გურამ ჯახუტაშვილი – ისტორიაა

Posted in სხვა | Leave a comment

რა არის ner.ge – ?




ner.ge – ქართული ლიტერატურის დიდი უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკაა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ქართული ლიტერატურის შედევრები … საიტი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: პროზა და პოეზია
საიტზე ცნობილი მწერლების გარდა საშუალება გეძლევათ იხილოთ ახალბედა მწერლების ნამუშევრები (ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოგვიგზავნოს მეილზე gugakvelashvili@yahoo.com – ზე თავისი ნამუშევრები და ჩვენ მას აუცილებლად ვაჩვენებთ ფართო აუდიტორიას) ner.ge სხვა ანალოგი საიტებისგან იმით გამოირჩევა, რომ უფრო მოსახერხებელია სასურველი ინფორმაციის პოვნა. საიტზე მოხერხებულად არის განლაგებული მწერლის ნამუშევრები: სტატიაში ჯერ მწერლის სურათია შემდეგ მისი ბიოგრაფია შემდეგ კი მისი ნამუშევრები რასაც სხვა საიტზე ვერ ნახავთ. კი ნახავთ სიტყვაზე გალაკტიონის ”მესაფლავეს” მაგრამ არაფერი ეწერება უშუალოდ გალაკტიონზე და მის ცხოვრებაზე… ნერ.ჯი – ზე ყველაფერი ისე არის გაადვილებული სხვა საიტებთან შედარებით, რომ ორი წლის ბავშვიც ადვილად გაერკვევა ყველაფერში. სამწუხაროდ საქართველოში დღესდღეობით ლიტერატურა თვითონ მცნება ძალიან ცოტამ თუ იცის რა არის… საიტზე გარდა პროზისა და პოეზიისა ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლიათ მაგალითად: ინფორმაცია ქართული ანბანისა და ზოგადად დამწერლობის შესახებ, ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი, ანდაზები, შაირები, შეგონებანი, აფორიზმები, მახვილსიტყვიერება, ფოლკლორი და სხვა… ერთი სიტყვით ჩვენი მიზანია ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია ინტერნეტ სივრცეში. შემოგვიერთდით და ერთად ვაკეთოთ ეს ღირსეული საქმე :) ))
იმედია გულდასმით გადაათვალიერებთ საიტს, გამოკითხვაშიც მიიღებთ მონაწილეობას და აქტიური წევრიც გახდებით :) ))
ჩვენ გაგვაჩნია facebook გვერდი შეგიძლიათ შემობრძანდეთ და დაგვაLIKEოთ: https://www.facebook.com/Ner.Ge.Georgian.Literature
თუ რაიმეს ვერ გაიგებთ ან დაგაინტერესებთ შეგიძლიათ აქვე დაწეროთ კომენტარის სახით ან მოგვწეროთ მეილზე საიტიდან გაუსვლელად: http://home.ner.ge/?page_id=17

Posted in სიახლეები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | Leave a comment

ფორუმი


საიტზე როგორც იქნა გაიხსნა ფორუმი იმედია ჩვენი ხშირი სტუმრები გახდებით გელოდებით სუყველას!!!

Posted in სიახლეები | Leave a comment

დაგვიმეგობრდით facebook – ზე

შევიცვალეთ გვერდი. დაგვიმეგობრდით facebook – ზე

Follow us on Facebook

Posted in სიახლეები | Leave a comment

განათავსეთ თქვენი ნამუშევრები ჩვენს საიტზე უფასოდ!!!


ამიერიდან უკვე შესაძლებელია თქვენი ნამუშევრის საიტზე განთავსება უფასოდ.
მოგვწერეთ იმეილზე gugakvelashvili@yahoo.com და მოგვაწოდეთ მასალა. შეგიძლიათ საიტზე არსებული კონტაქტის მეშვეობითაც დაგვიკავშირდეთ: კონტაქტი

აუცილებელია:

1. მწერლის სახელი და გვარი
2. თუ მწერალი გარდაცვლილია და ახლობლებს სურთ საიტზე მისი ნამუშევრის განთავსება აუცილებელია მოღვაწეობის წლები
3. მწერლის სურათი
4. მწერლის ბიოგრაფია (სასურველია)
5. მასალა

იმეილზე მოწერიდან მაქსიმუმ 2 დღეში განთავსდება მასალა საიტზე.
წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისათვის!

