ამაზე მოწმობს მისი პასუხი ცილიას წერილისადმი.

სტალინს, როგორც ჩანს, არც შემდეგ დაუვიწყნია მეგობარი და 1937 წელს რეპრესიების დროს, როცა ჭოლიკო კატანიანს დახვრეტა ემუქრებოდა, მისთვის გადასახლება მიუსჯია. მართალია უცნაური ხერხია, თუმცა ამან გადაარჩინა ჭოლას შვილი სიკვდილს.

ჭოლა ლომთათიძეს დიდად აფასებდნენ, როგორც მწერალს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ გამოთქმულია ბევრი მნიშვნელოვანი აზრი. აღსანიშნავია, რომ მას მიიჩნევდნენ მწერლად, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი ძალების ბოლომდე რეალიზება ეპოქისა და დროის უკუღმართობის გამო. მისი შემოქმედების ძირითადი ნაწილი ხომ ციხეებში შეიქმნა. თავად ჭოლა ასე იხსენებს ამ პერიოდს: “მთელი ორი წელი ვიშრომე, ვთარგმნე ყველა ლირიკული ლექსი ჰეინესი, ყველა პოემა… ყველა ამას ვასწორებდი, ვადარებდი დედანს, დროს ვკლავდი და ბედს ვმადლობდი…

და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ორი წლის ნაშრომი სხვა ნაწერებთან ერთად შეკრიბეს და ცეცხლის ალში გაწმინდეს, ფერფლად აქციეს”.

ნიშანდობლივია ტიციან ტაბიძის აზრი ჭოლას შემოქმედებაზე: “ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუანტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა უახლეს ქართულ პროზაში”.

1896 წელს, ოზურგეთის საქალაქო სკოლაში სწავლის დროს, ჭოლა ლომთათიძე დაუკავშირდა მოსწავლეთა რევოლუციურ წრეს. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატი იყო. 1903 წლიდან ჭოლა ლომთათიძე მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას ემხრობოდა. 1907 წელს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს, სათათბიროს გარეკვის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადებული მწერალი-რევოლუციონერი დააპატიმრეს. შვიდი წელი იტანჯებოდა ეს ჯანმრთელობით სუსტი, უანგარო და ამაყი სულის მქონე ადამიანი მეფის საპყრობილეში. პირადი, საოჯახო და საზოგადოებრივი ტრაგედია სევდით ავსებდა მის სულს, მაგრამ საბოლოოდ ვერ სტეხდა, ვერ იმორჩილებდა. სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში დასრულდა ჭოლა ლომთათიძის ხანმოკლე სიცოცხლე, მისი პროტესტანტული, რევოლუციურ-რომანტიკული შემოქმედება კი ერთ-ერთ ბრწყინვალე თავფურცლად დარჩა უახლეს ქართულ ლიტერატურაში.

ჭოლა ლომთათიძის პირველი მოთხრობები 1905 წლის რევოლუციის წინა წლებში გამოქვეყნდა („დავითი”, „ზღვა”, „აღსარება”, „სიცრუე”, „კვლავ ფიქრი, ფიქრი”). სიკეთის, სიყვარულის, ძმობისა და ერთობის ქადაგება და ბოროტების, სიძულვილის, ჩაგვრის გმობა უდევს საფუძლად ამ მოთხრობებს. თანადროული საზოგადოება მწერალს წარმოუდგება „ვეებერთელა საპყრობილედ”, რომლის წინააღმდეგ უკვე დაძრულა აზვირთებული ზღვის ტალღა. „ოჰ, დიდებულო ტალღავ, რა მიყვარხარ შენ! მოდი, სანატრელო!” – ამბობდა მწერალი, რომელიც კაცობრიობის სიყვარულის ჰუმანისტურ თვალსაზრისს მშრომელთა ბრძოლის, ჩაგვრისადმი სიძულვილის სულისკვეთებით მათი აღზრდის საქმეს უკავშირებდა. მას სწამდა, რომ „რამდენად მეტს ნერგავ ადამიანი გულში ზიზღს რაიმე საგნისადმი, იმდენად ძლიერი მქადაგებელი ხარ სიყვარულისა, ვინაიდან წარმოუდგენელია სიყვარული, თუ სიძულვილი არ შეგიძლია” („ტალღები”, „დასაფლავება”). ჭ. ლომთათიძე თავიდანვე აშკარად მიემხრო ახალგამოსულ მუშათა კლასს და მას მიუძღვნა თავისი შემოქმედება. “მოთმინებით ჩვენ ვერ დავიმკვიდრებთ ქვეყანას”, – უხსნიდა იგი მშრომელ ხალხს, – საჭიროა ბრძოლა. „თქვენ, ჩემო ძმებო, მეგობრებო, ცხოვრების ბუშნო, სულ ყველაფერი თქვენი უღლით გაკეთებულა. ციხე, დარბაზნი, ოქრო-ვერცხლი, პური და ღვინო თქვენი ძლიერი მარჯვენით გამზადებულა. ამის ნაცვლად კი თქვენი ცრემლები დიდ ოკეანედ გადაქცეულა… თქვენთვის, ჰაერო და ფილტვებო არსებობისა, თქვენთვის მიძღვნია ჩემი სული და ჩემი გული” (“მატლი”, „კვლავ ფიქრი, ფიქრი”).

1907 წელს გამოქვეყნდა ჭ. ლომთათიძის ნაწარმოები „სახრჩობელას წინაშე”, რომელშიც ჰუმანისტური სიყვარული ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი შერწყმულია რევოლუციურ სიძულვილთან და შეურიგებლობასთან სიკვდილისადმი, რომელსაც იმ დროს ცეცხლითა და მახვილით თესდა უკვე გამარჯვებული თვითმპყრობელობა. “ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა!”- კითხულობს უღრმესი ადამიანური განცდებით სავსე ამ მოთხრობის სიკვდილმისჯილი გმირი,- მაგრამ რაკი “ქვეყანაზე ორი მოპირდაპირე ძალა არსებობს, ორი მოსისხლე, დაუძინებელი მტერი: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი; ძლიერს ჰყავს ჯარი, კანონი, მღვდელი ჯვრით ხელში, პროკურორი. მე სუსტი ვარ და ამიტომ მახრჩობენ, გავძალდები – მაინც დამახრჩობენ”,- პასუხობს იგი. ადამიანური შიში სიკვდილისადმი ვერ ძლევს ხალხის ინტერესებისათვის თავდადებულ მებრძოლს. მან იცის, რომ “მხდალნი ვერ დაისაკუთრებენ ქვეყანას”. იგი ქედუხრელი კვდება, არ ნანობს, ბედს არ ემდურის: “ხელახლა თავიდან რომ დავიწყო სიცოცხლე…, ისევ აქ მოვალ…მე ვიცოცხლე ისე, როგორც მე მინდოდა და მესმოდა სიცოცხლე…ჩემი სიყვარულიც სრული იყო და სიძულვილიც…მე ერთი იმ ბედნიერთაგანი გახლავარ, რომელსაც მიმიღია რწმენა…, შემითვისებია ის და შემდეგ სხვებისთვის გადამიცია…და ამნაირად მეც გადამიბამს ახალი რგოლები იმ დიდი და მჭიდრო ჯაჭვისათვის, რომელსაც მუშათა პარტია ეწოდებაო…”