Posted in სიახლეები | Leave a comment

დაეხმარეთ საიტს არსებობაში


საიტის ადმინისტრაციის დიდი თხოვნა იქნება, რომ სპონსორების ლინკებს დააკლიკოთ. ამით თქვენ არაფერი გაკლდებათ უფრო მეტიც ამით თქვენ გაუხანგრძლივებთ საიტს სიცოცხლეს. საიტმა, რომ იარსებოს ამისთვის აუცილებელია ყოველ თქვე გარკვეული თანხა ჰოსტინგისთვის გადაირიცხოს. დახმარებისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.
Continue reading

Posted in სიახლეები | Tagged | Leave a comment

იაკობ ცურტაველი (V საუკუნე)


იაკობ ცურტაველი (ხუცესი), V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია “შუშანიკის მარტვილობისა” (“წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ”), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება


„შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“ (შემ: „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“) არის ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX საუკუნეთა ტაო-კლარჯეთში ხდებოდა.
გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწეა. თავისი ნაწარმოები ”ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა” მას დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც ტაო-კლარჯეთი ეწოდებოდა.
Continue reading

Posted in სხვა | Tagged , | Leave a comment

შოთა რუსთაველი (XII საუკუნე)


შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) – მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა “ვეფხისტყაოსანი”. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | 1 Comment

სულხან-საბა ორბელიანი (1658 – 1725)


სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | 2 Comments

ნიკოლოზ ბარათაშვილი


ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) – ქართველი პოეტი. დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად “ამა სოფლის ამაოებათაკენ” უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786 – 1846)


ბიოგრაფია:
ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907)


ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , | 3 Comments

იაკობ გოგებაშვილი (1840 – 1912)


იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , | Leave a comment

აკაკი წერეთელი (1840 1915)


აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი – გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , | 1 Comment

ვაჟა ფშაველა (1861 – 1915)


ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 26 ივლისი (ძველი სტილით – 14), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი – გ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 10), 1915, თბილისი), ქართველი პოეტი.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

ტიციან ტაბიძე (1893 – 1937)


ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , | 2 Comments

ლადო ასათიანი (1917 – 1943)


ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) ქართველი პოეტი.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , | Leave a comment

გალაკტიონ ტაბიძე (1891 – 1959)


გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში – გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 1 Comment

ანა კალანდაძე (1924 – 2008)


ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment

გურამ დოჩანაშვილი (1939)


გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველო) – ქართველი მწერალი, ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი, ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.”
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , , , , , , | Leave a comment

გიგა ბერიაშვილი (1994)


გიგა ბერიაშვილი ახალბედა ქართველი მწერალი, არაერთი ნოველის თუ ლექსის ავტორია. მისი ნაწარმოებები, პესიმიზმით, ოპტიმიზმით, ცინიზმით უხვადაა გაჯერებული. იგი დაიბადა 1994 წლის 29 მაისს ქალაქ სიღნაღში. მისი ლიტერატურული ცდები ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , | Leave a comment

გიორგი ქასრაშვილი (1988)


პიესის ავტორი გიორგი ქასრაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1988 წლის 15 ნოემბერს. პროფესიით მწერალი. მას გამოშვებული აქვს ნოველების კრებული… ასევე აქვს ლექსების კრებული, რომლის გამოშვებაც ახლო მომავალში იგეგმება. აგრეთვე მუშაობს ფილმის სცენარებზე და მისი სლოგანია: “როცა ხელოვნებას დააფასებენ, დამიძახეთ…”
გთხოვთ, რომ გაეცნოთ მის შემოქმედებას, პიესას “22 ივლისს” და დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარის სახით ან მოგვწერეთ მეილზე Gugakvelashvili@yahoo.com და ჩვენ აუცილებლად გადავცემთ ავტორს :) ) თქვენი აზრი მას წაადგება მომავალში დახვეწოს, ან მიიღოს მოტივაცია შემდეგი ნამუშევრებისათვის…
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

მათე მარადელი (1979)


მათე მარადელი დაიბადა 1979 წლის 14 მაისს ქ. ქუთაისში. მწერალი. განათლებით იურისტი. ჰყავს მეუღლე და შვილი. იგი გახლავთ ორი წიგნის ავტორი: “თეთრი ნისლი” და “იდუმალთა მარში” .. იხილეთ მისი ლექსები Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

ირაკლი ღარიბაშვილი (1994)


ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში მაცხოვრებელი ახალგაზრდა დამწყები მწერალი… Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

ბექა ხერგიანი


ბექა ხერგიანი დაიბადა ქ.თბილისში. Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

გიორგი ზარნაძე (1986)


გიორგი ზარნაძე დაიბადა ქ. თბილისში 1989 წლის 24 ნოემბერს. Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Leave a comment

ნათია როსტიაშვილი

ნათია როსტიაშვილის შესახებ (წერს თვითონ ნათია)
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment

გელა დოლიძე (1960)


გელა დოლიძე დაიბადა 1960 წელს ქალაქ თბილიში, იგი გახლავთ დაოჯახებული. მას გააჩნია რამოდენიმე საავტორო პროექტი და მრავალ პროექტში მიუღია მონაწილეობა
წაიკითხეთ ვრცლად…
Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , | Leave a comment

Johnnie Walker (1989)


ავტორს არ სურს ვინაობის გამოჩენა

Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged | Leave a comment