ჭოლა ლომთათიძე მოკრძალებით ამბობდა: “მე მწერალი როდი ვარ”, ჩემი ნაწერი პოემა მხატვრული ნაწარმოები როდია, “უბრალო წერილებია გამწარებული ადამიანისა”, რომელიც საპყრობილეში ვერ ეტევა და მსოფლიოს ყველა ნამდვილი ადამიანის სიყვარულით იწვისო. იგი ოცნებობდა “მთელს ქვეყნიერებას და მსოფლიოს “მოჰფენოდა მის მიერ არაერთგზის მგრძნობიარედ და გულწრფელად ნათქვამი სიტყვები:”მე ყველა ჩაგრული, ყველა ადამიანი მიყვარსო!” “მრავალრიცხოვან მიტინგებზე, გაშლილ ცის ქვეშ, მებრძოლი პროლეტარიატის დროშის ფრიალის ცქერით, მე სალამი მივეცი თავისუფლებას”, – ამაყად აცხადებდა მწერალი, -”ვსწერ რაც გადავიტანე, რაც ვიხილე, ვსწერ საპყრობილის სურათებს, რომელშიაც ხანდახან გამოერევა ციხის გადაღმელი სურათებიც, უამისობა შეუძლებელიაო”(“უსათაურო”,”საპყრობილეში”).ჭოლა ლომთათიძის რეალისტურ-რომანტიკული შემოქმედება, მართლაც, სიცოცხლის, თავისუფლების, სამართლიანობის მოყვარე ადამიანის ავტობიოგრაფიაა. მისი განცდები და შთაბეჭდილებანია მისი სევდა და სიხარული.

სოციალ-დემოკრატი მწერლებიდან გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ჭოლა ლომთათიძე, რომლის შემოქმედებაში კრიტიკულ რეალიზმთან შერწყმული სოციალისტური რეალიზმის ელემენტები იმპრესიონისტულ-ნეორომანტიკული ფორმით გვევლინება. მის ლირიკულ პროზას საფუძვლად უდევს პირადი განცდა და შთამბეჭდილება, რომელიც საზოგადოებრივი განწყობილებისა და იდეოლოგიის ნაწილია. დაუცხრომელი ოპტიმიზმით, რევოლუციური მასის გამარჯვების რწმენით და მისი დროებითი წარუმატებლობით გამოწვეული ფარული სევდითაა განმსჭვალული მწერლის ყოველი ფრაზა, ყოველი აზრი და განცდა. დიდმა ბუნებრივმა ნიჭმა და სინამდვილის ღრმა ფსიქოლოგიური განცდის უნარმა, იმპრესიონისტული და ნეორომანტიკულ-სიმბოლისტური პოეტიკის მიღწევათა გამოყენებამ შეაძლებინა ჭოლა ლომთათიძეს დაეძლია სოციალ-დემოკრატ პოეტთა ნატურალიზმი და შემოქმედებითად განევითარებინა ქართული კრიტიკული რეალიზმი. გადაჭარბებული ემოციურობის, მსოფლმხედველობრივი გაურკვევლობისა და კომპოზიციური უსწორმასწორობის მიუხედავად, რაც ყოველთვის როდია უცხო ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებისათვის, მისი პოეტური პროზა უახლესი ქართული ლიტერატურის ორიგინალური შენაძენია.

შემოქმედება:

პროზა:
- “უსათაუროდ”
- “უბის წიგნიდან”
- “თეთრი ღამე”
- “სახრჩობელის წინაშე”
- “ჰონორარი”
- “აღსარება” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

აკაკი წერეთელი (1840 1915)


აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი – გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

ბიოგრაფია:

განათლება:

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა:

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― “საიდუმლო ბარათი”, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის “აკაკის თვიური კრებული” (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს “ხუმარა”, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.

ხელმოწერა

შემოქმედება:

პოეზია:

ლექსები:
- “თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ”
- “რაც არ იწვის, არ ანათებს”
- “სანამ ვიყავ ახალგაზრდა”
- “ღმერთო, წვიმა მოიყვანე”
- “ჩემო თავო, ბედი არ გიწერია”
- “ავადმყოფი მგოსანი”
- “ავადმყოფი”
- “ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ”
- “აღმართ-აღმართ”
- “ახალი გზა”
- “ახალი სიმღერა”
- “გაზაფხული”
- “გაზაფხულის მაყრები”
- “განთიადი”
- “გაუბედავი სიყვარული”
- “გლეხის საჩივარი”
- “გოდება”
- “გორი”
- “გულის პასუხი”
- “გულის პასუხი”
- “დედის სიმღერა”
- “ზღვაო, აღელდი, აღელდი!”
- “თქვენი ჭირიმე”
- “ილიას მოკვლის გამო”
- “იმერული ნანინა”
- “იმერული სიმღერა”
- “ინტერნაციონალი”
- “იუბილე”
- “მინდა რამ ვთქვა”
- “მომაკვდავის ფიქრები”
- “მუშის ნატვრა”
- “მუშური”
- “მუშური”
- “მუხამბაზი”
- “ნატვრა”
- “ობოლი”
- “პატარა მურია”
- “პოეტი”
- “რუსთაველის სურათზე”
- “საიდუმლო ბარათი”
- “სალამური”
- “სალამური”
- “სატრფოს”
- “სიზმარი”
- “სიყვარული”
- “სულიკო”
- “სურვილი”
- “უკანასკენლი ლექსი”
- “ფუტკარი”
- “ქართველი ქალი”
- “ქებათა-ქება”
- “ქუთაისი”
- “ღამურა”
- “შიქასტა”
- “ჩანგური”
- “ჩემი თხა”
- “ჩემი სიმღერა”
- “ციცინათელა”
- “ძირს”
- “ძმობა, ერთობა და სიყვარული”
- “ჭაღარა”
- “ხალხური”
- “ხანჯალს”
- “ხარაბუზა და ფუტკარი”
- “ხატის წინ”

პოემები:
- “გამზრდელი”
- “თორინიკე ერისთავი”
- “ნათელა”

დრამები:
- “თამარ ცბიერი”
- “პატარა-კახი”

პროზა:

მოთხრობები:
- “ბაში-აჩუკი”
- “ჩემი თავგადასავალი”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , | 1 Comment

იროდიონ ევდოშვილი (1873 – 1916)


თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის გარიცხეს.
1905 – 1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისში ჟურნალებში ”კვალი”, ”ივერია” და სხვ. ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები იბეჭდება. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა ”უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა”.
თავის ნაწარმოებებში ირ. ევდოშვილი აგვიწერს კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობას სოციალური უთანასწორობის გამო.

მისი ლექსები ”ქარიშხალი”, ”ჩვენება”, ”მეგობრებს”, “სიმღერა”, ”ჩემს მტერს”; თარგმანები ”მარსელიოზას” და სხვ. რევოლუციური სულისკვეთებისაა.
იროდიონ ევდოშვილის პოემა ”მუშა და მუზა” მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს.
მისი პოეზია მოზარდ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნერგავს.
ირ. ევდოშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი სინამდვილის კრიტიკულ ასახვას არ დასჯერდა და მისი გარდაქმნისათვის საუკეთესო ბრძოლის გზებსაც ეძებდა.
მან ქართული რევოლუციური დემოკრატიის მწერლობის სკოლა შექმნა და დიდი გავლენა მოახდინა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდა მწერლებზე.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ყორნის ბრალია”
- “ურმული”
- “უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯილისა”
- “თვით ჩემი მუზაც”
- “სიმღერა ტუსაღისა”
- “სიმღერა ასოთმწყობისა”
- “სიმღერა”
- “რას შესცქერ ძმაო”
- “რა ვიტაძარო?”
- “პირსისხლიანო ყორანო”
- “ნატვრა”
- “მხოლოდ ნაღველი სამუდამოა”
- “მუზა და მუშა”
- “მოღლილს”
- “მეზვრის ღიღინი”
- “მეტეხის ციხე”
- “მეგობრებს”
- “ურმული”
- “მჭედელი პეტრე”
- “ლამაზმა ქალმა”
- “ქარიშხალი”
- “ია”
- “გლეხის ფიქრები”
- “გაზაფხული”
- “გავჩუმდე”
- “განთიადია”
- “ნატვრა”
- “გამომშვიდობება გადასახლებულისა”
- “დღიურს”
- “ციხეში”
- “ჩონგურზე”
- “ჩონგურს”
- “ჩამოწყვეტილი ფოთოლი”
- “ახალი წელი”
- “ამონაკვნესი”
- “ადამიანი”

პროზა:

მოთხრობები:
- “უბედური ქორბუდა”
- “შადრევანი”
- “ორი ობოლი”
- “მწყემსი გაგნა”
- “მოვიტანე”
- “კაკანათი”
- “გველების ყორე”
- “ციხეში”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

რაფიელ ერისთავი (1840 – 1912)

სამწუხაროდ რაფიელ ერისთავზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ზაფხულით”
- “თინიად მამითადი”
- “ტეტიას მოთქმა”
- “თარის დაკვრაზედ”
- “სურათი”
- “სესიას ფიქრები”
- “სამშობლო ხევსურისა”
- “რაზე მიწყრები ყეენო”
- “რას შემომცქერი ძმობილო”
- “რას ერჩი მაგ ბიჭს თათარო”
- “ნეტა რას სტირი დედილო”
- “მიპატიჟება სასწავლებელში”
- “მევენახის სიმღერა”
- “მეცხვარე თრიალეთზედა”
- “კავკასია”
- “კაცი ის არის”
- “გოგოს ჭირიმე”
- “გაზაფხული”
- “ღამის მეხრე”
- “ღამის მახრის სიმღერა”
- “ბაჩანას პასუხად”
- “აღზევანს წასვლა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

იაკობ გოგებაშვილი (1840 – 1912)


იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია:
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

შემოქმედება:
გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.

შემოქმედება:

პროზა:
- “ასპინძის ომი”
- “ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”
- “იავნანამ რა ჰქმნა?”
- “ცოტნე დადიანი”
- “ცხრა ძმანი ხერხეულიძენი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , | Leave a comment

ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907)


ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ბიოგრაფია:
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

განათლება:
თბილისი 1848-1856 წლები
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილია გიმნაზიაში, 1848 წ.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის – “თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

შემოქმედება:

1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნე|XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა “ქართვლის დედა”. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.

ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.

სამშობლოში მოღვაწეობა:
ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

„ივერია“:

1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.

1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“, 1889; „ქვათა ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.


ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: „…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…“ („პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის საფუძვლები“ (1888).

ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.

ეროვნული მოძრაობა:

მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.

მკვლელობა:

1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

მემკვიდრეობა:
ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “1871 წელი”
- “ხმა გულისა”
- “ვაი მას”
- “უსულდგმულო ცხოვრება”
- “უცხოეთში”
- “სანთელი”
- “პოეტი”
- “ოჰ სად არიან”
- “ნანა”
- “მუშა”
- “მტკვრის პირას”
- “მესმის მესმის”
- “მცუხარება”
- “მაშინ დასვსკტბები”
- “მას აქეთ”
- “ლოცვა”
- “ყვარლის მთებს”
- “კბმ”
- “ქართვლის დედას”
- “იანიჩარი”
- “გუთნის დედა”
- “გაზაფხული”
- “ღამე”
- “გ. აბხ…”
- “ელეგია”
- “დაკარგული ედემი”
- “დაე თუნდ მოვკვდე”
- “დაბნელდა სული”
- “ციური ხმები”
- “ჩემო კარგო ქვეყანავ”
- “ჩემო კალამო”
- “ბაზალეთის ტბა”
- “ალექსანდრე ჭავჭავაძე”
- “ალაზანს”

პოემები:
- “აჩრდილი”
- “განდეგილი”
- “კაკო ყაჩაღი”
- “კართვლის დედა”
- “მეფე დიმიტრი”

პროზა:
მოთხრობები:
- “გლახის ნაამბობი”
- “კაცია ადამიანი”
- “მგზავრის წერილები”
- “ოთარაანთ ქვრივი”
- “სარჩობელაზედ”

სპეციალური თხოვნა იყო ამ ლექსზე გვანცასგან:
რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა
ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.

მერე ვუთხარი: – პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?

მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– შენი მტერი!.. პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.

მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.

მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.

მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, -
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.

მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.

მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!

მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.

მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.

მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.

მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.

მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.

მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.

მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ…
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..

მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობით.

მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.

მერე, როცა… – კიდევ როცა!.. -
აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
– შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.

24 აგვისტო, 1871 წ. Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , | 3 Comments

აქვსენტი ცაგარელი (1857 – 1902)


ავქსენტი ცაგარელი ანტონის ძე (დ. 9 თებერვალი, 1857, სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია – გ. 12 აგვისტო, 1902, თბილისი, რუსეთის იმპერია) ქართველი დრამატურგი და მსახიობი. აქვსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელლად ითვლება. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმის შემოჭრით სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა – კომედია “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. კომედიაში “ხანუმა” (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა

შემოქმედება:

პროზა:
პიესები:
- “ხანუმა”
- “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”

მემუარი:
- “მოგონებანი”

პოეზია:
ლექსი:
- “ყარაჩუღელი ლოთი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , | Leave a comment

გიორგი წერეთელი (1842-1900)


მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური.

1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1861 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ცარიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო მცირე ხნით დააპატიმრეს კიდეც.

1863 წელს გიორგი წერეთელი საქათველოში დაბრუნდა. მან დიდი როლი შეასრულა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1866 წელს დააარსა პოლიტიკურ – ლიტერატურული გაზეთი “დროება”, რომელსაც 1869 წლამდე თავადვე რედაქტორობდა. 1868 წელს გამოსცა “სასოფლო გაზეთი”, 1871-73 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “კრებულს”. თანამშრომლობდა გაზეთ “ტიფლისსკი ვესტნიკში”, ასევე რედაქტორობდა გაზეთ “კვალს”. აქტიურად თანამშრომლობდა ყველა ჟურნალ-გაზეთში, რომელიც იმხანად თბილისში გამოდიოდა.

წერეთლის პუბლიცისტურ სტატიებში და მხატვრულ შემოქმედებაში რეალისტურად აისახა მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობის, ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალი ქართული საზოგადოების თავისებურებანი.

წერეთელი იყო “თერგდალეულთა” ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძესთან და სერგი მესხთან ერთად. მან ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყნის ახალი პერიოდის ისტორიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურის განვითარების პერიოდიზაცია, სამ ეტაპად დაყო და მათ დასები უწოდა. წერეთლის მიხედვით, პირველი დასი ეწოდება საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მიმდინარეობას და იგი იყო “ღუმანიტარულ-ლიტერატურული მიმართულებისა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით”, მეორე დასი – პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა, რომელიც შემოკრებილი იყო “დროება” – “კრებულის” გარშემო, ხოლო მესამე დასის მოღვაწეობას იწყებდენ გაზეთ “კვალის” გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა მარქსისტები.

წერეთელი თავისი გაზეთების საშუალებით აქტიურად ეხმიანებოდა ეროვნების შემოღების, ხოლო 1876 წლიდან ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას. წერეთელს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის

პანთეონში.

შემოქმედება:

პროზა:
- “მამიდა ასმათი”
- “პირველი ნაბიჯი”
- “რუხი მგელი”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

გიორგი ჭალადიდელი (1847 – 1898)

გიორგი ჭალადიდელი (ნამდვილი სახელი და გვარი გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაქიძე) (დ. 15 ივნისი/27 ივნისი, 1847, სოფ. ფერსათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი – გ. 1 აპრილი/13 აპრილი, 1898, ქ. მინსკი, დაკრძალულია სენაკში), თავადი, ქართველი პოეტი.

დაიბადა ოდიშელი თავადის მაქსიმე ქოჩაქიძის ოჯახში. 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-78). შემდეგში მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მსახურობდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში.

ჭალადიდელის ლექსები 1868-იდან იბეჭდებოდა “დროებაში”, “სასოფლო გაზეთში”, “მოამბეში”, “ივერიაში”, “მნათობში”, “კრებულში” და სხვებში. პირველი კრებული გამოქვეყნდა 1913 წელს. ჭალადიდელი ქართველი “სამოციანელთა” მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით (“ქება შრომას”, 1868; “ფაცხა”, 1870). პატრიოტიზმით (“სიმღერა გარდახვეწილისა”, 1870; “გორდის მთაზე”, 1872), მწერლობის მაღალი დანიშნულების შეგნებით (“მენავე”, “მწერლისადმი”, ორივე 1869), თავისუფლების სიყვარულით (“მოღალური გალიაში”, 1872). ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია “სატრფო” (1869), “ქართველო ქალო”, “ფარვანა”, “სიმღერა” (სამივე 1870). ჭალადიდელის ზოგიერთი პოპილარული ლექსი სიმღერად იქცა (“მოგონება”, 1869; “ფაცხა” და სხვა).

შემოქმედება:

პოეზია:
- “ფაცხა”
- “ქება შრომას”
- “მოგონება”
- “სიმღერა გარდაცვლილისა”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ალექსანდრე ყაზბეგი (1848 – 1893)


ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (დ. 2 იანვარი/20 იანვარი, 1848, სტეფანწმინდა — გ. 19 დეკემბერი/22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია სტეფანწმინდაში), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია:
ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონში. 1863-იდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში “ნამწყემსარის მოგონებანი”, 1883). 1879-იდან თბილისში ცხოვრობდა.

შემოქმედება:
თბილისში დაბრუნებული ალ. ყაზბეგი თეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი გახლდათ (ორიგინალური პიესები – “ერთი უბედურთაგანი”, 1879, დაიდგა 1880; “არსენა”, დაიდგა 1882; “წამება ქეთევან დედოფლისა”, დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული – “დილა ქორწილის შემდეგ”, 1882; “ცხოვრების თანამგზავრი”, 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა “ციცკა” 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ “დროებასა” და ი. ჭავჭავაძის “ივერიაში”. 1881 “დროებაში” დაიბეჭდა “ელგუჯა”, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები “ელისო”, “მამის მკვლელი” (ორივე 1882), “ციკო” (1883), “განკიცხული”, “ხევისბერი გოჩა” (ორივე 1884), “მოძღვარი” (1885) და სხვა. 1886—1887 მძიმედ დაავადდა, 1890-იდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.

ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი “სამოციანელების” ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა “ელგუჯასა” და “მამის მკვლელში”, “მოძღვარსა” და “ხევისბერ გოჩაში”. მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).

ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ – გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა “ელისო”, რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა.

ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია – მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ “ელგუჯას” პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო (“ელგუჯა”, “მამის მკვლელი”, “ხევისბერი გოჩა”).

ყაზბეგის თვალთახედვა არ შეჩერებულა მხოლოდ ხევის ცხოვრებაზე. ბურჟუაზიული წყობის და მორალის მომძლავრება განსაკუთრებით ჩანს ქალაქური ცხოვრების ფონზე, როცა ადამიანთა ურთიერთობას წარმართავს ეგოისტური ზრახვა (“განკიცხული”). ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება – უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც (“ხევისბერი გოჩა”, “წამება ქეთევან დედოფლისა”). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები (“ცხოვრების ჩარხი”, “შიოლა ღუდუშაური”), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.

შემოქმედება:

პროზა:
- “ელგუჯა”
- “ელისო”
- “მამის მკვლელი”
- “მოძღვარი”
- “ნამწყემსარის მოგონებანი”
- “ხევის ბერი გოჩა”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment